ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

გამოთხოვება ქუთაისთან

  გულში ცეცხლად ამინთე ტყემლის ყვავილგუნდები,
  მივდივარ და გჯეროდეს, მაინც დაგიბრუდები.
  სულ დამწვი დ დამფლითე, სიყვარულის არაკო,
  სანამ წავალ, მანამდე, უნდა გელაპარაკო:

  ჭაში რომ ჩავარდება, მთვარე, საცრისოდენა,
  რომ ვერ ვთოკავ ოცნებებს და არ მყოფნის მოთმენა,
  ისე მოგეძალები, როგორც სევდა ტიალი,
  რა ვქნა, თუ ასე მიყვარს, შენს მკერდზე ხეტიალი.
  მერე, როცა თეთრ ხიდთან, ფიქრებს ავყრი ურდულებს,
  ძველ ძმაკაცთან - რიონთან, ცოტას წავიდუდუნებ,
  ავუყვები ტაძრისკენ ოკრო-ბოკრო სავალებს,
  მის წინ მორცხვად თავდახრილის, სევდა დამასამარებს...
  წუთისოფლის ურცხვობა მტანჯავს და თან მანრისხებს,
  არ მსურს თვალში ჩავხედო ჩინ-მედლებს და ხარისხებს,
  ისევ მინდა ვარსკვლავებს ბუდე ჰქონდეთ ტოტებზე,
  შენს ქუჩებში დაღლილი, ისევ დავაბოტებდე,
  რომ შენს მკერდში ჩავმალო სახე ცრემლით დაღლილი
  და ფეხებთან დაგიწვე, უერთგულეს ძაღლივით.
  როცა ჭრელი მამლები ცისკრის ვარსკვლავს კორტნიან,
  ტკივიები როდესაც თავისთავად მოდიან,
  ან და როცა რიჟრაჟზე, მზე ვარსკვლავებს მოხიკავს
  და ჩამიყრის უბეში, უკანასკნელ მოჰიკანს, -
  მინდა რომ დაგიკოცნო მაგ გამთბარი მკლავები
  და კვლავ გითხრა: ძვირფასო, შენს ბადეში გავები!...
  შენი მწვანე ჭადრები, ცისკენ მხმობი გზებია,
  დაღლილს მათი ლანდები ხშირად დამსიზმრებიან,
  შენ მასწავლე სუსხიან ქარიშხლებთან ურჩობა,
  შენითაა თუ გული ტკივილს არ უყუჩდება,
  როცა რამე შემშლია, - თუკი ვინმეს ვბაძავდი,
  შენი სითბო მშველოდა ლურჯი ოცნებასავით...

  კივის რკინის სადგურზე ბედის მატარებელი,
  შენს მკერდს რომ ამაგლიჯოს, სევდის მატარებელი...

  გულში ცეცხლად ამინთე ტყემლის ყვავილგუნდები,
  მივდივარ და გჯეროდეს, მაინც დაგიბრუნდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები