ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


თხოვნა ამისრულე ქალავ (თეას)

                                                        "გაიღვიძე გესმის?დროზე გაიღვიძე,
                                                          ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი."

                                                                                                          გაბრიელ ჯაბუშანური


გუროს ამავედ და,
ბანიდან იყურები,
ალბათ მელოდები
შავქალო.
შენთან მავდივარ და
მინდა ჩაგეხუტო,
მინდა მოგეფერო
მზექალო.
აქედან მუცოში წაგიყვან და
მდევარსაც დავაფრთხობ სროლით,
ჩემი ცოლი ხომ გინდა გახდე
ძვირფასო.
ხატობას ხინკალ მომიხარშოდე,
მერე მე სადმე გავალ,
მინდა,სახლში მელოდებოდე
ლამაზო.
მინდა სახლში გული მიმიწევდეს,
სხვაგან ვერ ვისვენებდე,
სულ შენთან მენდომება
კესანე.
ომში როცა წავალ,
და მტერს რომ დავიფრენ,
მტრის მარჯვენს ამოგიტან
ცისიერო.
წამაედ ჩემთან,წამაედ
გთხოვ და,
ეს თხოვნა ამისრულე
ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები