ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2010


შუქურა

მოვედი...
შენით სავსე მომავალში
და ხელისგულებით ვაგროვებ იმედების ფერად ბუშტებს
ნაკვალევის დასატოვებლად...
მინდა მომძებნო.
წლებად დასერილი ჩვენი ცხოვრება
სარეცელში ჩავიწვინე
/თურმე არ ყოფილხარ სულერთი/,
და მინდა
ყავარჯენივით მქონდეს შენი ხელები,
ჩემს სუსტ სხეულს კი
შენი მხრების ქვეშ მივუჩინო ბინა.
ფეხისგულები ნაკვალევად ტოვებენ წარსულს
/თურმე რა ძალიან მყვარებიხარ/,
და სადღაც შორს,
ზღვის სანაპიროზე, შუქურა დგას,
რომელსაც ჩემი და შენი სახელი ქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები