ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2010


მელანცხებული (ნ.ბარათაშვილის სახ. კრებულში ''მერანი'')

                        ვჩუქნი  ჩემს  საყვარელ  და ნიჭიერ  მეგობრებს  ’’მელანცხებულებს’’ :
                                          თ. დევიძეს, თ. ჭელიძეს, ნ. კოდალაშვილს და ი.ბერიას




მდედრი მინდორი მოიფინება მოლაღურებით,
მორცხვი მიზეზი მოაზროვნედ მზერაში მხნედ მაქვს...
მთვარე მანდილებს მომაფარებს მოლამუნებით,
მორინდებული მარჯნისფერით მომიცვა მხრებმა;
მუნჯ მყუდროებას მერამდენედ მირღვევს მელანი,
მარგალიტებსაც მარცვალ-მარცვალ მომითვლის, მალავს...
მოსაღამოვდა, მოვაჭენე მარდი მერანი,
მოვირგე მე-ში მოტკაცუნე მეშვიდე მალა;
მიტევებები მოვითვალე მწიფე მსხლებივით, 
მწუხარებები მეგონა მსვამდნენ მორიდებულად,
მსურდა მეფრინა, მექეიფა მუდამ მსმელივით,
მეც მყვარებოდა - მერე მაინც მომინდებოდა.
მომისმენთ მჯერა, მოშორებით მოსჩანს მსგავსება,
მწირი მოთხრობა მიმიძღვნია მხოლოდ მზისათვის, -
მამსუბუქებდა, მათბობდა, მჭამდა, - მაინც მავსებდა...
მაღლიდან მთხოვეს მიტევება მხდალი მტრისათვის;
მლოცველთან მივალთ, მონასტერში მაცვეს, მაპურეს...
მამული მრწამსით მოვილოცოთ მონანიებით,
მოსიყვარულე მოძღვრის მკლავი მირონს მაპკურებს,
მოგვიბრუნდება მიმოგლეჯილი მიწის მილები...
მერე მინდორნიც მოირთავენ  მკერდებს მე-სავით,
მომღიმარ მერცხლებს მესრებზე მოვსხამ მელოდიურად,
მხატვარ-მიჯნურნი მოაჯირებს მომილესავენ...
მელანცხებული მიმეგობრეთ მარადიულად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს