| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 8 ივლისი, 2010 |
რეპეტიციაზე წასვლამდე კიდევ ერთხელ ვკითხულობ სცენარს... გენიოსია დოჩანაშვილი, რა ვქნა, მიყვარს, ის მიკვირს ჩემი ქმარი რომ არ ეჭვიანობს... ის კი არა, მის შვილიშვილზეც ვბრაზობ, თინათინზე, `ბაბუა გიჟიაო~, რომ - უთქვამს, რატოო რო კითხეს, `იმიტომ, რომ ჩემზე გიჟდებაო~... უკვე მივდივარ იქ, სადაც თორმეტი დიდი მსახიობი მელოდება. ლიფტში მეზობელი მხვდება, მაიკო და ანეკდოტის მოყოლას ასწრებს, ალბათ ძველია, მე პირველად გავიგონე, ჭიჭიკიას ეუბნებიან, არ გინდა კიმ ბესინჯერთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე მოხვდე და იმასთან ინტიმური კავშირი დაიჭიროო, გაოცებული ჭიჭიკია პასუხობს, `ვის მოვუყვე მერე სიმონ, აი იქინეო...~ გულიანად ვიცინი. კიმ ბესინჯერი არ არის ახლა მოდაში და იმაზე მივხვდი, ძველი ანეკდოტი რომ არის, თუმცა ჩემთვის ახალია. თინიკო მემშვიდობება და იქვე კორპუსის ქვეშ მდებარე მარკეტში შედის. მერე რაჟდენა დავინახე, ჩაცუცქული ეზოს ძაღლს, ჩარლის ეხვეწებოდა იმღერეო, თან სულიკოს უსტვენს - ტონალობაში აბსოლუტური სიზუსტით. მშვენიერი სცენაა. ერთი სენი მჭირს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ ეპიზოდს თეატრალურ სურათად აღვიქვამ. მინდა სხვასავით, ჩვეულებრივ ვუყურო ცხოვრებას, არ გამომდის.... გაიგე ახლა ეს ცუდია თუ კარგი? ამ რაჟდენაზე ერთი ეპიზოდი მახსენდება: დაქალები ვიყავით `ხინკლის სახლში~... მთავარ დარბაზში მაგიდები დირეებით არის გაყოფილი და რომ გავიარე გვერდით განყოფილებაში ჩვენი უბნელი ბიჭი შევიცანი, სხვა უცნობი სასატავი იყო, ისე იყო გართული საუბარში არც გამოუხედია და არც მე გამომიდვია თავი მისალმება-მოკითხვით... ხოდა ეს ბიჭი უხსნის ეტყობა ახლად გაცნობილ თანამესუფრეს, როგორ არ იცი სად ვცხოვრობო, სკოლა ხო იცი, ნაძვებს ზევითო, იქვეა ჩემი კორპუსიო. არა, რა სკოლაო, არ ვიციო. სტადიონი ხო იცი, ხან რეგბისტებიც ამოდიანო... აზრზე არა ვარო, მაგრად დგას ის უცნობი... აკადემიკოსი გაგუა ხო იცი, მსოფლიოში განთქმული ქირურგი, იმ კორპუსში ვცხოვრობო. არც ის გამიგია, ძმაოო, ისევ. აბა მეტი ვისზე გითხრა, E ლოთი რაჟდენა თუ იციო... ე, ჩემი ძმა, რა გამიტრაკე, ასე გეთქვაო, იმან... მე ეს საუბარი მესმის და სიცილით ვკვდები სუფრასთან, დაქალები ეჭვით მიცქერიან, რა Gგჭირსო... ის რაჟდენაა ეს... მეხვეწება, რაიმე სპექტაკლში მეც მათამაშეო, რად უნდა? ყველაზე კარგად ასრულებს თავის როლს ამ ცხოვრებაში და არც დუბლიორი ჭირდება და არც დუბლი – მეორე. ისე თუ ფილმი გადავიღე როდისმე (ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის ოცნება), აუცილებლად ჩავსვამ რაჟდენას და ჩარლის... ჩვენ უბანს ორი კოლორიტი ჰყავს, ერთი ჩარლი და მეორე რაჟდენა. რაჟდენას არ გამოუხედია ჩემსკენ, მისთვის ახლა მომღერალი ჩარლის მეტი არავინაა... ჩარლიმ დამინახა თუ არა, აყვა... მარტო რომ იყვნენ, არ მღეროდა ანუ მაყურებელი რომ იგრძნო, ამღერდა, ანუ აყეფ-აწკმუტუნ-აყმუვლდა – საკვირველი და ისიც ტონალობაში. არ გამიკვირდება ჩარლიმაც იცოდეს რეჟისორი რომ ვარ და თავს მაწონებს. ვერ მოგართვი ჩარლი, ამ სპექტაკლში ყველა როლი განაწილებულია – დაგაგვიანდა. ისე კი მშვენიერი დუეტია – ა ბატონო ნიჭიერი, მეტი ნიჭიერი არც გინდა! ვუყურებდი ამ სცენას ცოტა ხანს კიდევ, მაგრამ რეპეტიციაზე მაგვიანდება...
* * *
გუჩი მოსული დამხვდა, ნამდვილი თანაშემწეა, გუჩი რას შვები, ახალ რამეს ხომ არ წერ-მეთქი. კიო – არც გამკვირვებია, სამი სურათი დავწერე უკვეო... თუ გნებავთ, მოგიტანთ და წაგაკითხებთო. ვაი დედაჩემო, რა მეშველება! დაამთავრე და მერე-მეთქი... მსახიობებიც მოდიან... ო, რავა ხარ ეფრემა?~ - ყოველთვის პერსონაჟების სახელით მივმართავ `მსახიობებს~... – როოლ ვაჩვევ... `კარგად მას, თქვენ როგორ ბრძანდებით?~ - ეს ილოა, ეფრემას როლს რომ ასრულებს, მაგრამ ჩემთვის ეფრემაა... კარგი ბიჭია, ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, ისე თავდაბალი და მორიდებულია, სცენაზე კი ბობოქრობს.... `ო, მოვიდა ლუიზა და მალხაზა, მოგირჩა ხელი მალხაზა?!~ - ეს ბარამს ვეხუმრები, დაკაწრა იმ დღეს ნინიმ... ბარამი იცინის, ნინი შეწუხებული ჩანს... მოხდა რაღაცა ალბათ... რა დროს ეს იყო ახლა ამ გაგანია რეპეტიციებზე. რას იზამ: `სიყვარული ყველას უნდა...~ არა უშავს, მთავარია – ერთად არიან და აქ არიან. თანდათან გვემატებიან სხვებიც... `არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები...~ – როლებს რომ ვანაწილებდი, მაშინ ვთქვი სტანისლავსკის ეს სიტყვები. ძალიან მეხმარება, ალბათ თვითონაც იმიტომ თქვა, უნდოდა ის მსახიობი დაემშვიდებინა, პატარა როლი ვისაც შეხვდა, თუმცა ყველამ ვინც სცენაზე გამოდის უნდა ჩათვალის რომ შეუცვლელია, კატასავით უნდა იყოს, სახლის პატრონი რომ გონია თავი... ჩემთვის ზუსტად მართლაც ასეა... ყველა როლი მთავარია, გინდაც ორი საათი იდგეს სცენაზე მსახიობი და გინდაც მხოლოდ ორი წუთი... ესენიც ისე შემოდიან, როგორც ამ სპექტაკლის ბატონ-პატრონები და შეუცვლელები. ეს პასუხისმგებლობას მატებთ. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ნათია მეკითხება, დედაჩემი მაშინებს, ისე გამხდარი ხარ, რეჟისორი როლს წაგართმევსო, მართლა ხო არ წამართმევთო... რა სასაცილო გოგოა, ვეუბნები რაღაცა რომ გაქვს, არასდროს არ უთხრა ვინმეს, ამას ხო არ წამართმევო, თორემ შეიძლება ვინმეს მართლა გაუჩნდეს წართმევის სურვილი-მეთქი... სისულელეა, სიგამხდრე სულაც არ მიმაჩნია მსახიობისათვის დამაკნინებლად, თუ რა თქმა უნდა როლი არ ითხოვს პუტკუნა მსახიობს. სარა ბერნარი ისე გამხდარი იყო თეატრში თამაში რომ დაიწყო, `იატაკის ჯოხს~ ეძახდნენ, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, იმ დროინდელი მსოფლიოს პირველი სუპერვარსკვლავი გამხდარიყო-მეთქი... სანჩო პანსა რომ გამხდარმა მსხიობმა ითამაშოს, აბსურდია, თუმცა რა, აბსურდის თეატრებიც ხო არსებობს. მაგრამ აბა წარმოიდგინე მსუქანი დონ კიხოტი და გამხდარი სანჩო? აბსურდი კვადრატში... სარა ბერნარის მოგონებაც გავიხსენე, სადღაც წაკითხული, დიდების ზენიტში იყო რომ წერდა - თავის პირველს როლს იხსენებდა: `როცა ფარდა ნელ-ნელა გადაიწია, მეგონა გული წამივიდოდაო...~ იმედია არც ერთ თქვენგანს გული არ წაუვა. მაინც გულის `კაპლები~ უნდა მოგიმარაგოთ პრემიერისთვის-მეთქი... იცინიან... ვაცინებ, ამათ ყველაფერი რიგზე თუ არ იქნა მერე ნახონ... ჩემი ოფოფები არ იციან კიდე... ისე ვატყობ, რიდი რომ აქვთ... პრემიერამ თუ კარგად ჩაიარა მინდა სადმე წავიყვანო მთელი ჯგუფი, საქეიფოდ... შინაურულ გარემოში... შევეჩვიე ამ საზიზღრებს... ნინი რომ ამბობს ვნერვიულობო, ალალად ამბობს... ეს არ მიმაჩნია საშიშად... ფეხებზე არ დაიკიდოს რომელიმემ სპექტაკლი, ეს უფრო საშიშია... არ იციან და არც ვამბობ, მე ამათზე უფრო ვნერვიულობ... ამათ თავიანთი როლები აბარიათ, რეპლიკები თუ მოქმედებები, მე კი თითოეული მათგანი მაბარია, თითოეული მათი მიმიკა, გამოხედვა, მოძრაობა... მაყურებელმა, დაიწყება თუ არა სპექტაკლი, უნდა დაივიწყოს რომ სცენას უყურებს, ისეთი გრძნობა უნდა ჰქონდეს, თეატრს კი არა, ცხოვრებას უყურებს თითქოს, აი დაახლოებით ისე, მე რომ ვუყურებ რაჟდენასა და ჩარლის ეპიზოდს და თეატრი მგონია, ოღონდ აქ პირიქით, მაყურებელი სცენაზე გათამაშებული ეპიზოდების გულწრფელობასა და სინამდვილეში უნდა დაარწმუნო...
* * *
შაშია (თეატრის დირექტორი - რეზი) გამოვიდა უკვე სიტყვით: `მესამე ზარს რომ დარეკავს კაკალა, თუ არ მევიდა არავინ, გადეიცვით და წამოით თქვენც ქორწილშიო...~ ტიტიკო და ეფრემაც გამოსულები არიან უკვე სცენაზე და იმას არჩევენ დამბაჩა სჯობს თუ ხმალი, გოგოები-მსახიობები თავისთვის ჭორაობენ... შემოდის მალხაზა და თითქოს სიჩუმის ბომბი სკდება დარბაზში... სიჩუმის ბომბი... ნირწამხდარები უყურებენ ყველა მალხაზას, რომელიც მშვიდად ღებულობს ბილეთს... და ასევე მშვიდად დაეძებს თავის სკამს ცარიელ დარბაზში... თავიდან ვიფიქრე, მალხაზ კაკაბაძეE მართლა დარბაზში დამესვა, მაგრამ სცენარის მიხედვით იგი მარტო უნდა ყოფილიყო... შეიძლება დავტოვო აქეთ-იქეთ ორი სკამი ცარიელი, მაგრამ აუცილებლად გადმოუჩოჩდებოდა ვინმე და მოკლავდა ცარიელი დარბაზის ილუზიას... ამიტომ ისევ სცენაზე მივუჩინე ადგილი... დარბაზის იმიტაციას სამი ცარიელი სკამი ახდენს... ამასობაში ინტრიგანი (ბარამს არ ვეუბნები ამას, მაგრამ ინტრიგანია აბა რა არის მისი გმირი!) მალხაზა პოულობს თავის სკამს... (ამ შემთხვევაში შუა სკამი), რომელზედაც სანომრე ნიშანი ამძვრალია... დახედავს ბილეთს, შეადარებს სკამის სანომრე ნიშანს, მაგრამ სანომრე ნიშანი არ არის... იწყებს ჩხუბს, რატო არ აქვს იმ სკამს ნომერი, რომელზეც ბილეთი აქვს აღებული... არადა ცარიელია მთელი დარბაზი... საერთოდ ვის აინტერესებს შენი ბილეთის ნომერი... მიდი და დაჯექი სადაც გინდა... მოდის ბილეთების გამყიდველი – კაკალა (ნათია) ხელში ჩხირებით და საქსოვით, რაშია ბატონო მალხაზ საქმეო, ეკითხება – მაგრამ ისე კი არ ეკითხება, როგორც გულშემატკივარი, ისე ეკითხება, რომ ინტონაციით წყევლის - `შენ არ გნახე სკამზე დამჯდარი, შენ ჩაგდეი კუბოში, შენ არ წამოგეწიოს თავი იქედან და შენ გნახე მომსპარიო~... ჯერ ამ ფრაზაზე ვავარჯიშე ყველა... ერთი და იგივე ფრაზა შეიძლება ისე თქვა, თითქოს ლოცავს მოსაუბრეს, და ისეც - თითქოს წყევლის... ემოცია, რომელიც ამ ორ ემოციას შორისაა, გულგრილობაა... G`გეშინოდეს გულგრილთა, მათი ჩუმი თანხმობით ხდება ყველა ბოროტება~... გულგრილი ადამიანი არ შეიძლება მსახიობი იყოს... ადამიანი, თავის თავის იქეთ რომ ვერ ამჩნევს ვერაფერს არ შეიძლება მსახიობი იყოს და სიხარული მიანიჭოს ვინმეს... მაგრამ გულგრილი ადამიანის თამაში კი უნდა შეძლოს... ამიტომ მესამე ვარიანტზე განვაგრძეთ ვარჯიში... ანუ ეკითხები, მაგრამ სულ ფეხებზე გკიდია მალხაზა სად დაჯდება და განა მარტო ეს დედამიწაც ფეხებზე გკიდია და ტრიალებს თუ არ ტრიალებს ისიც... გავიარეთ ეს ეტაპიც... არა უშავს, ყველა ხვდება რაც მინდა და რაც მთავარია ნათია ხვდება, ვინც უშუალოდ ამ როლს თამაშობს... მაგიჟებს ეს ბავშვი, ასე მგონია რამდენიმე სამსახიობო სკოლა-სტუდია აქვს დამთავრებული, ნახევარ ფრაზაში ხვდება რას ვთხოვ... ვკითხე კიდეც, რომლიმე თეატრში ხო არ თამაშობდი-მეთქი... სკოლის `კავეენის~ გუნდში გამოვდიოდიო... რაღაცა მაკლია... მახაზას შემოსვლის სცენა... თავიდან ვბრუნდებით... მალხაზა ხვდება, მისი მოსვლა თეატრში, რომ უდროოა, არ სცალია ახლა ამ ხალხს სათამაშოდ, ქორწილი უნდათ, გართობა უნდათ, სხვისი თამაშის ცქერა უნდათ. ქორწილი ხო იგივე დადგმაა, მთავარი და არამთავარი როლებით... და კაი საჭმელები, მაგრამ ეს არ ადარდებს, პირიქით ცეცხლზე ბენზინს არადა, ნავთს კი ამატებს, ჩემს სკამზე სანომრე ნიშანი არ არისო... ბედი არ გინდა? ერთი ბილეთი გაიყიდა და ისიც ნომერამძვრალი სკამის... ახლა სხვები? წესით გაშეშებული მსახიობები სტატიკურად უნდა უყურებდნენ ამ სცენას... თვალებში უნდა ეტყობოდეთ, შეიძლება შემოამარცხდეთ საწყალი მალხაზა, მაგრამ არის ერთი პრინციპი, ესენი მსახიობები არიან, თუნდაც პროვინციელი, არა ვარსკვლავი, მეზობლები რომ ცნობენ მხოლოდ, მაგრამ იციან, რომ მაყურებელი ყოველთვის მართალია, მანამდეც კი, სანამ სპექტაკლი დაწყებულა... ამ კაცმა ბილეთი შეიძინა - გაიღო... მსახიობი ვალდებულია მიაგოს... თუ ძალიან უნდათ მის მიმართ აგრესია გამოავლინონ, მხოლოდ თვალებით... თვალებით გამოვლენილი სიძულვილი არა დასჯადია... აბა სად ყოფილა სასამართლო გამართულიყოს, ცუდი თვალით შემხედაო, არადა რამდენს უთქვამს... ახლა სიძულვილი უნდა დაგუბდეს ამ მსახიობთა თვალებში... რა ადვილია სიძულვილი ასწავლო ომგამოვლილ თაობას... ომია სიძულვილის პირველი მასწავლებელი... ესენი არაფრისმთქმელი თვალებით უცქერდნენ თავიდან მალხაზას, რომელიც დარბაზში შემოდის... ზოგი იცინის კიდეც... ერთს უყვარს (ნინი – ლუიზა – აბა დააძალე ახლა ამას მალხაზას სიძულვილი ჩაიგუბე თვალებშიო, ამიტომ გავიყვანე საერთოდ სცენიდან ამ სურათში, არ არის აუცილებელი ყველა სცენაზე იდგეს, როცა დარბაზში მაყურებელი შემოდის, მით უმეტეს ისეთი კაბა მოვუტანე, ნახევარი საათი უნდა მის ჩაცმას) იყოს ლუიზა გამოწყობილი კულისებში, თორემ ვერ მოასწრებს გადაცმას სანამ მისი როლი მოვა... ახლა სხვა სტატისტებს მივხედო... ეს უსიტყვო სცენა არც ისე ადვილი სათამაშოა... შემოდის მალხაზა დარბაზში, სცენაზე მსახიობები დგანან, ჯერ კოსტუმებიც არ აცვიათ, იმედი აქვთ, არ მოვა არავინ თეატრში... სპექტაკლის გადადება კი არ შეიძლება: ერთი მაყურებელიც თუ მოვიდა და ბილეთი აიღო, სპექტაკლი უნდა ჩატარდეს... წამიც და ამჩნევენ მალხაზა კაკაბაძეს მსახიობები და შეშდებიან, დაახლოებით ისე, გველი რომ უკეთებს ბაყაყს გიპნოზს... გაჭირდა ეპიზოდის დადგმა... ვერ ვაიძულე ჯერ გაკვირვებული (`რა უნდა ახლა ამ კაცს თეატრში, მთელი პატარა ქალაქი საქორწილოდ ემზადება~), მერე მწუხარე თვალებით (`მორჩა – ვეღარ წავლენ ქორწილში, დიდი-დიდი იმ დროს მივიდნენ ლოთები რომ არიან დარჩენილი მხოლოდ და მათაც ხელიდან რო აცლიან თეფშებს და ჭიქებს დაღლილი მეზობლები, იგივე მომსახურე პერსონალი~) და ბოლოს კი სიძულვილით სავსე თვალებით (`ჩაუშხამა მალხაზა კაკაბაძემ ყველას დღევანდელი დღე~) შეხედონ მალხაზას... შეიძლება დარბაზიდან მაყურებელმა ვერ წაიკითხა ეს მსახიობის თვალებში, მაგრამ მე ხო მინდა ასე იყოს, მე ხო მსხვილი კადრით ვხედავ მათ თვალებს... გაკვირვება ადვილია, მწუხარება და სიძულვილი? გაიღიმებს რომელიმე ამ დროს სცენაზე და ხალტურა გამოდის მერე ყველაფერი, მაყურებელი იგრძნოს რომ ესენი ნამდვილი მსახიობები კი არ არიან, არამედ ათი Dდღის წინ შეკრებილი თეატრის მოყვარული სტუდენტები, ძალად მსახიობები... ამათ მწუხარება და სიძულვილი არ იციან ჯერ... როგორ ვასწავლო... ჩემი თავი შემძულდა უცებ, ისეთი რამე ვუთხარი... ომი გავახსენე ახლანდელი, აგვისტოს ომი და სურათი გორში ძმა რომ დასტირის დაბომბვისას გარდაცვლილ ძმას... მთელი მსოფლიო მოიარა ამ სურათმა, ამათაც, რა თქმა უნდა ნანახი ჰქონდათ... ახლა თავი წარმოიდგინეთ ის ცოცხალი ძმა თქვენ ხართ და ძმას დასტირით, შენ ქვეყანას დასტირი, მისი ყველა ნაწილი რომ იბომბება, ან ლტოლვილი ხარ, წლობით ნაშენ-ნაგები გადაგიბუგეს, ან თბილისში ხართ და მტრის შემოჭრას ელოდები და ქუჩა-ქუჩა ავტომატს დაეძებ, რომ მტერი ან უკან გააბრუნო, ან თავი შეაკლათ-მეთქი... და თუ რომელიმე თქვენთგანი ამ დროს გაიცინებს, დატოვოს სცენა და წავიდეს-მეთქი... არავინ განძრეულა... არც არავის გაუცინია... ვაღიარებ, ხან დესპოტი ვარ... აბა რა კავშირია აგვისტოს ომსა და ამ სცენას შორის? თითქოს არავითარი, მაგრამ შემიძლია ვიკამათო... მაინც არის კავშირი – მწუხარება და ამის შემდეგ სიძულვილი... გამოვიდა ეპიზოდი... შემეცოდა საწყალი მალხაზა ისეთი თვალებით უყურებდნენ... რეპეტიციის მერე ერთი მეკითხება: `მას,, ამ ომს აზრი ჰქონდაო?! კიდე ტერიტორიები დავკარგეთ, ლტოლვილები დავიმატეთ, ხალხი დავკარგეთო...~ ბუნებით ყოველგვარი ომისა და სისხლის ღვრის წინააღმდეგი ვარ, არ არსებობს საკითხი, რომლის გადაწყვეტა არ შეიძლებოდეს სიტყვითა და დიპლომატიით, ესეც ვთქვი, მაგრამ ამ ომში დაღუპულ ჯარისკაცებთან თუ უბრალო მოქალაქეების ხსოვნასთან არ ვიქნებოდი მართალი და სადღაც წაკითხული თუ მოსმენილიც გავიხსენე: `- სად იყავიო, ძმა? - ომში ვიყავიო! - მერე რა ქენიო?! - წავაგეო ომი! - მაშ რა აზრი ჰქონდაო ომს? - ომს ყოველთვის აქვსო აზრი!~
XVI ნაწილის დასასრული (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძალიან დიდხანს მალოდინეთ ბატონო ლევან.. ველოდი გაგრძელებას.. ახლაც ველი ახალ ნაწილს :) ძალიან დიდხანს მალოდინეთ ბატონო ლევან.. ველოდი გაგრძელებას.. ახლაც ველი ახალ ნაწილს :)
12. ძალიან რომ მომწონხართ იცით თქვენ :) ისაა სამწუხარო, ასეთ ნაწერს 12 კაცი რომ კითხულობს... :) ძალიან რომ მომწონხართ იცით თქვენ :) ისაა სამწუხარო, ასეთ ნაწერს 12 კაცი რომ კითხულობს... :)
11. ლევააან, ახალო (თუ ძველო?) მთვარევ... როგორ ხარ? რას მოგვანატრებ-ხოლმე თავს შენი ნაწერებიანად? ნიჭიერი კაცი ხარ! თანაც - ძალიან ნიჭიერი და ყოველთვის მიხარია შენი წაკითხვა...
არა, ნახვაც კი მიხარია, მაგრამ... ისეთი ძვირი სანახავი გაგვიხდი, რომ... :)))))))) 555555555555 ლევააან, ახალო (თუ ძველო?) მთვარევ... როგორ ხარ? რას მოგვანატრებ-ხოლმე თავს შენი ნაწერებიანად? ნიჭიერი კაცი ხარ! თანაც - ძალიან ნიჭიერი და ყოველთვის მიხარია შენი წაკითხვა...
არა, ნახვაც კი მიხარია, მაგრამ... ისეთი ძვირი სანახავი გაგვიხდი, რომ... :)))))))) 555555555555
10. დაველოდები გაგრძელებას მოუთმენლად....:) დაველოდები გაგრძელებას მოუთმენლად....:)
9. ძალიან შთამბეჭდავი თავია...განსაკუთრებით ბოლო......:) ძალიან შთამბეჭდავი თავია...განსაკუთრებით ბოლო......:)
8. ჩემთვის გამორჩეული ავტორი! :) ჩემთვის გამორჩეული ავტორი! :)
7. ნამეტნავად მომეწონა :) :) :) +5 ნამეტნავად მომეწონა :) :) :) +5
6. ილტოსპირელს, დაკარგულს, ალივაკელს, ჭას... (თუ შემოვა კიდე ვინმე აწი - წინასწარ) :) ყველას დიდი მადლობა ამ სიცხესა და ხვატში ჩემს მო-საკითხად რომ გამონახეთ დრო :) ილტოსპირელს, დაკარგულს, ალივაკელს, ჭას... (თუ შემოვა კიდე ვინმე აწი - წინასწარ) :) ყველას დიდი მადლობა ამ სიცხესა და ხვატში ჩემს მო-საკითხად რომ გამონახეთ დრო :)
5. ილტოსპირელს, დაკარგულს, ალივაკელს, ჭას... (თუ შემოვა კიდე ვინმე აწი - წინასწარ) :) ყველას დიდი მადლობა ამ სიცხესა და ხვატში ჩემს მო-საკითხად რომ გამონახეთ დრო :) ილტოსპირელს, დაკარგულს, ალივაკელს, ჭას... (თუ შემოვა კიდე ვინმე აწი - წინასწარ) :) ყველას დიდი მადლობა ამ სიცხესა და ხვატში ჩემს მო-საკითხად რომ გამონახეთ დრო :)
4. ძალიან მიყვარს ეს ამბავი....სულ ველოდები გაგრძელებას....5555555555555 მსვენიერი პროზაიკოსი ხარ, უჩემოდაც იცი....სიამოვნებაა შენი წაკითხვა... ძალიან მიყვარს ეს ამბავი....სულ ველოდები გაგრძელებას....5555555555555 მსვენიერი პროზაიკოსი ხარ, უჩემოდაც იცი....სიამოვნებაა შენი წაკითხვა...
3. კარგად იკითხება! აქ პლიუსი და დაველოდები გაგრძელებას! კარგად იკითხება! აქ პლიუსი და დაველოდები გაგრძელებას!
2. ძალიან კარგი თხრობაა:) სამწუხაროდ წინა თავები არ მაქვს წაკითხული... ძალიან კარგი თხრობაა:) სამწუხაროდ წინა თავები არ მაქვს წაკითხული...
1. 55555 რა კარგია! როგორ მიყვარს, ლევან, შენი ნაწერების კითხვა! და, ალბათ, არც არასოდეს მომწყინდება! გაიხარე, ნიჭიერო ადამიანო! 55555 რა კარგია! როგორ მიყვარს, ლევან, შენი ნაწერების კითხვა! და, ალბათ, არც არასოდეს მომწყინდება! გაიხარე, ნიჭიერო ადამიანო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|