ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2010


ადამიანი ზნედაცემული,
კაცი ყველაზე უზნეო
და რატომ მოგვცა, ნეტავ
უფალმა ჩვენ ეს სამზეო.
ჩვენ უზნეოებს, ზნედაცემულებს,
რად არ ვაკარებთ ღვთის მადლს
ჩვენს გულებს.
თვითონვე რისთვის ვუქოლავთ კარებს.
ეს ხომ ჩვენ გვავნებს.
ჩვენ გვიბრუნდება ეს სიავკაცე,
რატომ არ ვფიქრობთ
სიკეთე გავცეთ.
არა და არა,
ჩვენ იმას ვფიქრობთ,
ვინ და სად გავცეთ.
ვართ ორგულები, მოღალატენი
და მაინც მადლი ჩვენზე ამდენი?!
წმინდა ღვთისმშობლის რომ გვქვია წილხვედრნი
არ უნდა გავცეთ ამის წილ ძრვენი?!
წმინდა გიორგი რომ არს მეოხი საქართველოსი,
არ უნდა გვხედავდეს ღვაწლით შემოსილთ?!
ჩვენ უმადურნი და უკუღმართნი ,
ისე ვიქცევით, როგორც წარმართნი.
ერთმანეთს სითბო ნდობა წავართვით,
გული გავუტეხეთ, ჩავეცით ლახვარი.
კვლავ იმედი გვაქვს მომავლის, ხვალის?
ჩვენ ვართ მფრთხალერბი, ხალხი დამფრთხალი
ვაი, წინაპარნი ჩვენნი საწყალნი!
იმისთვის ღვრიდნენ სისხლს და ომობდნენ,
რომ დღეს გაუყიდონ მთანი და წყალნი?
ჩვენ ხომ სიმამაცე ძველთაგან მოგვდგამს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდესო?
ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა
არა თქვან ჩვენზე, ეჰ, როგორ სცოდესო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები