ჩამოვედი... და შენი მოლოდინიც შემოდგომის ნისლივით გაიფანტა, გაქრა და წარსულს შეერია. ცისფერი თვალებიდან სიმარტოვისა და სიხარულის ნაზავი ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდა. ეზოში შემოსულს ბავშვობა შემომეგება სიზმარეთიდან, დაბერებულმა და ჩონჩხადქცეულმა თუთის ხემ ღრმად ამოიოხრა... ჭიშკარმა ჭრიალით მომცა სალამი, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი სიხარულისაგან უფრო გაწითლდა და ცეკვა დაიწყო, დაკოჟრილმა ხელებმა ბუხრის წინ დამდგარ პატარა მაგიდას ჩემთვის საგანგებოდ გადანახული სუფრა გადააფარა, მაგიდაზე თონეში გამომცხვარი შოთი, ქოთანში შეკაზმული ლობიო, შავი ღვინო, ჩურჩხელა და ლოყაწითელა ვაშლები გაჩნდა, თავდახრილი თვალები თითქოს ბოდიშს მიხდიდნენ: მეტი ვერაფერი დაგახვედრეთო. მარანში სიძველის სუნი იდგა, შენაოჭებულიყო აკიდო. დუმდა დიდი სახლი, სადაც ორი მოხუცი ერთმანეთს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა მოლოდინადქცეული თვალებით. ჩემი ბავშვობის ჟრიამული თითქოს უძირო ქვევრში ჩამალულიყო, ისევ ისეთი იყო ღამე, ცა, ვარსკვლავები... მხოლოდ ჩემი ბავშვობის სახლი ავსებულიყო სიცარიელით, ორი მოხუცის თბილი გულით, სევდიანი თვალებით და დანაოჭებული წარსულით. გული მომეწურა მწიფე მტევანივით და ვინანე დაუბრუნებელი დღეები, მათ გარეშე გატარებული ზამთრის გრძელი და ცივი ღამეები. ხმა ვერ ამოვიღე და გულში დავიჩურჩულე: გპირდებით, ხშირად ვიქნები თქვენთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მეც მომეწურა გული....+++++ მეც მომეწურა გული....+++++
10. ნოსტალგია :( ნოსტალგია :(
9. ნოსტალგია, სევდიანი შეხვედრა წარსულთან და დაბრუნება მშობლიურ სახლში, რომელსაც ჰპირდები, რომ ხშირად იქნები აქ...რა ნაცნობი განცდაა ამ გულწრფელ და ლამაზ მინიატურაში!... მოგიკითხეთ. ნოსტალგია, სევდიანი შეხვედრა წარსულთან და დაბრუნება მშობლიურ სახლში, რომელსაც ჰპირდები, რომ ხშირად იქნები აქ...რა ნაცნობი განცდაა ამ გულწრფელ და ლამაზ მინიატურაში!... მოგიკითხეთ.
8. ძალიან მომეწონა.+2 ძალიან მომეწონა.+2
7. მეც დავბრუნდი ჩემი ბავშვობის სახლში:( რა თბილი სევდითაა სავსე... გაიხარეთ:) მეც დავბრუნდი ჩემი ბავშვობის სახლში:( რა თბილი სევდითაა სავსე... გაიხარეთ:)
5. ხმა ვერ ამოვიღე და გულში დავიჩურჩულე: გპირდებით, ხშირად ვიქნები თქვენთან.
უმშვენიერესი ჩანახატია, გნებავთ მინიატურა... რა მნიშვნელობა აქვს, კაცმა რომ თქვას ფორმას _ იქ სადაც შინაარსი ასე დიდებულადაა გადმოცემული :) გულით შეპირებულს ღმერთი მფარველობსო, გამიგია :) ხმა ვერ ამოვიღე და გულში დავიჩურჩულე: გპირდებით, ხშირად ვიქნები თქვენთან.
უმშვენიერესი ჩანახატია, გნებავთ მინიატურა... რა მნიშვნელობა აქვს, კაცმა რომ თქვას ფორმას _ იქ სადაც შინაარსი ასე დიდებულადაა გადმოცემული :) გულით შეპირებულს ღმერთი მფარველობსო, გამიგია :)
3. აუჰ, მომანდომა :( აუჰ, მომანდომა :(
2. მხოლოდ ჩემი ბავშვობის სახლი ავსებულიყო სიცარიელით და ორი მოხუცის თბილი გულით, სევდიანი თვალებით და დანაოჭებული წარსულით.
ხმა ვერ ამოვიღე
ვერც მე ამოვიღე ხმა :) მხოლოდ ჩემი ბავშვობის სახლი ავსებულიყო სიცარიელით და ორი მოხუცის თბილი გულით, სევდიანი თვალებით და დანაოჭებული წარსულით.
ხმა ვერ ამოვიღე
ვერც მე ამოვიღე ხმა :)
1. ნოსტალგიური... :-* ნოსტალგიური... :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|