 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 24 ივლისი, 2008 |
(საკუთარ თავს)
შენი სიცოცხლე არის კორიდა, სადაც ჭიდილი და სისხლი გმართებს, სად ეთხოვები ყველას შორიდან, როგორც სამხრეთით გაფრენილ ბატებს. დასიცხულ მიწას კბილებით დახრავ, მოპარული ხარ მუზებით ისე თითქოს სამყაროც გიჩოქებს მაგრამ, სიცარიელეს ვერაფრით ივსებ. ირიბდ უმზერ აყრილ მაგიდას ვით მატიანეს მძიმე წლებისა, კითხულობ "მერის" და მხრებთან გიდგას "ბედი რომელიც შენ არ გეღირსა". როცა ნაცნობი ქროლება ქარის აგიცახცახებს უფერულ თითებს და აგატირებს, რაც აღარ არის, დრო შურდულით რომ დასდევდი ჩიტებს. დაიწყვლები ამ გაწვალებით, ძარღვს დაგიგესლავს მწითური გველი და ნამთვრალევი მღვრიე თვალებით გაიმტკვრისპირებ ობოლი მგელი. დაისიზმარებ როგორ უმღერდი ცას მიყინული თვალების ციალს... და ვით იბღავლებ, თუ სადმე ბედი ბეჭებში გესვრის სამადლო ტყვიას. სისხლი წაგსკდება ლექსების ნაცვლად, გაგეღვიძლება სახის მიტკალი როს დაცემული განკითხვის კართან იგრძნობ აღარ ხარ ის რაც იყავი. სიოც დაგღუნავს ნაშტორმალ აფრას საფეთქლებს ცივი გაჟონავს სისხლი, დღე ხვალინდელი გპირდება დაფნას მაგრამ იმ დაფნას რა თავში იხლი; როცა სიცოცხლე შენი, კორიდა, შემოგახსენებს რომ სისხლი გმართებს, და ეთხოვები ყველას შორიდან როგორც სამხრეთით მინაფრენ ბატებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. თითქოს სამყაროც გიჩოქებს მაგრამ, სიცარიელეს ვერაფრით ივსებ... :)
გენიალური ლექსია :) თითქოს სამყაროც გიჩოქებს მაგრამ, სიცარიელეს ვერაფრით ივსებ... :)
გენიალური ლექსია :)
24. მშვენიერია და უფრო მეტიც!..
5555555 მშვენიერია და უფრო მეტიც!..
5555555
22. ბეჭებში გესვრის სამადლო ტყვიას..... ბეჭებში გესვრის სამადლო ტყვიას.....
21. კითხულობ "მერის" და მხრებთან გიდგას "ბედი რომელიც შენ არ გეღირსა".
აუ მასწავლე როგორ წერ ასე ლამაზად....
5555 კითხულობ "მერის" და მხრებთან გიდგას "ბედი რომელიც შენ არ გეღირსა".
აუ მასწავლე როგორ წერ ასე ლამაზად....
5555
20. 5555555555555555555 5555555555555555555
19. ნამდვილად !!! ნამდვილად !!!
18. შენ ძმაო გენიოსი ხარ. შენ ძმაო გენიოსი ხარ.
16. ირიბად უმზერ აყრილ მაგიდას, ვით მატიანეს მძიმე წლებისა, კითხულობ "მერის" და მხრებთან გიდგას "ბედი რომელიც შენ არ გეღირსა". მაგარია ძმაო, ნღდი და მაგარი!!!
555 ირიბად უმზერ აყრილ მაგიდას, ვით მატიანეს მძიმე წლებისა, კითხულობ "მერის" და მხრებთან გიდგას "ბედი რომელიც შენ არ გეღირსა". მაგარია ძმაო, ნღდი და მაგარი!!!
555
15. 4 შუაში ძალიან გატყდა ლექსი 4 შუაში ძალიან გატყდა ლექსი
14. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მიერ შექმნილ პოემას... დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მიერ შექმნილ პოემას...
13. "საშვალო." მეტს ვერ დაგიწერ სამწუხაროდ. გრძელი და მოსაწყენი ლექსია. ფორმითაც და თემატურადაც. ახლის ძიება არ გიცდია? "საშვალო." მეტს ვერ დაგიწერ სამწუხაროდ. გრძელი და მოსაწყენი ლექსია. ფორმითაც და თემატურადაც. ახლის ძიება არ გიცდია?
12. ჩემი აზრით უკეთესები გაქვს სხვები
4 ქულა. ისიც წინა ლექსების ხათრით :( ჩემი აზრით უკეთესები გაქვს სხვები
4 ქულა. ისიც წინა ლექსების ხათრით :(
11. საუკეთესო რაც დღეს წავიკითხე :) 5 საუკეთესო რაც დღეს წავიკითხე :) 5
10. გენიალურია! გენიალურია!
9. მაგარი ხარ ძალიან 5 :) მაგარი ხარ ძალიან 5 :)
8. მე მომეწონა! მსვენიერია 5 :) მე მომეწონა! მსვენიერია 5 :)
7. დღე ხვალინდელი გპირდება დაფნას მაგრამ იმ დაფნას რა თავში იხლი;
ლევან... არც მიწისა ხარ, არც ცისა ;;) 10 დღე ხვალინდელი გპირდება დაფნას მაგრამ იმ დაფნას რა თავში იხლი;
ლევან... არც მიწისა ხარ, არც ცისა ;;) 10
6. დასიცხულ მიწას კბილებით დახრავ, მოპარული ხარ მუზებით ისე თითქოს სამყაროც გიჩოქებს მაგრამ, სიცარიელეს ვერაფრით ივსებ.
კარგია! 8 დასიცხულ მიწას კბილებით დახრავ, მოპარული ხარ მუზებით ისე თითქოს სამყაროც გიჩოქებს მაგრამ, სიცარიელეს ვერაფრით ივსებ.
კარგია! 8
5. შოკში ვარ... ბაღდად დიდი პოეტი ხარ ლევან! შოკში ვარ... ბაღდად დიდი პოეტი ხარ ლევან!
4. მაგარია :) 5! იქ "ირიბდ" რო გიცერია "ა" ჩაამატე :) გამოგრჩა :) მაგარია :) 5! იქ "ირიბდ" რო გიცერია "ა" ჩაამატე :) გამოგრჩა :)
3. ფიესტა!:) 5 ფიესტა!:) 5
1. ვაჰ, მაგარი.... 5
მეც ასე ზუსტად...
'"აღმოხდების მზე"' ;;) ვაჰ, მაგარი.... 5
მეც ასე ზუსტად...
`"აღმოხდების მზე"` ;;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|