 | ავტორი: მ.ე__ ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2010 |
"გული იყო ხორცადქცეული ნაწილი, მისტიურად დაგლეჯილი ღმერთისა" გ.რობაქიძე ჩვენ სულ ადვილად შეგვიძლია გადაყვარება, ჩვენ სულ ადვილად გვიხუნდება მკერდი ხელმარცხნივ. რადგან არ ვიცით, სად იწყება ან სად მთავრდება, ერთიმეორის საუკუნო წიგნში შერაცხვა.
ჩვენ სულ უბრალოდ ვისაკუთრებთ ზეცაზე ღრუბლებს, ხოლო ხელჩართულ ბრძოლას ვმართავთ _ ვიყიდოთ მიწა. სიმაღლის განცდას ფინალამდე ვერასდროს ვუძლებთ, განცდის გარეშე კი, მწვერვალი გვიზიდავს, გვინდა.
და ასე, თითქმის, დარწმუნებით ვამბობთ, რომ ვცხოვრობთ, და თავი გაგვაქვს საკუთარი ოფლით და ჯაფით. გვაქვს ყველაფერი, ერთი რამე არ ვიცით მხოლოდ, მხოლოდ ერთ რამეს ყურადღების ღირსადაც არ ვთვლით:
რომ ჩვენ, სუყველას, უშედეგო სიტყვები გვქვია, და ვდგავართ მარტო, წუთიერი დუმილი ვხდებით, სადაც ღმერთს ყოველ ჩასუნთქვაში ხმაურით ვშლით და გვყავს გულში, ასე, მისტიურად დაშლილი ღმერთი...
(ძალიან მომინდა ამ ლექსის ხელახლა დადება :) ) __თამუნია__
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გენიალური ლექსია+777 გენიალური ლექსია+777
10. ძალიან მესიამოვნა რომ შემოვედი და ეს ლექსი დამხვდა აქ.. : )) ხომ იცი როგორ მიყვარს.. : ))
და შენ მიყვარხარ კიდე ძალიან და უფროო.. მომენატრეეეეე.. :-* ძალიან მესიამოვნა რომ შემოვედი და ეს ლექსი დამხვდა აქ.. : )) ხომ იცი როგორ მიყვარს.. : ))
და შენ მიყვარხარ კიდე ძალიან და უფროო.. მომენატრეეეეე.. :-*
9. ჩემი ნიჭიერი გოგოო :) და ყველაზე მეტად ის მიყვარს შენში რომ ასეთი აზრების პატრონი სწორედ ისეთი ბავშური ხარ როგორიც უნდა იყო :-* მიგიჭლტ ჩემი ნიჭიერი გოგოო :) და ყველაზე მეტად ის მიყვარს შენში რომ ასეთი აზრების პატრონი სწორედ ისეთი ბავშური ხარ როგორიც უნდა იყო :-* მიგიჭლტ
8. ფინალი ძალიან... :-* ფინალი ძალიან... :-*
7. თითქმის, დარწმუნებით ვამბობთ, რომ ვცხოვრობთ...
უჩენიცა:-P
თითქმის, დარწმუნებით ვამბობთ, რომ ვცხოვრობთ...
უჩენიცა:-P
6. სადაც ღმერთს ყოველ ჩასუნთქვაში ხმაურით ვშლით და გვყავს გულში, ასე, მისტიურად დაშლილი ღმერთი...
:-* სადაც ღმერთს ყოველ ჩასუნთქვაში ხმაურით ვშლით და გვყავს გულში, ასე, მისტიურად დაშლილი ღმერთი...
:-*
5. ისე როგორ ერითმება: ჩვენი თამუნია გენიალურია. :D ისე როგორ ერითმება: ჩვენი თამუნია გენიალურია. :D
4. ეს ძალიან მაგარი ლექსია! ყოჩაღ თამუნია!
5 ეს ძალიან მაგარი ლექსია! ყოჩაღ თამუნია!
5
3. სადაც ღმერთს ყოველ ჩასუნთქვაში ხმაურით ვშლით და გვყავს გულში, ასე, მისტიურად დაშლილი ღმერთი...
მართალი ლექსია სადაც ღმერთს ყოველ ჩასუნთქვაში ხმაურით ვშლით და გვყავს გულში, ასე, მისტიურად დაშლილი ღმერთი...
მართალი ლექსია
2. ჩვენ სულ უბრალოდ ვისაკუთრებთ ზეცაზე ღრუბლებს, ხოლო ხელჩართულ ბრძოლას ვმართავთ _ ვიყიდოთ მიწა. სიმაღლის განცდას ფინალამდე ვერასდროს ვუძლებთ, განცდის გარეშე კი, მწვერვალი გვიზიდავს, გვინდა.
მაგარია ძალიან და მართალი... ჩვენ სულ უბრალოდ ვისაკუთრებთ ზეცაზე ღრუბლებს, ხოლო ხელჩართულ ბრძოლას ვმართავთ _ ვიყიდოთ მიწა. სიმაღლის განცდას ფინალამდე ვერასდროს ვუძლებთ, განცდის გარეშე კი, მწვერვალი გვიზიდავს, გვინდა.
მაგარია ძალიან და მართალი...
1. ჩვენ სულ ადვილად შეგვიძლია გადაყვარება, ჩვენ სულ ადვილად გვიხუნდება მკერდი ხელმარცხნივ. ეჰ... თამო :( :( :-* ჩვენ სულ ადვილად შეგვიძლია გადაყვარება, ჩვენ სულ ადვილად გვიხუნდება მკერდი ხელმარცხნივ. ეჰ... თამო :( :( :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|