ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2010


ორსული აქლემი ––2 (დასასრული )

საზიზღარია ცხოვრება ....
მე ...      თქვენ ...  რა მნიშვნელობა აქვს !....  ყველას  შეიძლება ასეთი  რამეები დაემართოს .
სევდა .!....          აი თურმე ვინაა  ყველაზე დიდი ტერორისტი !...  დღეს ის ყრის  ბომბებს  ჩემს  ქალაქში .
პირველივე ბომბი  პარკში  ატრაქციონს  ეცემა , არავითარი  აფეთქება , რა ხმა !...    რის  დარტყმითი  ტალღა ?.... ვერ მოგართვით... არაფერი ასეთი  არ ხდება , ან  რატომ უნდა მოხდეს ?...  განა უფრო საშინელი  რამეები არ არსებობს ?....
      ყველა ატრაქციონი  და კარუსელი გაჩერებულია , ძირს  მოფენილ ნაყინის  ჭრელ ქაღალდებს  ფერი დაუკარგავს  ,მტვერი დასდებია ,  შემოდგომის მზე  ძლივს  ახელს თვალებს .
      ქალაქის თავზე  კიდევ ერთი  სიგარის ფორმის  ობიექტი  ეშვება ,  ეს უკვე  მეტისმეტია !...    ზედ  დიდი ასოებით  აწერია  SEVDA.COM.
    აჰ ...  აი თურმე  რა ყოფილა ეს.
  დილიდან  ვრეკავ  ჩემს  ფსიქოლოგთან  და  ის აღარაა  ცოცხალი ,  დიახ  მოკვდა , გარდაიცვალა , წავიდა ...  მოკლედ  თავი  ჩამოიხრჩო .
    ახლა ის ჰკიდია  ხეზე  პარკში  და  შემოდგომის ქარი ნაზად აქანავებს  მის  უსიცოცხლო  სხეულს , უკვე  რომ გაშეშებულა  ,  სახე საოცრად მშვიდი  აქვს,    შეწყდა  მისი ყველა მიწიერი  კავშირი , გავიდა  მომსახურების ზონიდან ,  დატოვა  ცოდვილი დედამიწა  და სადღაც მიექანება...    (  მხოლოდ  მან  რომ უწყის ,  აი იქ . )      ახლა  თამამად  შეუძლია წინ აღარ იყუროს  ,  ვერავინ  დააჯარიმებს  , რადგან  გზაზე  "  იქით " მხოლოდ    ცალმხრივი  მოძრაობაა .
    ვუყურებ ვუყურებ და ვხვდები  რომ  სულ ჩემი ბრალია ყველაფერი,  ეს თოკი რომელზეც ახლა  ის    კიდია  მე დავგრიხე !.. მე !...  ჩემი ყოველდღიური ვიზიტებით...  არა და მაინც  რა სატანურია  შენი  წყალობა !.....    განა ჯერ კიდევ  გუშინ არ მეუბნებოდი რომ ფულს მეტი აღარ გამომართმევ ?.... აბა  მხოლოდ  პროფესიული  ცნობისმოყვარეობის გამო აპირებდი ჯახირს ჩემთან ?....
    განა გუშინ არ მეუბნებოდი  რომ სიზმრები  არ შეიძლება უსასრულოდ  გაგრძელდეს , როდისმე ხომ  უნდა გავიღვიძო  და განვაგრძო  ნორმალური  , აქტიური , სიცოცხლე ....
      მაგრამ ეს გუშინ იყო , გუშინ  ჯერ კიდევ შემეძლო  რაღაცის შეცვლა,  რაც სამწუხაროდ  დღეს  შეუძლებელია .
მაინც სად მიდის დრო?....  ან იქნებ ჩვენ მივდივართ  მის  შესახვედრად ?...
სამყარო  მართლა ფართოვდება და ცივდება ?...  თუ  პულსირებს ?...
სადაა  სამყაროში თეთრი ხვრელები ,  საიდანაც განახლებული მატერია  შემოედინება ?....
ნუთუ დრო  შეუქცევადია ?....
          ახლა წვიმს ?...    თუ  ცხენოსნები  მოიჩქარიან .?...    რომ  გადათელეს  მთელი ქალაქი ,  გადაიარეს  ,  ახლა ქვეითები  მოიწევენ  რომ  მოძებნონ  დაჭრილები , მერე  სასწაულად ცოცხლად დარჩენილები , მათაც  მოუსწრაფონ  სიცოცხლე ...    ქარი  თავის  გამჭვირვალე  ხელებს  ამაოდ  ასავსავებს , სურს რაიმე ცოცხალს  შეეხოს  და არავინ კი  აღარაა  ცოცხალი...  თუ  მშრალი ?....
      რა გჭირს  ?...    ეს  მხოლოდ  წვიმაა ,  წ ვ ი მ ა . 
არ ვიცი , ეს ყველაფერი მართლა  ხდება თუ  მხოლოდ  ჩემი ავადმყოფური  წარმოსახვის  ნაყოფია ,  მივდივარ , ქუჩა განაგრძობს  ცხოვრებას  ყოველდღიური ,  უგულო  , დამღლელი  ყოფით,  მაღაზიის  ლაპლაპა  ვიტრინები ელავენ  და თითქოს  გარეთ მოიჩქარიან ....        ვცდილობ  სიგარეტი ვიყიდო , ამის მაგივრად  კი  გამყიდველს  აი რას  ვეუბნები :
–– მაპატიეთ  ქალბატონო , მოწევა  მართლა კლავს ?... ჰოო  მაშინ  ის სიგარეტი  მომეცი... ჰო ,აი ეგ...  აქლემი  რომ  ახატია...
  მერე კი რატომღაც  ვტირი,  მაგრამ  ეს  აღარაა  საინტერესო ,  ისედაც  ყველაფერი  სველია ...  სახლები    ავტომანქანები  შუქნიშნები ....      ჩემი    ფარდაც . 
  ფანჯარა  ღია  დამრჩა .

.......................................................................................................................................................................................................

      და მხოლოდ  დიდი ხნის  შემდეგ , შემთხვევით  ვპოულობ  წერილს  იმ წიგნში , ადრე რომ  მაჩუქა  ფსიქოლოგმა .
.....ჩვენ ყველას  გვქონდა წინა ცხოვრება  რომელიც  არ გვახსოვს , რადგან  სიკვდილი  და შემდეგ  დაბადება  ეს  ორი  უძლიერესი  სტრესი  ბოლომდე შლის ,  ანადგურებს  მეხსიერებას ,  ხოლო  თუ რაიმე  შემორჩა  შემთხვევით,  მას  ბავშვობის ნათელი  მოგონებები გადაეფარება ხოლმე  და  ამიტომ    ჩვენ  ვერასდროს  გავიხსენებთ  თუ  რა იყო  ადრე....
..  ..  რაც შეეხება ორსულ აქლემს , მან ნამდვილად შესცოდა  რომელიღაც  წყლის ბინადართან , გრძნობდა რომ მისი ნაშიერი ვერ შესძლებდა უდაბნოში ცხოვრებას და აუცილებლად დაიღუპებოდა ....      ამიტომ  გარბოდა აღთქმული  მიწისკენ , (მაპატიეთ  წყლისკენ )  და ვერ მიაღწია ,  გზაში მოკვდა ...    მისი  არდაბადებული  ნაშიერი  კი  ბოლომდე სწოვდა  სასიცოცხლო წვენს , სანამ  შეეძლო,  მერე  ისიც დასაბამს  შეუერთდა ...
        აი რა საზიზღარია ცხოვრება !....
  და მაინც ,  საინტერესოა  რა იყო  ადრე ?....
      ქალაქისგან  შორს , ამჯერად  აღმოსავლეთით ,  სადაც  წყდება  ხმაური  და ქრება  საგზაო ნიშნები , თითქმის ქვეყნის  დასალიერს , იქ  სადაც მხოლოდ  მაწანწალა  ძაღლები  თუ  დაძრწიან,  მუდმივად მიიჩქარიან  სპეცმანქანები ...
      აი  ის მანქანები ,  ჯვრები    რომ ახატია ....
    მეტი  არაფერი ....    უცებ მთავრდება  ეს .
    და ცხოვრება  ჩვენი ,  ერთი  დიდი ,  ტკივილით  სავსე ,  შეუქცევადი    პროცესია .....



                                            (დასასრული )


03.10.2010.  სერგეი  ნეველი.
   
       




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები