ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2010


ლექსი ხარ

სხივებს დაეფანტათ სითბოს ნამცეცები,
აღარ იკარებენ ხელებს,განაციებს.
ბრმები სიბნელეში თვალეს აცეცებენ,
ვიცი,ამ ღამესაც მშვიდად გავაცილებ.
ახლა ყოველი დღე გრძნობებს ვამარხულებ
რწმენა ლექსების  რომ მტკიცედ ჩავუნერგო,
მათ და გახდებიან თვალით არნახული,
ცები ამდენია,ერთიც აღარ მერგო.
ბედი ხომ უმართლებთ მეტად არამზადებს,
მე კი ფანტაზიაც თითქოს ვეღარ მიცავს,
როცა ასაფრენად ფრთები გავამზადე,
უფრო მიმიზიდა ტანით დედამიწამ.
მასთან წყენა იყო,ახლა ომებია,
ვგრძნობდი,სიმაღლეებს მთხოვდნენ სართულები,
მივხვდი,რომ აქამდე წერა მდომებია,
გწერ და წლები საქმეს აღარ მირთულებენ.
უკვე ყველა სიტყვა თვითონ ირითმება,
შენში და ერთმანეთს ცვლიან ამინდები.
თავი დაიმკვიდრა ჩემში არითმიამ,
მე და უშენობა?ფიქრიც არ მინდება.
ქვებიც აღარ ყრია გზებზე უგანცდებოდ,
წამებს აღარ ვითვლი,დროა თეთრწვერება.
მის გრძელ საზღვრებს მხოლოდ ლექსი თუ გაცდება,
გწერ და მერე უფრო მეტად მეწერება.



                                                06.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები