ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2010


ჩუმი სიყვარული მინდა...(თეას)

                                                              "მთები,მთები,მთები
                                                              დანისლული მთები..."

                                                                                  ლევან ფრუიძე


როგორ მომენატრე ჩემო,
თავსაც არ ვუტყდები მგონი,
შენზე მეფიქრება სულ და...
ოცნებებს გიგზავნი შორით.
მთები გახვეულან ნისლში,
ჩემი გულის დარდებს ვანდობ,
ხატში ავდივარ და შენზე,
ჩემს ჩამოქნილ სანთლებს ვანთებ.
გული მიმძიმდება ჩემო,
შენ როცა არ მყავხარ გვერდით,
რამდენი დრო გასულა, გოგო(ვ)
რაც არ მინახიხარ ჩემთან.
ნისლით იბურება მთები,
გული ისევ შენზე ფიქრობს,
როგორ მომენატრე იცი?
თუ გინდ ამ მთებს დაეკითხე...
ჩუმად მოდი ჩემთან გოგო,
ჩუმი სიყვარული მინდა,
შენს ფიქრებს ვკითხულობ ჩემზე,
ვიცი ჩემთან ყოფნა გინდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები