წერილი პირველი
სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ. ვიცი, შენც სადღაც ჩემგან შორს ფიქრებით დამძიმებული წერ წერილებს არარსებულ მეგობარს.... და ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს მეგობარი მე ვარ... არა, უფრო სწორად იცი და მაინც ჯიუტად არარსებულს მიწოდებ. ამ ღამესავით მრუმეა ჩემი ოცნება და ნიკაპთან შეერთებული ორი ნაკადული ობოლ მაგალიტად წყდება თვალებს. ვიხსენებ ყველაფერს და უკვე აღარაფერს... გიხსენებ შენ და ვცდილობ მოგიხადო სახადივით.... ვერ ვახერხებ. ჰო, სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ... დღეს აღდგომაა... უფალი ჩემოვიდა ჩემში... მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.
წერილი მეორე ისევ გწერ.. თამამად და მთრთოლვარე ხელით... ოთახში სრული სიჩუმეა, სამარისებული..მეშინია ამ სიჩუმის და თან მიყვარს... გარეთ მზე თვალებს ხუჭავს, თითქოს ისიც ჩემს ფიქრებს ეამინდება. ვცდილობ წარმოვიდგინო შენი ოთახი: არეული და უწესრიგო, თამბაქოს კვამლით და ცარიელი ვისკის ბოთლებით სავსე...კედლებზე ნიღბები, მაგიდაზე ფურცლები და ფანქრები, იატაკზე სიგარეტის ცარიელი კოლოფები. ვცდილობ წარმოგიდგინო და შენი სულის ხელისგულებში მოქცევა ვცადო. არ გამომდის...სული თითებს შორის მიიპარება და გულამდე აღწევს....მე კი არ მინდა, გულში შემოვუშვა...მეშინია, რომ მისი კედლები ვერ გაუძლებს. ჰო..ისევ გწერ, რადგან უშენობით აივსო და დამძიმდა ოთახი. წელში მოვიხარე.. ხელი შემაშველე... მე შენ მჭირდები.
წერილი მესამე ჩემს ოთახში ვარ... სარკის წინ, როგორც ცოდვილი მოძღვართან აღსარების სათქმელად. აქ სიმშვიდეა და არ მეშინია სულის გაშიშვლების. სიმყუდროვეა... უშენობით ავსილი ჰაერი და ბევრი, ძალიან ბევრი მაგნოლია. გიყვარს მაგნოლია? ალბათ არა. მეცინება....საიდან გამახსენდა მაგნოლია. სიგარეტის კვამლმა გაავსო ჩემი ოთახი. ხარბად ვისუნთქავ, სარკე ორად ყოფს სამყაროს...
წერილი უკანასკნელი
"ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დღეს აღდგომაა... უფალი ჩემოვიდა ჩემში... მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.
ჰო....ამ დღეს ყოველთვის ეს წერილები მახსენდება დღეს აღდგომაა... უფალი ჩემოვიდა ჩემში... მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.
ჰო....ამ დღეს ყოველთვის ეს წერილები მახსენდება
11. დღეს აღდგომაა... უფალი ჩემოვიდა ჩემში... მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.
დღეს აღდგომაა... უფალი ჩემოვიდა ჩემში... მინდა, შენც მასთან ერთად მოხვიდე.
10. მე ვწერ წერილებს არარსებულ მეგობარს :) მე ვწერ წერილებს არარსებულ მეგობარს :)
9. "ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
მომეწონა მე, სევდიანი და ლამაზია... :) "ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
მომეწონა მე, სევდიანი და ლამაზია... :)
8. ბაკურბატონს ჩემი თბილი მოკითხვა არარსებულ მეგობართან ერთად.... :) მეტყვის ალბათ... ბაკურბატონს ჩემი თბილი მოკითხვა არარსებულ მეგობართან ერთად.... :) მეტყვის ალბათ...
7. მე ვერაფერი გევიგე და ეგ არარსებული მეგობარი
გეტყვის ალბათ:)
მოკითხვა:)
მე ვერაფერი გევიგე და ეგ არარსებული მეგობარი
გეტყვის ალბათ:)
მოკითხვა:)
6. დიდი მადლობა ბატონო ფლე-შ! მიხარია, თუ ჩემმა წიგნმა ასეთი კარგი განცდა დაგიტოვათ. გმადლობთ. :) დიდი მადლობა ბატონო ფლე-შ! მიხარია, თუ ჩემმა წიგნმა ასეთი კარგი განცდა დაგიტოვათ. გმადლობთ. :)
5. გულისყურით ვკითხულობ შენს ლამაზ წიგნს. მადლობა, რომ მისახსოვრე. მიხარია, ველური გვირილების სუფდა და ნათელ ფურცლებისდარ ლექსებს რომ წერ. წერე ცხოვრება, წინ ძალიან ბევრი ემოცია, განცდა და შთაგონება გელოდება. გულისყურით ვკითხულობ შენს ლამაზ წიგნს. მადლობა, რომ მისახსოვრე. მიხარია, ველური გვირილების სუფდა და ნათელ ფურცლებისდარ ლექსებს რომ წერ. წერე ცხოვრება, წინ ძალიან ბევრი ემოცია, განცდა და შთაგონება გელოდება.
4. "ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
ამ გვერდზე სულ ვსევდიანობ... :-* "ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
ამ გვერდზე სულ ვსევდიანობ... :-*
3. ძალიან მომეწონა
სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ.
სარკე ორად ყოფს სამყაროს...
ძალიან ძალიან მომეწონა
სანთლის მოლიცლიცე შუქზე გწერ წერილს, რომელსაც ალბათ არასოდეს წაიკითხავ.
სარკე ორად ყოფს სამყაროს...
ძალიან
2. სად გადის საზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის, რომანტიული და ნაზი სულის ადამიანისთვის? სარკე ორად ყოფს სამყაროს....ის რეალობაში რჩება!..............."ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
რა მკაცრია ცხოვრება, ხანდახან:( სად გადის საზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის, რომანტიული და ნაზი სულის ადამიანისთვის? სარკე ორად ყოფს სამყაროს....ის რეალობაში რჩება!..............."ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩვენ, ჩვენ - მე და შენ ვართ".
რა მკაცრია ცხოვრება, ხანდახან:(
1. ინტიმის, სულის სანთლების სევდიანი ლიცლიცია ეს წერილები! 555 ინტიმის, სულის სანთლების სევდიანი ლიცლიცია ეს წერილები! 555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|