ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


გადამფრენი ფრინველები

რა ენაღვლებათ თბილ ქვეყნებში გადამფრენ ჩიტებს,
რა დააკავებთ, როცა ცივა ჩვენთან ზამთრობით.
ფრთებს გაიშლიან, მთელს ზეცაზე გადაიფრენენ,
თუმცა გრძნობენ, რომ მეტი უნდათ, ეს ცა არ ყოფნით.

ეს ცა არცაა საკმარისი, ასეა მართლა,
და მესმის მათი, და რომ მესმის, მეც მინდა გავცდე
საზღვარს, რომელიც თავისთავად სხვა საზღვარს გასცდა,
გაჩერდა სხვებზე უფრო მეტად მოწმენდილ ცაზე.

და მე ვიპოვე სატყუარა, რომელიც თავად
ვიჩუქე, ანუ დავიჩემე, ჩემს გულში ჩავდე.
თუმცა არ მინდა გამიფრინდეს, მარტო წავიდეს,
უკეთესია, რომ ორივე ამ ჩიტებს ვგავდეთ...

მივატოვებდით სიცივეს და ავიშენებდით
სითბოს სასახლეს, ჩვენს საბუდარს, ყველასგან ცალკე...




                                                                                                                                __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები