ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2008


ანის

მოგდევდნენ და ქერა თმებში გეწვნებოდნენ ქარები,
გიხდებოდა შვლის ნუკრივით შენაკრთობი თვალები,
მზის შობაზე უფრო მწველი, მკლავთა შემოჭიდება,
არ მჭირდება სხვა ედემი, არც სამოთხე მჭირდება.
მომწიფებულ ალუბლებად ჩაფერილი ტუჩები,
ნეტარების სასწაულებს თუკი გადავურჩები,
შეირხევა წამწამები, უფრო გაკვირვებული,
გულის ჯებირს გამოხეთქავს ნდომა ახირებული.
შორ სიზმრიდან დაბრუნებლ სიყრმეს გაეღიმება,
გაშმაგდება ძარღვში სისხლი, როგორც ზვირთთა დინება,
გაჰქრება და ქარს გაჰყვება წყეულ სულის გოდება.
დაბერდება, მაგრამ სადღაც, კვნესით მოაგონდება,
ძილნატეხი ღამეების მოშრიალე ფარდები,
დაბედება მაგრამ უფრო, უფრო შეუყვარდები,
იტყვის, იტყვის როგორც თოვლი სპეტაკი და თეთრია
ერთი არის ღალატი და სიყვარულიც ერთია...
მოგდევდნენ და ჩაშლილ თმებში ნავარდობდნენ ქარები,
მაგიჟებდნენ შვლის ნუკრივით შენაკრთობი თვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები