(ძღვნად ნოდარ თეთრაშვილს, ქართველ ათლეტს)
ეგ საოცარი მკერდები, სალი კლდის მინამგვანია, ქართული ჯიშის გვირგვინი, ქვეყნის ზღუდე და ფარია, კლდეზე ნაშენი კოშკები, ორი ძუ ვეფხვის დარია, რამდენჯერ ერის სიცოცხლე სისხლ-ოფლით დაუფარიათ მკლავები, რკინა ნაჭედი, უროთი გრდემლზე ნაკვერი, ცეცხლებრ მდუღარე ძარღვები, ფოლადით ნაქსოვ- ნაკერი. ბევრი გაცვითეს ფარ-შუბი, ხმალი, ხანჯალი, ისარი! მაჯა მტრის ნამჯად მიმთიბი და სიკვდილისა მისანი. მხრები, ამირანს რომ ჰქონდა, სწორედ ისეთი მხრებია, ტალღად დამსხდარი კუნთები, ფოლადის ნაღვენთებია, ზედა ჯდებოდა არწივი მთვრალი სისხლით და გეშითა, კორტნიდა ვეღარ ძღებოდა ნაფლეთი მკერდის ლეშითა. ფეხები ნაქანდაკარი, ქართულ მიწაზე მავალი, ვნება-სიცოცხლის სალარო, ერის სვეტ-ფუძე წამალი, თავი -კაცობის თავაზრი, ერის ტკივილით ნადაღი თვალები ქართულ სიწმინდის ედემ წალკოტი და ბაღი, სადაც მიჯნურთა გულისთქმა უშრეტი არის და ლაღი. იხარე, ჩემო საუნჯევ, ჯიშით, კაცობით ქართველო, ქართველი დედის გაზრდილო, და სიყვარულით ნაფერო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მომეწონა კაცური კაცის ნაწერი, მიძღვნა შესანიშნავია, 555 მომეწონა კაცური კაცის ნაწერი, მიძღვნა შესანიშნავია, 555
15. shemogevle dz magaria, sagol! gamajrjola martla emociebshi var! mixaria ro shennairi xalxi dgesacaa!
shemogevle dz magaria, sagol! gamajrjola martla emociebshi var! mixaria ro shennairi xalxi dgesacaa!
14. მთიელი კაცის ხმით და ოსტატობით დაწერილი ლექსია. დიდებულია, შატილიონო... მთიელი კაცის ხმით და ოსტატობით დაწერილი ლექსია. დიდებულია, შატილიონო...
13. სურათიც არ არის საჭირო ამ დიდებული ვაჟკაცის, ისე ხატოვნად აგიღწერია! ძალიან კარგი მიძღვნაა! სურათიც არ არის საჭირო ამ დიდებული ვაჟკაცის, ისე ხატოვნად აგიღწერია! ძალიან კარგი მიძღვნაა!
12. ქართველი კაცის რა საოცარი პორტრეტი დაგვიხატეთ ულამაზესი ენით და სიტყვით, შატილიონო! საოცრად კარგი ლექსია!!!
ქართველი კაცის რა საოცარი პორტრეტი დაგვიხატეთ ულამაზესი ენით და სიტყვით, შატილიონო! საოცრად კარგი ლექსია!!!
11. მთის მდინარესავით მორაკრაკებს! მთის მდინარესავით მორაკრაკებს!
10. :) ჩემი თბილი მოკითხვა... :) ჩემი თბილი მოკითხვა...
9. თქვენი ჟანრია და გიხდებათ. შესაძლოა, ერთმანეთს უხდებით 5555 თქვენი ჟანრია და გიხდებათ. შესაძლოა, ერთმანეთს უხდებით 5555
8. თქვენივე სიტყვებით უნდა გიპასუხოთ :)
იხარე, ჩემო საუნჯევ, ჯიშით, კაცობით ქართველო, ქართველი დედის გაზრდილო, და სიყვარულით ნაფერო!
555!
თქვენივე სიტყვებით უნდა გიპასუხოთ :)
იხარე, ჩემო საუნჯევ, ჯიშით, კაცობით ქართველო, ქართველი დედის გაზრდილო, და სიყვარულით ნაფერო!
555!
7. ქართული გენის ყივილი! ქართული გენის ყივილი!
6. ვეთანხმები კომენტარებს. ნამდვილი ქართველის პორტრეტია საუცხოოდ დახატული! 55555 ვეთანხმები კომენტარებს. ნამდვილი ქართველის პორტრეტია საუცხოოდ დახატული! 55555
5. ძარღვიანი, ჯიგრიანი ქართული სულითა და ვაჟკაცობით სავსე ლექსი! 55555 ძარღვიანი, ჯიგრიანი ქართული სულითა და ვაჟკაცობით სავსე ლექსი! 55555
4. ჰო! ჯიგრიანია! მოკითხვა კაი ადამიანს! 5 ჰო! ჯიგრიანია! მოკითხვა კაი ადამიანს! 5
3. ჰო! ჯიგრიანია! მოკითხვა კაი ადამიანს! 5 ჰო! ჯიგრიანია! მოკითხვა კაი ადამიანს! 5
2. ჯიგრიანო!!! ქართველო და გულიანო!!! ლექს ჩემი უსაზღვრო მოწონება!!! პატრიოტიზმს კი დაფასება!!! გაიხარე შენა!!! ჯიგრიანო!!! ქართველო და გულიანო!!! ლექს ჩემი უსაზღვრო მოწონება!!! პატრიოტიზმს კი დაფასება!!! გაიხარე შენა!!!
1. წარმატებები
5 წარმატებები
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|