ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2010


დაბადების დღე გაქვს

დაბადების დღე გაქვს ჩაქუჩო
და ვფიქრობ,მე რა გაჩუქო?!
პოეტის თვალიდან ამ ჭინკებს
ვიპარავ,ლურსმანს და ჭანკიკებს
დაბადების დღეზე გაჩუქებ
მზეს ცაზე მიაჩაქუჩებ.

დაბადების დღე გაქვს თამბაქო
და მე კი ფული არ მაქო,
საფერფლეს,ფილტვების ფორმიანს
გაჩუქებ,შენ რომ არ გქონია.

დაბადების დღე გაქვს მამულო,
ცრემლ-სისხლით გადანამულო,
რა მოგცე იუბილეზე?!
ვფიქრობ სპექტაკლის ბილეთზე,
წავიდეთ,ვნახოთ "ქაქუცა",
კაცი,დრომ რომ ვერ აკუწა.

დაბადების დღე მაქვს თავად მე,
მადლობა,რომ მითამადე...
წელს შემისრულდა ას ორი
და მლოცავს თავად პასტორი,
ყველანი კარგად მენახეთ,
ნახირიც და მევენახეც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები