ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2010


საით?...

– საით აშლილხართ, ღრუბლებო,
მაშრიყ-მაღრიბის ცისანო?
აბორგებულო  ტალღებო,
ოთხივ კუთხისა  ზღვისანო?
საით აყრილხართ, ურდონო,
უცხო თესლ-ჯიშ-მოდგმისანო?
რა უნდა გვამცნო, ნეტავი,
ავის ამბისა მისანო?
სიკვდილზე ჯვარდაწერილო,
გულთა განმწონო ისარო?
–ძალიან დამრავლებულხართ,
ალგეთს ლეკვებო, მგლისანო
წელწვრილ, ბეჭბრტყელო ვაჟებო,
ქალწულნო, პირიმზისანო.
გვინდა, ტკივილით დაგდაღოთ,
რაც უნდა გული ისალოთ,
ყველაზე კარგი ვინცა  გყავთ,
სიცოცხლეს გამოგისალმოთ!
თქვენი წალკოტი გადავწვათ-
ვაზ-ვარდნარ და დაფნისაო,
წინ დაგიყენოთ სისხლის ზღვა,
მდინარე -  ცრემლებისაო!
გვინდა,  ბალადა დავწეროთ
ვეფხვისა და მოყმისაო,
ლეგენდა კოლხი ქალწულის
და ოქროს საწმისისაო,
გულ-მკერდი უნდა ვუკორტნოთ
ჯაჭვებით დაბმულ გმირსაო,
გავტეხოთ  რწმენა-სიმტკიცე,
თქვენი ქვისა და კლდისაო!
მოგტაცოთ ლარ-საგანძური,
დევების ყორღანისაო,
-ნუ იქადნები, ავსულო,
ავის ამბისა მისანო,
ეს ქართველთ  წმინდა მიწაა,
წილხვედრი ღვთისმშობლისაო!
მადლ-ოფლით ნასათუთები,
მადიდებელი მზისაო!
----------------------------------------
აქ ხომ ყოველი მთა-ბორცვი
გოლგოთაა და ჯვარია,
ზედ აღმართული ტაძარი
სამრეკლოა და  ზარია,
ეკლის გვირგვინით ნადაღი
ნაეკლარ- ნასისხლარია
ღვთისმშობელს კვართის სალბუნით
და ცრემლით განუბანია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები