 | ავტორი: მ.ე__ ჟანრი: პოეზია 30 ივლისი, 2010 |
შესანიშნავი საღამოა, ზეცაც დიდია. ჭრიჭინა აქვე, ყურის ძირში მღერის არიებს. მიკვირს, სიცოცხლე ამოდენი სად დაიტია ბუნებამ, ჭკუას ხან თვითონ, ხან ჩვენ რომ ვარიგებთ... ქანაობს პაპას დაკიდული (არც ისე სანდო თოკებზე) ერთი პაწაწინა, ვიწრო ფიცარი. ვზივარ და ვფიქრობ: აქ რა მინდა, საერთოდ ვინ ვარ?... ან ეს მოხუცი დედაბერი, ჩემი ვინ არის?... ვიხსენებ, ზუსტად ამ მოხუცმა მითხრა ამასწინ, უკვე იწყებსო ვეება მთვარე დაქუცმაცებას. ამიტომ გვიან ამოდისო, და დიდ ხანს ბნელა, და ასეთ ბნელში, დედაოა გარეთ, აცეცებს თვალებს, დაეძებს სამკურნალო რაღაც ბალახებს. იქვე, ათ მეტრში, ტურები და მგლები ყმუიან. მერე კი როცა ვნერვიულობ, ვეღარ ვწყნარდები, ის მშვიდი სახით შემომძახებს, ღობის ყურიდან: მოვედი თამარ... ვმშვიდდები და ვიცინი უკვე, ჩემი მოხუციც შემომცინის, თვალებში მკოცნის. ზის საქანელა, მე ვკიდივარ თოკზე, ვქანაობ, ვუსმენ დედაოს, და ვაგებებ მდუმარე ქოშინს. უკვე აღარ ჩანს მწვანე შუქი, ჭრიჭინა ჩვენი. ახლა არიებს შეუსრულებს ალბათ მეზობელს. და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
__თამუნია__
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი განწყობაა! კარგი განწყობაა!
17. როგორ არ გამეცინოს :D როგორ არ გამეცინოს :D
16. ++ მაგრამ პროზაა აშკარად ++ მაგრამ პროზაა აშკარად
15. ვზივარ და ვფიქრობ: აქ რა მინდა, საერთოდ ვინ ვარ?... ან ეს მოხუცი დედაბერი, ჩემი ვინ არის?... es xo mazoxisturi shekitxvebia sakutar tavtan? _mec xshirad vusvam sakutar tavs am shekitxvas ise: leqsi momecona, simshvide moaqvs:) ვზივარ და ვფიქრობ: აქ რა მინდა, საერთოდ ვინ ვარ?... ან ეს მოხუცი დედაბერი, ჩემი ვინ არის?... es xo mazoxisturi shekitxvebia sakutar tavtan? _mec xshirad vusvam sakutar tavs am shekitxvas ise: leqsi momecona, simshvide moaqvs:)
14. მაგარრრ :-* მომენატრეე თამუნიააა :-* :-* მაგარრრ :-* მომენატრეე თამუნიააა :-* :-*
12. ძალიან კარგია, თამუნია! ყოჩაღ! ეს ახალი სიტყვაა შენს შემოქმედებაში! 5 ძალიან კარგია, თამუნია! ყოჩაღ! ეს ახალი სიტყვაა შენს შემოქმედებაში! 5
11. მოიტანა შენი სოფლის ჰაერი. ყოჩაღო!:-*
''ათ მეტრში'' ნამეტანი ცოტა არაა?! 100 მაინც გეთქვა, შე ქალო.
მოიტანა შენი სოფლის ჰაერი. ყოჩაღო!:-*
``ათ მეტრში`` ნამეტანი ცოტა არაა?! 100 მაინც გეთქვა, შე ქალო.
10. როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
ვახ თამუ წერის ახალი სტილი.რამდენი ხანია შენი ახალი ლექსები არ წამიკითხავს.ხოდა მომეწონა,ბოლო სამი ხაზი ყველაფერს ამბობს!!!! :-* როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
ვახ თამუ წერის ახალი სტილი.რამდენი ხანია შენი ახალი ლექსები არ წამიკითხავს.ხოდა მომეწონა,ბოლო სამი ხაზი ყველაფერს ამბობს!!!! :-*
9. და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
+5!!! და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
+5!!!
8. მშვენიერი ლექსია. მომეწონა ძლიერ! 555 მშვენიერი ლექსია. მომეწონა ძლიერ! 555
7. პირველ რიგში მადლობა. მერე, ჩემი ეზოა ეს. მონასტერი არა, სამწუხაროდ. დედაო დეიდაჩემია. ჰოდა ასეა :) პირველ რიგში მადლობა. მერე, ჩემი ეზოა ეს. მონასტერი არა, სამწუხაროდ. დედაო დეიდაჩემია. ჰოდა ასეა :)
6. ნოსტალგიური განწყობა მოაქვს ლექსს...მომეწონა ძალიან...5555 ნოსტალგიური განწყობა მოაქვს ლექსს...მომეწონა ძალიან...5555
5. და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
რაღაც მონასტრის სიშვიდე და ცხოვრებისეული სითბო ვიგრძენი აქ... :) თუ ვცდები? :) :-* და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
რაღაც მონასტრის სიშვიდე და ცხოვრებისეული სითბო ვიგრძენი აქ... :) თუ ვცდები? :) :-*
4. თამო ძალიან მიყვარხარ :-* ასეთი რომ ხარ აი ამიტომ :-* შემოგევლე :-* თამო ძალიან მიყვარხარ :-* ასეთი რომ ხარ აი ამიტომ :-* შემოგევლე :-*
3. კარგია,მომეწონა
და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
2 რულსმანი შენ :-* კარგია,მომეწონა
და მერე ისევ გავიკვირვებ, როგორ დატია ბუნებამ ზეცა, ასე დიდი, გულის ფერდობზე...
2 რულსმანი შენ :-*
2. როგორ მომენატრა ეს გოგო :* რა საყვარელი ლექსი დაგიწერია... თბილი და მშვიდი. როგორ მომენატრა ეს გოგო :* რა საყვარელი ლექსი დაგიწერია... თბილი და მშვიდი.
1. კარგი გოგო ხარ კარგი გოგო ხარ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|