ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 სექტემბერი, 2010


Malmö

ოთახი სხვენში.
იატაკზე კაქტუსის უამარავი ქოთანი.
კუთხეში წიგნებით სავსე კარადა.
კედელზე გაფუჭებული რადიო და ბეკსინსკის სურათი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორიგინალი არ არის.
ფანჯარასთან ცალსახელურიანი სარწეველა სკამი.
ძველი, ფეხმონგრეული მაგიდა, ფურცლებით სავსე.
არაბულად სათარგმნი ტექსტები და მე.
თვალებდახუჭული ვსვამ "Starbucks"-ის ცხელ, სურნელოვან ყავას.
სახურავზე წვიმის წვეთები ხმაურობენ.
მახსენდება, რომ ოდესღაც ძალიან მიყვარდა შემოდგომა მალმოში.
ერთ წუთში კარი ხმაურით იკეტება...
ფანჯარას ღიას ვტოვებ, მაინც შვედეთში ვხოვრობ... მჯერა, რომ ერთ დღეს მე და კარლსონი ერთად შევჭამთ მურაბას.

-----------
ყურსასმენები.
ჯოპლინი.
მუხლზე დაკერებული კომბინიზონი.
დღეს ორშაბათია, დიეტის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ჰამბურგერის ჭამით მივყვები მალმოს ნაწვიმარ ქუჩებს.
წვერიან კაცს ძაღლი მოჰყავს, თვალები მრჩება  ყავისფერ ლაბრადორზე... დარწმუნებული რომ ვიყო, დედაჩემი ჩემი ძაღლიანად არ გამომასახლებს გარეთ, დღესვე გავტეხავდი  ყულაბას, მამამ  რომ მაჩუქა მეექვსე დაბადების დღეზე და პატარა ლეკვს ვიყიდდი...  ლაბრადორი ქუჩის ბოლოს გაუჩინარდა. აღარ მაქვს ჰამბურგერის ჭამის სურვილი...
ისევ ჯოპლინი.
ქუჩები გაყვითლებული ფოთლებით არის სავსე.
პარკში ვჩერდები, პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ საქანელაზე ვჯდები და ვქანაობ, ძირს ვაგდებ დარჩენილ ჰამბურგერს.
პოლიციელი მიახლოვდება, ალბათ დამაჯარიმებს.
წვერიანი კაცი უკვე მიიყვანდა ლაბრადორს სახლში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები