 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2008 |
მე კარგად ვიცი შენი წარსული და მომავალი რადაც გაშინებს, რომ ვნებათხარჯვა წრეგადასული უმანკობას ვერ მიგაშვილებს. შენთვის უცხოა გედის ოცნება, არ გელის ზეცა ცოდვიან სტუმარს, შენდობის დრო და პატიოსნება როცა შენს სახელს ეტყვიან უარს; ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი, რას უზამ მერე სულს ასე სნეულს, როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს. დამენანები, რა გზით მიდიხარ, დანაცრებული ღადარით თვალში, დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ, როცა სათუთად მიყვარდი მაშინ; როცა გიწოდე მუზის ასული, ეხლა ის გრძნობა რად გაიყინა სად გაიყიდა შენი წარსული, ან მომავალი სად გაიყიდა. ან აქ რად მოხველ.... რად გინდა ღმერთი?! ხატებს აჩვენო ცოდვები ქმნილი, რომ ხარ ლამაზი მარიონეტი სხვისი ვნებისთვის გამოგონილი... და გული ეხლა,ოჰ, არა იებს, სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებს მკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებს და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს. მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს, თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს, რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებს ვეღარასოდეს ეტყვიან უარს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ერთერთი საყვარელი ლექსია ჩემი ერთერთი საყვარელი ლექსია ჩემი
24. დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ, როცა სათუთად მიყვარდი მაშინ; 5 დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ, როცა სათუთად მიყვარდი მაშინ; 5
23. 55555555555555 55555555555555
22. და გული ეხლა,ოჰ, არა იებს, სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებს მკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებს და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს. მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს, თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს, რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებს ვეღარასოდეს ეტყვიან უარს.
უმაგრესია! ყოჩაღ! 5 და გული ეხლა,ოჰ, არა იებს, სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებს მკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებს და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს. მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს, თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს, რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებს ვეღარასოდეს ეტყვიან უარს.
უმაგრესია! ყოჩაღ! 5
21. ძალიააააან :) ძალიააააან :)
20. აუ რა მაგარიაააააააააააა აუ რა მაგარიაააააააააააა
19. მომეწონაააა :) მომეწონაააა :)
18. ლევანს გაუმარჯოს... ნაღდ პოეტს და ძმას... 5 რასაკვირველია...
კახეთში როდის ჩამოვიდეთ?:)
ლევანს გაუმარჯოს... ნაღდ პოეტს და ძმას... 5 რასაკვირველია...
კახეთში როდის ჩამოვიდეთ?:)
17. მე მაპატიეთ ვერ მივხვდი რამ გამოიწვია აღფრთოვანება. მეოთხე ხაზში უკვე ამოვარდნაა - უმანკობას ვერ მიგაშვილებს
შემდეგ ბანალური - გედის ოცნება,
როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
ეს ფრაზა საერთოდ: და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს
და კიდევ რამდენიმე...
ლექსი ბანალური და გაუმართავია. პაივისცემით მე მაპატიეთ ვერ მივხვდი რამ გამოიწვია აღფრთოვანება. მეოთხე ხაზში უკვე ამოვარდნაა - უმანკობას ვერ მიგაშვილებს
შემდეგ ბანალური - გედის ოცნება,
როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
ეს ფრაზა საერთოდ: და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს
და კიდევ რამდენიმე...
ლექსი ბანალური და გაუმართავია. პაივისცემით
16. ძალიან ძალიან ძალიან! ძალიან ძალიან ძალიან!
13. ძალიან, ძალიან ლექსი ;;)
5 რასაკვირველია ძალიან, ძალიან ლექსი ;;)
5 რასაკვირველია
11. სრულებით ვეთანხმები ბუბუს.......:) სრულებით ვეთანხმები ბუბუს.......:)
10. 5 ძალიან ცოტაა, მაგრამ სიმბოლურად დავწერ, რისი დაწერაც შემიძლია მაქსიმუმია :) თქვენ გახდით, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი ამ საიტზე 5 ძალიან ცოტაა, მაგრამ სიმბოლურად დავწერ, რისი დაწერაც შემიძლია მაქსიმუმია :) თქვენ გახდით, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტი ამ საიტზე
9. ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი, რას უზამ მერე სულს ასე სნეულს, როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
მაგარია! 10 ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი, რას უზამ მერე სულს ასე სნეულს, როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
მაგარია! 10
8. ნაღდი პოეტი. ასეთი კაცის არსებობა ამ საიტზე დიდი პატივია და აქ დაწერილი 5 ქულის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნება იგივე ვაკადრო სხვასაც :) ნაღდი პოეტი. ასეთი კაცის არსებობა ამ საიტზე დიდი პატივია და აქ დაწერილი 5 ქულის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნება იგივე ვაკადრო სხვასაც :)
7. მაგარია ძაან ეს კაცი. 5 მაგარია ძაან ეს კაცი. 5
6. 5:) პირადიც ნახე დამომიკითხე ქიზიყელები:) 5:) პირადიც ნახე დამომიკითხე ქიზიყელები:)
5. მომეწონა მეც და კიკიევნასაც ძალიან! მომეწონა მეც და კიკიევნასაც ძალიან!
4. ,,შენ გაირყვნები,აშკარა არი, ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.."და ა.შ.(თუ სწორად მახსოვს.)
მაგ ლექსთან ძალიან იდენტური პასაჟებია,მარა ესეც კაია.
5 ,,შენ გაირყვნები,აშკარა არი, ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.."და ა.შ.(თუ სწორად მახსოვს.)
მაგ ლექსთან ძალიან იდენტური პასაჟებია,მარა ესეც კაია.
5
3. როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
ცოტას წაიგრიშაშვილებს ლევან ;) და 10 ქულა, ნამდვილ პოეტს, ყველა მოპოეტოს ჯინაზე ;;) როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
ცოტას წაიგრიშაშვილებს ლევან ;) და 10 ქულა, ნამდვილ პოეტს, ყველა მოპოეტოს ჯინაზე ;;)
2. ვასრულებ ნეკერას თხოვნას.:D ვასრულებ ნეკერას თხოვნას.:D
1. ძალიან მომწონს შენი ლექსები :)
ვგიჟდები, მართლა :) ძალიან მომწონს შენი ლექსები :)
ვგიჟდები, მართლა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|