| ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 23 აგვისტო, 2010 |
დილით, "ნოკია"–ს მაგივრად , მეზობელი მაღვიძებს... ბავშვს უყვირის. უფრო სწორად კი ფსიქიკას უმახინჯებს. ––დახურე ეგ ნაბიჭვარი კარები შე კუბოს სახურავო !.... თორემ ამოგიღე ღვირძლები პირიდან .... ––სად მიდიხარ , სააად !.... ჩაიცვი მალე უკლავებო , შენ კი ჩაგდე უკლავებო კუბოში !... ჰოო ... დამავიწყდა მეთქვა რომ მეზობელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. საწყალი მათი შვილი!... აი ის გაიზრდება და კოშმარები დაესიზმრება , ღამე წამოხტება და იყვირებს: არა!.. არა დედააა!!!.. არ ჩამდო უკლავებო კუბოშიიიი..... ანდა უარესი რამე დაესიზმრება. მაინც რაა ?... რა თქმა უნდა სამარშრუტო ტაქსი !... მყრალი სავარძლებითა და გაქუცული სალონით , მერე ყველა მგზავრი უცებ ერთად აყვირდება გააჩერეო , 50 თეთრიანებს ცხვირში სჩრიან და ლამისაა სცემონ, ის კი ერთიმეორის მიყოლებით სინჯავს პედლებს ... არა, არ ჩერდება ეს დაწყევლილი , არა!... ... და მიჰქრის ეგრეთ წოდებული მარშრუტკა, ირწევა საშინლად, მოტორი ბღავის, სალონში ბენზინის სუნი ტრიალებს ,მგზავრები ერთმანეთს ეხეთქებიან ვიწრო სკამებში ჩაკვეხებულნი , მერე მანქანა სიზმრის დაუწერელი კანონების თანახმად ჰაერში აიჭრება !... აქ კი მგზავრები უკვე არაადამიანური ხმით გაჰკივიან.... აი რას ნიშნავს ტექდათვალიერების უგულვებელყოფა !.... მაგრამ... ბრრრრ ..... ეს ჩემი სიზმარი არაა, მე ჩემი კოშმარები მაქვს .
# # #
კავკასიელი ქალები შავი ქვედაკაბების შრიალით მიახლოვდებიან. –––მიშველეეეთ !!!....– ვყვირი , მაგრამ მალევე ვხვდები რომ სისულელეა და ვამატებ: ––შემიბრალეთ... მაგრამ კავკასიელებმა არ იციან რაა სიბრალული , ურცხვად იხდიან შავ კოლგოტებს და მაგრად, მაგრად მიკრავენ ხელებს , ფეხებს , თვალებს , პირს ....... ჰაერი ქალის სურნელითაა გაჟღენთილი და ეს სულაც არაა კოშმარი . ეს უფრო ეროტიული სიზმარია .....
# # #
ვიღვიძებ. თვალის გახელა არ მინდა, ვიცი რასაც დავინახავ , მომაბეზრებელ ერთი და იგივეს... მარცხნივ, კედელზე, იუდა იესოს ეამბორება და ამით შეიარაღებულ ხალხს ანიშნებს , აი ეს არისო ნაზარეველი !..... მარჯვნივ კი ნახევრადშიშველი მადონას მშვენიერი ფოტოა , გვერდზე მიკ ჯაგერი უდგას . (არა , ვარსკვლავები არ ბერდებიან !...) ფანჯარაზე პაწაწკინტელა კაკტუსი და ცალი ბოტასი დევს . კაკტუსი სანკტ–პეტერბურგელმა ლესბოსელმა დაიკომ მაჩუქა , ხოლო ბოტასი .... ო ,რა საზიზღარია ცხოვრება !!!... ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს, როცა მეძახდა და მე ვითომ ვერ ვხედავდი. ვსვამ დიდი ჭიქით ყავას , მერე ყაზახურ მოსაწევს ვაბოლებ. რამდენიმე წუთში ცხოვრება საამური ხდება ... გლობალური დათბობა ?.... ეს ფილმია დისქავერზე !... ომი ?... ეს წარსულის გადმონაშთი მხოლოდ წიგნებშია!... ყველა ადამიანი ამ ქვეყანაზე ძმაა , ზოგიერთი და... გახვალ გარეთ და ყველა გიღიმის ზოგი იცინის კიდეც ისე უხარია შენი დანახვა!... მერე ჩადიხარ მეტროში და ხვდები რომ მაისური თურმე უკუღმა გაცვია !... მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია .
(გაგრძელება არის )
23.08.2010. ს. ნეველი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ხოხ, რა რაკრაკით იკითხება! :) ორსულ1-ზე უკეთესია ეს ორსული2 და გაგრძელებაც თუ არიიის!.. ;) ხოხ, რა რაკრაკით იკითხება! :) ორსულ1-ზე უკეთესია ეს ორსული2 და გაგრძელებაც თუ არიიის!.. ;)
12. სერგეი. აი ძლივს მოვიცალე ჩემი თავისთვის და დავიწყე კითხვა. დახურე ეგ ნაბიჭვარი კარები შე კუბოს სახურავო !.... თორემ ამოგიღე ღვირძლები პირიდან ....
ძალიან საინტერესოდ იწყებ.
მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ახლა შემდეგი. სერგეი. აი ძლივს მოვიცალე ჩემი თავისთვის და დავიწყე კითხვა. დახურე ეგ ნაბიჭვარი კარები შე კუბოს სახურავო !.... თორემ ამოგიღე ღვირძლები პირიდან ....
ძალიან საინტერესოდ იწყებ.
მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ახლა შემდეგი.
11. მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია . აი ეს მომწონსსსსს +++
მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია . აი ეს მომწონსსსსს +++
10. ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს, როცა მეძახდა და მე ვითომ ვერ ვხედავდი.
"განშორების მე-9 დღე" იყო თუ "განშორებიდან მე-9 დღე"? ეს სხვადასხვაა...
გვატყუებ თვალსა და ხელს შუა! :)) 1. რომ გაშორდით იმის შემდეგ მე-9 დღეს თუ ნახე და თვალი აარიდე, ანუ "განშორებიდან მე-9 დღეს" - ბოტასს აღარ გესროდა, მომწვანილებული ეყოლებოდი... :))
2. და თუ "განშორების მე-9 დღე" იყო, ანუ 9 დღის განმავლობაში ვერ დაასრულეთ ეს "წავედი-არ წახვიდე" პროცესი, მაშინ მარშრუტკიდან კი არ გესროდა ცალ ბოტასს (თანაც მერე სახლშიც ხომ უნდა წასულიყო იმ მარშრუტკიდან?!), გვერდზე მდგარს გდურთავდა თავში, შემთხვევით რომ არ აეცილებინა, გარანტიის მიზნით. :)) =))
თუმცა, აქვე არ ამბობ? "მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია."
მოკლედ, კაი საღადაო ნაწერია... :D :)) ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს, როცა მეძახდა და მე ვითომ ვერ ვხედავდი.
"განშორების მე-9 დღე" იყო თუ "განშორებიდან მე-9 დღე"? ეს სხვადასხვაა...
გვატყუებ თვალსა და ხელს შუა! :)) 1. რომ გაშორდით იმის შემდეგ მე-9 დღეს თუ ნახე და თვალი აარიდე, ანუ "განშორებიდან მე-9 დღეს" - ბოტასს აღარ გესროდა, მომწვანილებული ეყოლებოდი... :))
2. და თუ "განშორების მე-9 დღე" იყო, ანუ 9 დღის განმავლობაში ვერ დაასრულეთ ეს "წავედი-არ წახვიდე" პროცესი, მაშინ მარშრუტკიდან კი არ გესროდა ცალ ბოტასს (თანაც მერე სახლშიც ხომ უნდა წასულიყო იმ მარშრუტკიდან?!), გვერდზე მდგარს გდურთავდა თავში, შემთხვევით რომ არ აეცილებინა, გარანტიის მიზნით. :)) =))
თუმცა, აქვე არ ამბობ? "მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია."
მოკლედ, კაი საღადაო ნაწერია... :D :))
9. ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს, როცა მეძახდა და მე ვითომ ვერ ვხედავდი... =)) მომწონხარ ხომ იციი?! ;) :D ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს, როცა მეძახდა და მე ვითომ ვერ ვხედავდი... =)) მომწონხარ ხომ იციი?! ;) :D
8. მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია ...........მხოლოდ ეს მომეწონა მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. ადამიანიც ბუნების ნაწილია ...........მხოლოდ ეს მომეწონა
6. მთავარია გაგრძელება არის :))
მეც მაქვს ჩემი კოშმარები :)
ჰო,მაისური უმმმმკლავებოა.
მაგარი რამეა..
მივაჭედე 5 ლურსმანი და ის ბოტასი ჩამოკიდე მერ რომელიმეზე :D მთავარია გაგრძელება არის :))
მეც მაქვს ჩემი კოშმარები :)
ჰო,მაისური უმმმმკლავებოა.
მაგარი რამეა..
მივაჭედე 5 ლურსმანი და ის ბოტასი ჩამოკიდე მერ რომელიმეზე :D
5. ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს
:)) :)) 555 ბოტასი ჩემმა შეყვარებულმა მესროლა სამარშრუტო ტაქსიდან, განშორების მე–9 დღეს
:)) :)) 555
4. მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. რა კარგი მიგმებაა... მაგრამ ადამიანებზე გაბრაზება სისულელეა , ეს იგივეა რომ გაბრაზდე რატომ მოდის წვიმა, რატომაა ფოთლები მწვანე ანდა რატომ ვარდება საგნები ძირს. რა კარგი მიგმებაა...
3. ძალიან მომეწონა...5 მსვენიერი ხელწერა გაქვს... ყოველთვის სიამოვნებით წაგიკითხავ...:) ძალიან მომეწონა...5 მსვენიერი ხელწერა გაქვს... ყოველთვის სიამოვნებით წაგიკითხავ...:)
2. დილით, "ნოკია"–ს მაგივრად , მეზობელი მაღვიძებს... ბავშვს უყვირის. უფრო სწორად კი ფსიქიკას უმახინჯებს. ––დახურე ეგ ნაბიჭვარი კარები შე კუბოს სახურავო !.... თორემ ამოგიღე ღვირძლები პირიდან .... ––სად მიდიხარ , სააად !.... ჩაიცვი მალე უკლავებო , შენ კი ჩაგდე უკლავებო კუბოში !... საშინელი, ამაზრზენი სურათია... სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან ემოციურად იკითხება დილით, "ნოკია"–ს მაგივრად , მეზობელი მაღვიძებს... ბავშვს უყვირის. უფრო სწორად კი ფსიქიკას უმახინჯებს. ––დახურე ეგ ნაბიჭვარი კარები შე კუბოს სახურავო !.... თორემ ამოგიღე ღვირძლები პირიდან .... ––სად მიდიხარ , სააად !.... ჩაიცვი მალე უკლავებო , შენ კი ჩაგდე უკლავებო კუბოში !... საშინელი, ამაზრზენი სურათია... სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან ემოციურად იკითხება
1. :D ;;) ჩემი აზრი ხომ იციო გრაფინიამ? :D ;;) :D ;;) ჩემი აზრი ხომ იციო გრაფინიამ? :D ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|