ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2010


ჩემო ფეხკავშა იაბო...

ყელი რად გადაგიგდია?
თრთიხარ სიკვდილის სიმადო,                                                                                                                                                                      გმინვას  აყოლებ მაგ სუნთქვას,
გული მიკვდება იმადო!
მიდიხარ,  ვეღარას გშველი,
ცრემლს ცრემლი ებმის მძივადო,
ვაიმე, არ მემეტები
მიწისთვის  გასაწირადო!
ნამდურავივით  ნუ წახვალ,
ჩემო ფეხკავშა  იაბო,
დაბერებულხარ, ბედშაო,
ილტოს  მხრით ვეღარ მიაპობ,
სისხლის მდინარე დაგიშრა,
ახლა ცრემლისას მიამბობ!
-ჩამქრალა ჩემი ვარსკვლავი,
ბნელში ვეღარა კიაფობს,
აღარ მიღირხარ არაფრად,
სიცოცხლევ,  ასე იაფო!
სიკვდილი  მიცქერს თვალებში,
სუნთქვაც ჩამესმის    ხშირადო,
თუ რამე დამრჩა სათქმელი,
მხოლოდ მას    უნდა მივანდო.
მაცალეთ,  ნუღარ მაჯანჯლებთ,
იმქვეყნად  წამავალასა,
მაინც  მოვა და  წამიყვანს,
სიკვდილი  გვკითხავს არასა!
დედა ჩამიკრავს უბეში, 
ჩამენისლება  თვალები,
სული გაჰყვება      ქარიშხალს,
უფლისგან ჩანაბარები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები