ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


***

როცა სიბილწემ ყველა ლექსი დამიკლა ფერხთთან,
გამკვირვებია ვით ვიგუებ პოეტის ტიტულს,
ვდგავარ სარკესთან,შეცოდვილი კაცთან თუ ღმერთთან,
და ვაშტერდები დორიანის მანკიერ ფიტულს.
დუღს ანარეკლი და როგორაც ბნელ ხრამში ზვავი
ჩემში იხრწნება მოძალება გრაციულ ფერთა,
ეს მე არა ვარ,მე ასეთად არ მახსოვს თავი,
და "იმ ვარდებზეც" ეს კი არა "ლევანა" წერდა.
აზრებს მიგველავს ატეხილი ჟინის ძახილი,
ძარღვჩაწყვეტილი საფეთქლების ვნებდები როკვას...
მეგონა, მძლავრი პოეზიის ერქვა სახელი,
გარყვნილ გენიდან გამოწოვილ ზნებილწ ეპოქას...
ჰოდა, თუ იშვა სულგაცლილი ჩემი სხეული,
ჩქამი ნუგეშიც არ მომიგდოთ, თუნდაც სამადლოდ,
ღმერთს ვერ შევხედო, გამათრიეთ თვალახვეული,
რომ ტაძრის კარზე კახპასავით გამასამართლოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები