ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2010


პრელუდია ნაწარმოებისთვის ( ორსული აქლემი –2 )

აი, აფეთქდა!...  აფორიაქდა აეროპორტი,
ბაღლინჯოები ბაღში გაურბიან  ბედნიერ ბაყაყს...
ხოლო ბრიყვები, გაუშვებენ ბუნდოვან ბუშტულებს ცაში,
ცოკოლები სასაფლაოზე ერთმანეთს ცრემლმორეულნი დაერევიან...

ამოვიხვნეშეთ ,ამოვტუმბეთ  ნაღველი ჩვენში,
ამინდმა ისევ ჩამოწელა მზე–მკერდი ცაზე,
ბუნდოვანია მომავალი ... შემდეგ ვინ გვესვრის?...
რუსეთი ისევ ?... თუ ერთმანეთს    ჩვენ  თავად გავწყვეტთ...

21–საუკუნის ფეოდალები,
ჯიპებში ძლივს რომ ჩასტენიან ცხიმიან ტრაკებს,
ერთი ბომბი და სასურველია  რომ ამჯერად  ვაკუუმური !..
საპონი მაინც ხომ გვექნება უფასოდ  ასე ?...

გაქცევა მინდა !...
სჯობს ვიწმინდო ემიგრანტის ცრემლები მწარე,
და ვეგდო სადმე , მეორადი ტანსაცმელივით,
თორეემ .... ვერ ვითმენ ,ლამისაა დანა გავთხარე-
იმ იდიოტებს, ყველაფერი რომ შემაჯავრეს,
სამშობლოს ჩათვლით ......

P. S.

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის , დნება,
სიო არ მაქვს,
მაქვს სარკმელი,
მაქვს დათბობა გლობალური,
ვნერვიულობ , აი ასე,
მე , სერგეი  ნეველი....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები