| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 18 ივლისი, 2010 |
თეთრი გვირაბის მერე კაშკაშა შუქმა მოჭრა თვალი. თითქოს გათენდა და გაღვიძებულს მზემ შემოაჭყიტა თვალებში. ცა იყო ძალიან ლურჯი, დაბლა კი ღრუბლები ჩანდნენ მხოლოდ და ახლაღა გაიგო, რომ ღრუბლებზე სიარული შეიძლება... ღრუბლებზე ბაღებიცაა თურმე - ათასგვარი ხილეულით დახუნძლული და ნაირ-ნაირი ჩიტები გალობენ... ანკარა წყაროებიცაა და ისე შეეჩვია ამას ყველაფერს, თითქოსდა სულ აქ იყო... მერე ერთი, თეთრ თმაწვერიანი, თუმცა ახალაგაზრდა კაცი მოვიდა და უთხრა, მე გამნაწილებელი ვარ, მეტროში უნდა ჩახვიდეო. გაუკვირდა, გიჟი ხომ არა ხარ? მეტროში რა მინდა, შენ თვითონ ჩადიო! იმან, ცოტა სიტყვები შეარჩიე, გიჟის ხმა მესმის, ამ ცუდი სიტყვებისთვის ღმერთთან ჩაგიშვებ და საერთოდ, ნეტა ვიცოდე, ვისი რეკომენდაციით ხარ აქო. - ვა აქაც ჩაშვება? და სად ვარ?! - ვერ ხედავ - ცაში! - აქ რატომ ვარ?! - ამის გარკვევა ჩემს კომპეტენციაში არ შედის! - აბა ვის? - ბევრი გეცოდინება, მალე დაბერდები! – გაეცინა თეთრ თმაწვერას. - რა გაცინებს? - ზუსტად შენ გკითხავ როდის გავიცინო! - მეტროში რა უნდა ვაკეთო?! - გონება გიკარნახებს! - რა ხუმარა ხარ, მოვკვდი სიცილით! - ნუ იტყუები, აწი არ მოკვდები?! - ე. ი. ცაში ვარ?! - კი... - ანუ დედამიწაზე მოვკვდი?! - არ მომკვდარხარ, გარდაიცვალე. - ე. ი. მომხვდა ის დანა? - კი. - ეს ასე პირდაპირ უნდა მომახალო, არ უნდა შემომაპარო?! ექიმი ხომ არ ხარ?! - რა დამღლელი ვიღაცა ხარ რა! მოკლედ გასაგებია, ხვალ მეტროში ჩადიხარ!@ - მოიცა, თუ მოვკვდი, როგორ ვლაპარაკობ?! - დედამიწაზე გონიათ, რომ მოკვდი... ისე ხო ხედავ, რომ არ მომკვდარხარ... ანგელოზი ხარ და ახლა თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთია... - თერთმეტ საათზე და თორმეტ წუთზე ვინ ვიქნები? - ვაა, კარგი, გეტყვი... შენთვის ყოველთვის თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთია! - ვაა, იქნებ და არ მინდა ანგელოზობა? - ერთი მომისმინე, რო დაიბადე, გკითხა ვინმემ თუ გინდაო? - არა, აბა როგორ მკითხავდნენ, დაბადებული არ ვიყავი. - რომ მოკვდი გკითხა ვინმემ, გინდა სიკვდილიო? - არა, არავის უკითხავს? - აქ რომ მოხვდი, გკითხა ვინმემ, თუ გინდა ცაშიო? - არა, არც ეს უკითხავთ. - ხოდა, ხვალ დილით ექვს საათზე მეტროს კარები რომ გაიღება პირველი შენ შეხვალ... - აბა ჩემთვის ყოველთვის თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთიაო? - მე მიწის დროზე გეუბნები! - რატომ მაინც და მაინც მეტრო? - დამიწყე ახლა გამოკითხვა, შენს გარდა გგონია საქმე არ მაქვს? - აუ, შენ ვინა ხარ, ციდან პირდაპირ მიწაში მიშვებ? - წადი...
* * *
აქ ცაში, როგორც მერე მიხვდა, ლაპარაკს არავინ გიშლის, შეუძლია ილაპარაკოს რაც უნდა... იმასაც მიხვდა, რომ ლაპარაკის გარდა, რაიმე სისულელის გაფიქრებაც შეიძლება, მაგალითად ახლა ამ გამნაწილებელზე გაიფიქრა, ტალახში ამოვსვრიდი და მერე სარეცხ მანქანაში ჩავაგდებდი და გავრეცხდიო... თუმცა რა, აქ ცაში არც ტალახია და არც - მით უმეტეს სარეცხი მანქანები...
* * *
რა მოსაწყენია ღამის საათები პირველიდან ექვსამდე - ყველაფერი ცარიელდება, მუშები გამოივლიან მხოლოდ ყვითელი მოსაცმელებით, რომელზედაც ფოსფორის მანათობელი ზოლები აქვთ გადაკრული. ხაზებს ამოწმებენ, დაზიანებულ დეტალებს არემონტებენ... მერე ისვენებენ. უყვარს მათთან ჩამოჯდომა და მათი საუბრის მოსმენა. თითქოს საინფორმაციოს უსმენს, ყველაფერზე ყვებიან, ქალებით დაწყებული, დიდი პოლიტიკით დამთავრებული, შუაში კი აუცილებლად ფეხბურთი - მესის (თითქმის მესხი) ფინტები და საკუთარი ძაღლის მიერ დაკბენილი მარადონა. თან ჩანთებით სახლიდან წამოღებულ ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთულ საჭმელებს მიირთმევენ. ერთმაც ამოალაგა თავისის წილი, მაგრამ არ ჭამდა და რა გჭირსო, ჰკითხეს. მოყვა, გაკვირვებული – სამაგრი იყო მოშვებული, იმას ვამაგრებ, ხოდა სულ დამავიწყდა მორიგე მატარებელს რო უნდა ჩამოევლო, ფიქრებში გავერთე თუ რა იყო და უცებ რაღაც ძალამ ბაქანზე ამაგდო და მაშინ ჩამიქროლა მატარებელმა, მთელი სისწრაფით მოდიოდაო... მგონი რაღაც სამი ღერი თმა მექნებოდა დარჩენილი, ისიც გამითეთრდა (მელოტი იყო), რა შიში ვჭამე, კარგა ხანს მეყოფა, ახლა საჭმელს რა მაჭმევსო. ეტყობა რაღაც მეათე თუ მეთხუთმეტე გრძნობა მაქვს და იმან ამაგდო ბაქანზეო! `ზუსტად მეთხუთმეტე გრძნობამ ააგდო ეს მძიმე უმადური ესაო...~ – გაეცინა.
* * *
დღეს ოთხი ჯიბის ქურდი შენიშნა, დილით პიკის საათი რომ არის, მაშინ იციან ჩამოსვლა ხელში გაზეთებით, ან შავ ცელოფნის პარკში DAჩადებული რაიმე ნივთით – ერთმანეთის ხელები რომ დაფარონ და მგზავრების ჯიბეებიც... ერთად არიან, მაგრამ გარეშე თვალი ვერანაირად ვერ მიხვდება ამას, არ კონტაქტობენ, თვალებით თუ მიანიშნებენ ერთმანეთს რამეს და ასე არჩევენ საკბილოს. კოხტადD ჩაცმულ, მოხუც ქალს ამოუდგნენ ოთხივე მხრიდან... ერთმა ქალს ჩანთა გაუხსნა და საფულე ამოაცალა, ოღონდ ჯიბეში მეორე ამხანაგს ჩაუდო, გვერდით ვინც ედგა. ამან საფულე ისევ მოხუცს ჩაუდო ჩანთაში. ვერც ის ოთხი მიხვდა რამეს და ვერც მოხუცი. გაჩერებაზე ჩამოვიდნენ. თვითონაც გაყვა, ცოტა გავმხიარულდებიო. - აბა ვნახოთ, მდიდარი მოხუცი ჩანდა! `სულელები - კარგად ჩაცმა სულაც არ ნიშნავს, რომ საფულე სავსეა~, - - სად არის? - როგორ თუ სად არის შეჩემა, ჯიბეში ჩაგიდე! - რო ჩამიდე ბიჭო მეც გავიგე, მაგრამ ახლა არ არის! - ნუ ატრაკებ ახლა! - ნუ ბუინობთ ბიჭო, პატრული მოდის! - წამო ერთი, მაღლა ავიდეთ! - წამო! ექსკალატორზე ავიდნენ. თვითონაც გაჰყვა. `მგონი არ შეიძლებაო~, - გაიფიქრა. `არა უშავს, დიდი-დიდი სამსახურიდან მომხსნან. მერე რა, მომხსნან თორემ, მეც პრემიერ-მინისტრი ვარო~, - გაიცინა. ეს ოთხი მეტროდან გამოვიდა, თვითონაც გამოყვა. დედამიწაზე ციდან რო დაბრუნდები, პირველი რაც გაგაკვირვებს სურნელია. იქ ცაში ჰაერს ძალიან მოტკბო სუნი აქვს, თითქოს რომელიღაც ყვავილის, რომელიც თავიდან ძალიან მოგწონს, მაგრამ მერე ისევ მიწის სუნი გენატრება, ოღონდ ამას ცაში ვერ გრძნობ. მეტროში მაზუთის სუნი დგას. ახლა, მიწაზე მიხვდა როგორ მონატრებია დედამიწა, მიწის სუნი. თუმცა ასფალტით და ქვაფენილით დაეხუთათ ირგვლივ მიწა, მაგრამ მაინც მიწის სუნი იდგა და უხაროდა. ის ოთხი ბიჭი გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და იქვე, მეტროს ამოსასვლელთან აშენებული კორპუსის კედელს მოეფარნენ. თვითონაც უნდოდა გზა გადაეკვეთა. უცებ მანქანა უჩერებს. `ბე-ემ-ვე~ - ტაქსი. მძღოლმა - `სად მიდიხარ, წამო წაგიყვანოო!~ გაუკვირდა - `ვა, მხედავო?~ `კიო~, `არსად არ მივდივარო~. `კარგიო~ - იმ ტაქსისტმა და წავიდა, წითელზე გაიარა. უნდა დაეყვირა, რომ ეჯახებიო, ისე გაიარა მანქანამ მანქანაში, თითქოს ფანტასტიკურ ფილმს უყურებდა. დარჩა ასე, გაკვირვებული... ის ოთხიც დაკარგა ამასობაში და ისევ მეტროში დაბრუნდა.
* * *
- შემოეთრიე! - წესიერად მელაპარაკე, თორე შეგტენე ეს შენი ფიწალი! - უი, ეს რა მითხარი... წესიერება მოუნდა! ნახე, რას ბლატაობს ბიჭი! დაიჩოქე, ვირო! - დავაი რა! - არა?! მოდი აბა ერთი, რქები მომფხანე! - მამაშენს მოფხანე! - მოვიდა მათრახი! - უხ, შენი... - ნახე რას ბლატაობს?! მიწაზე გგონია თავი? - აბა სად ვარ? - ვერ მიხვდი? - ჯოჯოხეთში? - აი ჭკვიანი ბიჭი, მიხვედრილი... სკოლაში ალბათ ნიჭიერს და ზარმაცს გეძახდნენ... კუპრს ტემპერატურა ხო არ მოვუმატოთ, რაღაც საღად მეჩვენები... არადა რა კარგად გააგორე ის ბიჭი! კლასს! ვისშიი პილოტაჟ! მომეწონა, ჩემი ფავორიტი ხარ... - არ მინდოდა იმ ბიჭის მოკვლა! - უი, ეს რა მითხარი? არ გინდოდა? დანა კი გლიჯე შიგ გულში... - რას ეჩრებოდა, წასულიყო თავის გზაზე, მოსაკლავს ვკლავდი! მაგრამ მისი მოკვლა არ მინდოდა, მოვუქნიე შეშინდება-მეთქი და ვერ მოვზომე... - იმ კაცს რას ერჩოდი, ვისაც მისდევდი? - ის კაცი არ იყო, ის იყო არაკაცი... ის უნდა იყოს ჯოჯოხეთში! - ანუ შენმა ერთმა ძმაკაცმა წაიყვანა შენი მეორე ძმაკაცის მეუღლე აბანოში... კარგად მაქვს საქმე დედამიწაზე დაყენებული... - შენ საიდან იცი?! - ვიცი, აბა ვინ გაკეთებინებთ ამას, გგონია თვითონ მიხვდა?! ხოდა ჩამოვა ისიც ქვესკნელში, ერთ ქვაბში მოგათავსებთ ორივეს და ითუხთუხეთ! იმ კაცს რას ერჩოდი? - ვინ კაცს! - იმ ტაქსისტს, შენ რომ გაგიტანა, ისიც მოკვდა. იმას გულმა უმტყუნა, კაცი მოვკალიო! მინდოდა ჩემთან ისიც, შევათბობ აგერ ქვაბში-თქო, არ გამატანეს, შენი მოკვლა ცოდვად არც ჩაეთვალა... ხედავ, არც გაფასებდნენ იქ, მიწაზე! სამაგიეროდ აქ მყავხარ პატივში. აბა კუპრის ქვაბი გირჩევნია თუ დავალება? - რა დავალება? - მეტროში ახვალ, იქ ერთი კეთილი სული დაძრწის და ბოროტება ვერ ჩამიდენია. გააუვნებელყოფ, გაიგე? - ვერ გავიგე... - ქვაბში რომ ჩაგაგდებ ისევ, მაშინ გაიგებ! დააბრუნეთ უკან და კუპრს ტემეპერატურა მოუმატეთ! კარი გაიღო და ადამიანის ზომის ორი დიდ ვირთხა შემოვიდა უცებ, ორ ფეხზე იდგნენ და კუდებს მათრახივით ატყლაშუნებდნენ. - ხო კარგი, ჩავალ მეტროში. - და რასაც გეტყვი გააკეთებ... - რამე მაღალი ადგილი ნახე რა! - რატო? - იქედან რო გადმოფრინდე და... - ჰა-ჰა-ჰა... რას მაცინებ, რისი ტრაკი გაქვს, ლაყაფისტი ესა, ფუ, რა ხალხთან მიწევს ურთიერთობა, ლამის ვიტირო! მოკლედ, დავალებას შეასრულებ – დაგაწინაურებ! - დაწინაურება რას ნიშნავს?@ - კუპრის უფრო დიდ ქვაბში მოხვდები, ხალვათად იქნები, რა გინდა ახლა რო ხარ ფეხსაც ვერ ანძრევ, მხრებს გაშლი! - შენ ხო არ უქანავებ? კუპრი კუპრია, არ წავალ! - გაიყვანეთ ეს მძორი, ტემპერატურა მოუმატეთ და აბღავლეთ! … - მოიცა! ხო, კარგი წავალ! - თუ კარგად შეასრულებ დავალებას, მერე შეიძლება კაზინოში გაგიშვა, სტაჟირებაზე: უფასო ბარი, ლამაზი ქალები, ფულები ოხრად... - ანუ ადამიანის სახე მექნება? - ადამიანის სახე მიწაზე რომ იყავი მაშინ დაკარგე! - აბა ვინ ვიქნები? - აარჩიე: ან კოღო იქნები, ანოფელესი და ერთ დღეში მიგასრისავენ ადამიანები ყურზე და უკან დაბრუნდები, ან ვირთხა... სამაგიეროდ მეტი დრო გექნება, სანამ ან მოგწამლავენ ან ხაფანგით დაგიჭერენ! - არსადაც არ წავალ! - ხო, კარგი რა, რა ავარდი, შეგაშინე! კოღოებს და ვირთხებს მისი პატრონი ყავს, სხვა განყოფილებაში არიან! მოკლედ, მეტროში ადიხარ! ქვესკნელის მერე გამონათებაა, მეტი რა გინდა?!
* * *
დღეს ალბათ დასვენების დღეა, ღამის მუშები არ ჩამოსულან. იფიქრა რითი გავერთოო და ლექსის შეთხზვა დაიწყო... უცებ კაცი დაინახა! გაუკვირდა, არავის ელოდა ახლა აქ! თან უფრო ის გაუკვირდა, რომ მიხვდა, ეს კაცი აშკარად მისკენ მოდიოდა, ანუ ხედავდა... კაცს ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ უცებ ვერ გაიხსენა ვინ იყო... - გამარჯობა! - მე მეუბნები? - ხო, შენ... ჩამოვჯდები აქ! - ჩამოჯექი! - რას აკეთებდი? - აი, ლექსს ვთხზავდი! - რა ლექსს? - `სიყვარული მეტროპოლიტენის გვირაბში~, ასე ქვია... - და ვის უნდა წაუკითხო? - რა ვიცი. - აბა მე წამიკითხე! - გაინტერესებს? - ხო, აბა რატო გითხარი~! - კარგი, ლექსი - `სიყვარული მეტროპოლიტენის გვირაბში~: `ღრუბლიან დღეს შენს ჩრდილს მეტროში დავუწყებ ძებნას, არ გაგიკვირდეს ვიპოვი არ გეტყვი როდის, პაემანს გინიშნავ არ მოხველ იქნება გზა აგებნა, ვხედავ შენს მაგივრად ცისფერი პანტერა მოდის! ორნახევარ ფურცელს ზეპირად გეტყვი ასფურცელას ზღაპარს, და მერე შენთვის ტკბილ კანფეტებს შევაჭრი ფოჩებს, მეტროს გვირაბში ლიანდაგზე თუ გნახავ დამჯდარს მოვალ და ჩუმად ყურში გეტყვი: - `ჩაიჩოჩე!~ მორჩა, როგორია? - არ ვიცი, არ მიყვარს ლექსები! - ხო დიდი ვერაფერია, მოწყენილობა მოვკალი? - ვინ მოკალი?! - მოწყენილობა! - მე კიდე კაცი მოვკალი! - ვინ მოკალი? - არ გახსოვარ, ის დანიანი კაცი, შენ რომ გაჩერება გინდოდა, მე ვარ? - ხო, ახლა გიცანი! რას მერჩოდი? - შენ არაფერს, მაგრამ, რას ეკვეხებოდი, რა შენი საქმე იყო, წასულიყავი შენი გზით! - ყვიროდა კაცი მიშველეთ, მკლავენო! - ის კაცი არ არის, არაკაცია! - რა დაგიშავა? - ბიჭო, სამი ძმაკაცი ვიყავით, პურს ერთად ვჭამდით, სასმელს ერთად ვსვამდით და ბოლო კუბ გასაკეთებელსაც ერთად ვიკეთებდით... მერე ერთი ძმაკაცი დაგვიჭირეს... ხოდა იმ არაკაცს, ვისაც მოსაკლავად მივსდევდი, დაჭირული ძმაკაცის ცოლი დაუთვრია და აბანოში წაუყვანია... - რატო? - შენ მთლად დებილი ხარ? რატო და საბანაოდ... - ხო კარგი გავიგე რატომაც, მაგრამ ის ქალი რატო დათვრა და რატო გაყვა... - ბიჭო, ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს კაცს კაცობა უნდა ეყოს ძმაო, თან ვის უკეთებ ბიჭო პოდლობას, შენ ძმას? არ იყო მოსაკლავი?! - ხო შეიძლებოდა გეცემა... - მოიცა რა! იცი რატომ ვარ ახლა აქ? - რატო? - შენს გასანეიტრალებლად, რას აკეთებ ასეთს?! - ისეთს არაფერს... და მე რატო მეუბნები?! - მე ჩემი ცოდვა მეყოფა ძმაო, გარეწარი კი არა ვარ... იმასაც გეტყვი, რატო დავთანხმდი აქ ჩამოსვლაზე თუ ამოსვლაზე: ერთიც იქნება და ხო ჩამოეთესლება აქ ის ახვარი... მაინც მოვკლავ, დიდი-დიდი რამდენიმე გრადუსი მიუმატონ იქ ჩემს ქვაბს!
* * *
ინფორმაცია: დღეს თბილისის ერთ-ერთ მეტროს სადგურში ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდის ფაქტი მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაღუპული მოქალაქე მომავალ მატარებელს ისე უეცრად ჩაუვარდა, რომ მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო. თვითონ მემანქანე თავზარდაცემულია და ამბობს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უეცრად ვიღაცამ ხელი კრა ამ კაცს, თუმცა იმ მომენტში მის სიახლოვეს არავინ იდგაო, ხოლო ბაქანზე მდგომი მგზავრები ამბობენ, რომ მოესმათ სიტყვა `მიშველეთ~ თუ `მშვიდობით~... კარგად ვერ გავარკვიეთ, ალბათ უფრო `მშვიდობით~, ანუ ამ სიტყვებით ის ემშვიდობებოდა თავის ნაცნობ-მეგობრებს და ოჯახის წევრებსო....
* * *
- ჩემი მისია ამოწურულია! - ალბათ ჩემიც, ხელი ვერ შეგიშალე... - ისე გამოდის, რომ შენ გადააგდე ის კაცი, იმიტომ რომ ხელი მე შენ გკარი წინ რომ მეღობებოდი, შენ კი მას დაეჯახე, ლამის თანამონაწილე ხარ! - მე იმ კაცის გადარჩენა მინდოდა! - შავები ხო არ გინდა ახლა ჩაიცვა! მაგ კაცმა სულში ჩამაფურთხა და მიიღო რისი ღირსიც იყო! - ხო, მაგრამ შენ არ ხარ მოსამართლე! - არ იყო საჭირო მოსამართლე! თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი! - შენს თავს დააბრალე, მაგარი ძმაკაცი გყოლია! - ამაზე ვგიჟდები ტო, ეს რა გაგვიკეთა, რომ გამოვიდოდა ის კაცი სვაბოდაზე, რა უნდა მეთქვა, ხო მკითხავდა, ის ახვარი რომ ამას აკეთებდა, შენ რა ქენიო? - არ ვიცი... - მგონი არავის ვახსენდებით! წავიდეთ ზემოთ! ცუდია, რომ იქ მიწაზე არ გიცნობდი! ლუდს დალევდა ახლა კაცი პარაპეტებთან! ხო წამოხვალ? - წამოვალ, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვინახავენ და ხო არ მოვიპარავთ! მოდი, ისე ჩავიაროთ და შევხედოთ! - მოიცა რა, ორი ლიტრა ლუდი არ დააქცევთ, მივიდეთ და ავიღოთ, ვითომ დაქცევიათ... - შენ რა, ლექსების წერა დაიწყე? - რა ლექსები? - `მოიცა რა, ორი ლიტრა ლუდი არ დააქცევთ, მივიდეთ და ავიღოთ, ვითომ დაქცევიათ~ - ლექსია, მეტი რა გინდა! - ვა, მაგარია, ლექსების წერაც დამიწყია! აბა წავედით! … - კარგი, წავიდეთ...
* * *
- უფ, კარგია მიწა! - ხო! - აი ახლა ის ტაქსი გაგვიჩერებს! - არ არსებობს! - რა არ არსებობს! - ეს ტაქსი დამეჯახა შენ რომ შემომაკვდი, მერე იმ კაცისთვის გულს დაურტყამს! მართლა გაააჩერა ტაქსმა, მძღოლი გადმოვიდა, უხმოდ ტიროდა, ცრემლები ღვარ-ღვარად მოდიოდა: `მაპატიე ძმაოო~, - ძლივს ლუღლუღებდა. - მორჩი რა თუ ძმა ხარ, არ მიყვარს ეს ცრემლები და ტრაური! სანაპიროზე ხო ჩაგვიყვან... - ე. ი. მაპატიე... - კი, ოღონდ უნდა პარაპეტებთან მიგვიყვანო! ლუდს ხო დალევ! - დავლევ! - აბა წავედით... `სამი ლიტრა ლუდიც არ დააქცევთ, მივიდეთ და ავიღოთ, ვითომ დაქცევიათ...~ - რა მაინტერესებს, საათი რომელია ახლა? - გეჩქარება სადმე?! - არა, მაგრამ მაინც! - თერთმეტი საათია და თერთმეტი წუთი...
25.04.2010 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. წაკითხული მქონდა ეს,ძალიან მომწონს წაკითხული მქონდა ეს,ძალიან მომწონს
18. ..
ხალვათად იქნები.. :)
5! ..
ხალვათად იქნები.. :)
5!
17. კარგი ხარ ლევან!!! მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ ლევან!!! მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!!
16. მე ძალიან მომეწონა! ბრავო!:) მე ძალიან მომეწონა! ბრავო!:)
15. კარგია ლევან ,საინტერესო და მაღთლა კარგად წერ. კარგია ლევან ,საინტერესო და მაღთლა კარგად წერ.
14. ნეტა იცოდე რა სიამოვნებით გკითხულობ :)
"იქ ცაში ჰაერს ძალიან მოტკბო სუნი აქვს, თითქოს რომელიღაც ყვავილის, რომელიც თავიდან ძალიან მოგწონს, მაგრამ მერე ისევ მიწის სუნი გენატრება"...
ყველაზე მეტად ამ მონატრების მეშინია სიკვდილში... :(
და ეს ჯოჯოხეთის სცენები რა კარგად გაქვს აღწერილი?! ეს გრადუსების აწევ დაწევაა?! :D მაგარი ხარ მოკლედ :) :-* 555! ნეტა იცოდე რა სიამოვნებით გკითხულობ :)
"იქ ცაში ჰაერს ძალიან მოტკბო სუნი აქვს, თითქოს რომელიღაც ყვავილის, რომელიც თავიდან ძალიან მოგწონს, მაგრამ მერე ისევ მიწის სუნი გენატრება"...
ყველაზე მეტად ამ მონატრების მეშინია სიკვდილში... :(
და ეს ჯოჯოხეთის სცენები რა კარგად გაქვს აღწერილი?! ეს გრადუსების აწევ დაწევაა?! :D მაგარი ხარ მოკლედ :) :-* 555!
13. თავი კინოში მეგონა...ისე ცოცხლად ხატავ ყველაფერს...და აუცილებლად გააგრძელე, ძალიან გთხოვ....ეს სარომანე თემაა, მეგობარო.....:) თავი კინოში მეგონა...ისე ცოცხლად ხატავ ყველაფერს...და აუცილებლად გააგრძელე, ძალიან გთხოვ....ეს სარომანე თემაა, მეგობარო.....:)
12. ადამიანის სახე მიწაზე რომ იყავი მაშინ დაკარგე!
ბიჭო, ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს კაცს კაცობა უნდა ეყოს ძმაო,
ძალიან...ძალიან მომეწონა...5555555 ლევან რა კარგად წერ...სიუჟეტიც რა კარგია...:-* ადამიანის სახე მიწაზე რომ იყავი მაშინ დაკარგე!
ბიჭო, ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს კაცს კაცობა უნდა ეყოს ძმაო,
ძალიან...ძალიან მომეწონა...5555555 ლევან რა კარგად წერ...სიუჟეტიც რა კარგია...:-*
11. ძალიან კარგად წერ, მიყვარს შენი ნაწარმოებების კითხვა. უსაზღვრო ფანტაზია გაქვს. მოგიკითხე. ძალიან კარგად წერ, მიყვარს შენი ნაწარმოებების კითხვა. უსაზღვრო ფანტაზია გაქვს. მოგიკითხე.
10. კარგია ლევან მომეწონა+777 და მოკითხვა:);) კარგია ლევან მომეწონა+777 და მოკითხვა:);)
9. როგორ მიხარია ხოლმე თქვენს ახალ ნაწერს რომ ვხედავ, ნეტავ, იცოდეთ :) ადრეც გითხარით, დუმბაძეს მაგონებთ-მეთქი და ახლაც გავიმეორებ :) როგორ მიხარია ხოლმე თქვენს ახალ ნაწერს რომ ვხედავ, ნეტავ, იცოდეთ :) ადრეც გითხარით, დუმბაძეს მაგონებთ-მეთქი და ახლაც გავიმეორებ :)
8. აუუუუუუ ძალიან ძალიან მაგარია :) იმდენად შევიჩერი რო რო დამთავრდა საშინელი გრძნობა დამეუფლა...კიდე მინდაა :)
555555555555 აუუუუუუ ძალიან ძალიან მაგარია :) იმდენად შევიჩერი რო რო დამთავრდა საშინელი გრძნობა დამეუფლა...კიდე მინდაა :)
555555555555
7. ლევან მოგიკითხე...წავიკითხავ ხვალ...მინდა რომ კარგად ვისიმოვნო...:) ეხლა დაღლილი ვარ...:-* ლევან მოგიკითხე...წავიკითხავ ხვალ...მინდა რომ კარგად ვისიმოვნო...:) ეხლა დაღლილი ვარ...:-*
6. მაგარი ნაწარმოებია და შენ გაიხარე იმ სიამოვნებისათვის ეხლა რომ განვიცადე
+2 მაგარი ნაწარმოებია და შენ გაიხარე იმ სიამოვნებისათვის ეხლა რომ განვიცადე
+2
5. მოგვატარეთ ზეცაც და ჯოჯოხეთიც და დამაფიქრეთ - ნეტავ, რამდენგრადუსიანი ქვაბი მელოდება თუ... შეიძლება იქ, ღრუბლებზე - "ღრუბლებზე ბაღებიცაა თურმე - ათასგვარი ხილეულით დახუნძლული და ნაირ-ნაირი ჩიტები გალობენ..." კარგად წერთ! (თქვენი "წარმოდგენები" შესანიშნავია...) მოგვატარეთ ზეცაც და ჯოჯოხეთიც და დამაფიქრეთ - ნეტავ, რამდენგრადუსიანი ქვაბი მელოდება თუ... შეიძლება იქ, ღრუბლებზე - "ღრუბლებზე ბაღებიცაა თურმე - ათასგვარი ხილეულით დახუნძლული და ნაირ-ნაირი ჩიტები გალობენ..." კარგად წერთ! (თქვენი "წარმოდგენები" შესანიშნავია...)
4. კარგად წერთ, ახლახან სხვა საიტზე წავიკითხე და დავაპლიუსე! კარგად წერთ, ახლახან სხვა საიტზე წავიკითხე და დავაპლიუსე!
3. მადლობა თამარ ... გუშინდელი დღე რომ გვაჩუქე თქვენ და ჭამ კიდე ამისთვისაც დიდი მადლობაა :) არასდროს დამავიწყდება, სხვათაშორის პირველა ვიყავი მოწამეთაშიც და ბაგრატი ტაძარშიც კიდევ ერთხელ მადლობაა :) მადლობა თამარ ... გუშინდელი დღე რომ გვაჩუქე თქვენ და ჭამ კიდე ამისთვისაც დიდი მადლობაა :) არასდროს დამავიწყდება, სხვათაშორის პირველა ვიყავი მოწამეთაშიც და ბაგრატი ტაძარშიც კიდევ ერთხელ მადლობაა :)
2. მადლობა თამარ ... გუშინდელი დღე რომ გვაჩუქე თქვენ და ჭამ კიდე ამისთვისაც დიდი მადლობაა :) არასდროს დამავიწყდება, სხვათაშორის პირველა ვიყავი მოწამეთაშიც და ბაგრატი ტაძარშიც კიდევ ერთხელ მადლობაა :) მადლობა თამარ ... გუშინდელი დღე რომ გვაჩუქე თქვენ და ჭამ კიდე ამისთვისაც დიდი მადლობაა :) არასდროს დამავიწყდება, სხვათაშორის პირველა ვიყავი მოწამეთაშიც და ბაგრატი ტაძარშიც კიდევ ერთხელ მადლობაა :)
1. უუფ, ცრემლები მომდიოდა და ისე ვკითხულობდი. ძალიან კარგად წერ, ლევან! გაიხარე! 5 უუფ, ცრემლები მომდიოდა და ისე ვკითხულობდი. ძალიან კარგად წერ, ლევან! გაიხარე! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|