ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


მიყვარხარ!..

არ დამჭირდება
შემიყვარდე ამაზე მეტად,
ამაზე მეტი
ვერც იქნება ეს გრძნობა რადგან,
არ დავიღლები
არასოდეს ფიქრით და წერით,
სირთულისაგან
არ მჩვევია რადგანაც დაღლა.

მე შემიძლია
არასოდეს ვიფიქრო შენზე,
თუმცა მართალი
არ ვიქნები საკუთარ თავთან,
საიდუმლო ხარ,
ლექსისთვის რომ გამოვიგონე,
საიდუმლო ხარ,
ჩემს თავთანაც კი რომ ვერ გავთქვამ.

სასაცილოა
და საწყენი ცოტათი მგონი,
გასაკვირიც კი -
ვაღიარო რაც უნდა ახლა, 
ამ სიყვარულით გადატვირთულ
ფრაზებს და სიტყვებს,
ადრესატი რომ...
ადრესატი საერთოდ არ ჰყავთ.

ლიკა ოხანაშვილი
26.07.2010


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები