ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2010


მიტოვებული წისქვილი

                          "დავეხეტები საგოდებელივით გადაშლილ ჩემს სამშობლოში...
                                      ტურა გაჰკივის ჭირისუფლის სიმღერას და
                                                                        ზმანებას მიფრთხობს"
                                                                                          (ფრიდრიჰ ჰოლდერლინი)

ამ ხვატში,
ჩიტი ფრთას უნიავებს,
ცას მიშტერებულ პირღია ბარტყებს.
ჩაქრა სიცოცხლე, წა(რ)სული არის
სოფელი, სადაც ფინიაც არ ყეფს.
უკვე ქვევრების ჯაგრისებისთვის
არ ატყავებენ, გლეხები არყებს.

თხმელის უგრილეს ტანს ვეხუტები,
რომლის ძირიდან ცივი წყარო დის,
არც მესამედი, არც მეხუთედი
არ ვარ პოეტი, უფრო პაროდისტს

ვგავარ ლექსების. წყალში ბაყაყი,
მოფარებია მომწვანო ქვირითს,
მკვდარ სოფლელს ვკითხე-"მაგვარდ მაყახი"?
-ხსოვნა მტვერივით მედება ფქვილის.

კვირიკობაა! წმინდა კვირიკეს,
ქარაფისპირა სოფელს ვავედრებ.
რომ ლოკოკინის მბრწყინავ ბილიკებს,
გავყვე და არარსებობაში უხმოდ წავეთრე.


"მაგვარდ მაყახი" სვ. როგორ მყავხართ ან როგორ გიკითხოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები