ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


ქება ახმეტას

ხორბლით და მტევნით მორთულა
სახორბლე, სავენახეთი.
აქედან სხვაგავრად ბრწყინავს
ალაზანი და კახეთი.
ეს ჩვენი წმინდა ფუძეა,
პიროფლიანთა სავანე,
მისი  წარსული დიდება
ცეცხლის გვირგვინად ვარვარებს.
აქ მიწის  გოჯი ყოველი,
ერის ლიბო  და გულია,
პატარა კახს  და ქეთევანს,
სულ ფეხით შემოუვლიათ.
ჯერაც არ დაბრუნებულა
ომში წასული ლაშქარი,
”შეიბ მახვილი” მოგვძახის
ციხე ქარ-ცეცხლით  ნაქარი.
ზეზვა-ლუხუმის სიცოცხლე
აქ აღევლინა ტარიგად,
ვინც ქართველობის გვირგვინად
ბახტრიონის მზე  დაიდგა.
კვლავ ბრძოლის ჟინით აშლილა
ჩოლოყაშვილთა აბჯარი,
ილტოს პირს დაყუდებული
ქვის ჭიშკრის ღელის ქვაჯვარი
ახმეტურ ღვინით აავსეთ
მზით დაფერილი თასები
პაპის  ფერფლ-მიწით  ნაძერწი,
მათივ ძვლით ნაალმასები.
გული ვერ მოკლა დაკლულის
დაუნდობელმა, არჯალმა,
ზვიადაურის ხარის ყელს
მტრის დაბჯენილმა  ხანჯალმა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები