ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
24 სექტემბერი, 2010


სპილოებზე ამას ვინ იფიქრებდა

გეგონებათ წყნარია
და ძალიან მშვიდია,
ხორთუმი კი იმ სიგრძე
სულ შემთხვევით ჰკიდია,

ან  ყურები ამხელა
სულ შემთხვევით გაზრდია...
მოგიყვებით, თუთიყუშს
ჩემთვის  რაც  უამბია:

თურმე რაც მოხდებოდა
ტყეში საინტერესო,
განა შეიძლებოდა
სპილოს რომ არ გაეგო?

ყველას საქმეს  არჩევდა,
ყველაფერში ცხვირს ჰყოფდა,
ყველაფერი იცოდა,
ტყეში ვინ რას იტყოდა.

ცნობისმოყვარეობა
სპილოს ძვირად დაუჯდა,-
გაუდიდდა ყურები
და ხორთუმი გაუჩნდა.

-ეს რა დამემართაო?
ცხვირი შუბლზე იტკიცა,
-შევიცვლები,მენდეთო,
სულ სპლიყვები იფიცა.

შეიცვალა თუ ისევ
ჭორიკანა ბრძანდება,
თუთიყუშმა ამის თქმა
ჩემთან ვეღარ გაბედა.

რატომ?
ალბათ, იფიქრა,
სპილო მიგდებს ყურსაო,
ენაჭარტალობისთვის
მთლად გამაცლის კუდსაო.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები