ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2008


,,რუსთაველის პროსპექტზე სიარული...''

-    გამიღიმე...
-    კი, აბა...
-    ხო, რა იყო...…
-    კარგი რა, არ მინდა! შეკვეთაა?
-    ეს რა შუაშია...
-    არ მინდა...
-    რატო?
-    რა ვი...
-    მიყვარს რომ მიღიმი...
-    უფ...
-    რა გჭირს?!
-    არაფერი!
-    რაღაცა გჭირს?
-    არაფერი...
-    მოხდა რამე?!
-    არა, იცი რაზე ვფიქრობ?!
-    რაზე?!
-    არსად ისე ლამაზი არ არის მზის სხივი, როგორც `რუსთაველზე~, ჭადრის ფოთლებიდან ჩამოვარდნილი...
-    ხო?!
-    ხო...
-    არ დავკვირვებივარ...
-    არც მე, მხოლოდ ახლა...
-    რა ლამაზად თქვი,  გაიმეორე რა...
-    რა...
-    ჭადრის ფოთლები და მზის სხივიო..
-    არ მახსოვს...
-    მართლა?!
-    ხო...
-    გაგეღიმა...
-    მართლა?!
-    ხო...

            28.07.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები