 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 22 ივლისი, 2008 |
ასე უბრალოდ და გასაგებად თავს გაიმართლებ წყევლისგან მყისვე, თუ მოსახდენი დღეს არ მომხდარა ხვალე მოხდება ასე თუ ისე. ალბათ რამდენჯერ მუზამტკივანმა, უძილო ღამით თვალი აივსე, მერე კი მაინც, გინდა თუ არა, ჩაგძინებია ასე თუ ისე. ჩაგძინებია, მაგრამ უმალვე, სიცხადის ეტლი, ცრუ და მერყევი, შეგატორტმანებს და ბურანიდან ასე თუ ისე გამოერკვევი. გამოიღვიძებ, ზეცის ანთებას იგრძნობ და გრძნობაც იყოს დღეგრძელი, რომ სინანული და პატიება ასე თუ ისე მაინც შესძელი. არ ამიტირდე, არა ღმერთმანი თუ ამ სიტყვებით გაგაგულისე, არაფერია, ჩვენ ერთმანეთის ბევრი რამ ვიცით ასე თუ ისე. ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ, ამად ვჩუმდები ისევ და ისევ, სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ, და არც მე ვტყუი ასე თუ ისე. ღმერთმა გიშველოს! უღრუბლო სახით სულ იზამბახე და იმაისე; ასე თუ ისე ხომ მაინც მოველ, ხომ მაინც შეგხვდი ასე თუ ისე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მაგარი ხარ ლევან, ძალიან მაგარი! 5555555555555555 მაგარი ხარ ლევან, ძალიან მაგარი! 5555555555555555
22. +2 ეს ლექსი ვიცოდი, ვიდეო ვნახე, კარგი პოეტი ხართ :) +2 ეს ლექსი ვიცოდი, ვიდეო ვნახე, კარგი პოეტი ხართ :)
21. ნამდვილად ,,უბრალო'', გასაგები და ლამაზი ლექსია, სწორედ ამ უბრალოებაში ჩანს, რომ ლექსი გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ა ნამდვილად ,,უბრალო``, გასაგები და ლამაზი ლექსია, სწორედ ამ უბრალოებაში ჩანს, რომ ლექსი გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ა
20. ძალიან მომეწონა
ძალიან მომეწონა
17. ასე თუ ისე ....აწი გვერდს ვეღარ ავუვლი შენს სახელს:) ასე თუ ისე ....აწი გვერდს ვეღარ ავუვლი შენს სახელს:)
16. ხომ მაინც შეგხვდი ასე თუ ისე : ) 5 ხომ მაინც შეგხვდი ასე თუ ისე : ) 5
15. უფრო ასე... 5 უფრო ასე... 5
14. ასე თუ ისე კარგი ლექსია შენივე, სხვები უკეთესებიც წამიკითხავს, მაგრამ ესეც კარგია
5 ქულა ასე თუ ისე კარგი ლექსია შენივე, სხვები უკეთესებიც წამიკითხავს, მაგრამ ესეც კარგია
5 ქულა
12. ორიგინალურია !!!... ორიგინალურია !!!...
11. შეგიძლია დადო. შეგიძლია დადო.
10. მოკლედ აქ კომენარებს აღარ ვდებ.საერთო მეგობარს მოკითხვას გდავცემ.მგონის არაა ქალაქში. შენს ლექსებს რაც იმ წიგნშია ყველას ვიცნობ .ძალიან კარგი პოეტი და ადამინი ხარ.'ძალიან მომწონს შენი ლექსები და რომლის დადება გთხოვო აღარც კი ვიცი. გია გარსევანიშვილმა მოგიძღვნა მგონის რამდენიმე ლექსი ხო?დავდო აქ? მოკლედ აქ კომენარებს აღარ ვდებ.საერთო მეგობარს მოკითხვას გდავცემ.მგონის არაა ქალაქში. შენს ლექსებს რაც იმ წიგნშია ყველას ვიცნობ .ძალიან კარგი პოეტი და ადამინი ხარ.`ძალიან მომწონს შენი ლექსები და რომლის დადება გთხოვო აღარც კი ვიცი. გია გარსევანიშვილმა მოგიძღვნა მგონის რამდენიმე ლექსი ხო?დავდო აქ?
9. არ ამიტირდე, არა ღმერთმანი თუ ამ სიტყვებით გაგაგულისე, არაფერია, ჩვენ ერთმანეთის ბევრი რამ ვიცით ასე თუ ისე. ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ, ამად ვჩუმდები ისევ და ისევ, სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ, და არც მე ვტყუი ასე თუ ისე.
ძალიან მომეწონა! შენი რეგულარული მკითხველი გავხდი! 10... არ ამიტირდე, არა ღმერთმანი თუ ამ სიტყვებით გაგაგულისე, არაფერია, ჩვენ ერთმანეთის ბევრი რამ ვიცით ასე თუ ისე. ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ, ამად ვჩუმდები ისევ და ისევ, სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ, და არც მე ვტყუი ასე თუ ისე.
ძალიან მომეწონა! შენი რეგულარული მკითხველი გავხდი! 10...
8. ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ, ამად ვჩუმდები ისევ და ისევ, სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ, და არც მე ვტყუი ასე თუ ისე.
ლევან :)
ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ, ამად ვჩუმდები ისევ და ისევ, სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ, და არც მე ვტყუი ასე თუ ისე.
ლევან :)
7. მშვენიერი... 5
ეს ადგილი, თითქოს, ცოტა ვერ, ტავტოლოგია აუხეშებს: იგრძნობ და გრძნობაც იყოს დღეგრძელი
პატივისცემით ;;) მშვენიერი... 5
ეს ადგილი, თითქოს, ცოტა ვერ, ტავტოლოგია აუხეშებს: იგრძნობ და გრძნობაც იყოს დღეგრძელი
პატივისცემით ;;)
5. ბევრ ლექსს რითმაც აქვს და აზრიც... მაგრამ რომ წავიკითხავ მაინც არ მომწონს. არის კიდევ რაღაც, რასაც ვერ ვხსნი, რაღაც ბუნებრივი უნდა იდოს ლექსში.. რომ გამოვიდეს ლექსი. აი ეგ დევს შენს ლექსებში. ბევრ ლექსს რითმაც აქვს და აზრიც... მაგრამ რომ წავიკითხავ მაინც არ მომწონს. არის კიდევ რაღაც, რასაც ვერ ვხსნი, რაღაც ბუნებრივი უნდა იდოს ლექსში.. რომ გამოვიდეს ლექსი. აი ეგ დევს შენს ლექსებში.
4. სასიამოვნოა ...იგრძნობა ინდივიდი არ დავიზარებ შემოგივლი ხოლმე ...გაიხარე 5 მოსულა სასიამოვნოა ...იგრძნობა ინდივიდი არ დავიზარებ შემოგივლი ხოლმე ...გაიხარე 5 მოსულა
3. ღმერთმა გიშველოს! :) ასე თუ ისე... :)
ისა,ხო ფრიადი...:)
ღმერთმა გიშველოს! :) ასე თუ ისე... :)
ისა,ხო ფრიადი...:)
2. მომწონს შენი ლექსები :) მომწონს შენი ლექსები :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|