ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2010


მე ვარ ქეთევან...

კახთ დედოფალი
მე ვარ ქეთევან,
ასრე ისურვა
არსთა მეფემან,
რომ ქართველობის
რწმენის გვირგვინი
კრავისა სისხლის
ნათლით მეფერა.
დავთმე სოფელი,
სკიპტრა, გვირგვინი,
მისი პატივი
ერთობ მებევრა,
არც რა ყოფილა
ეს სამყოფელი,
სანთლის ალივით
ერთი შებერვა!
ცეცხლი მაყარეს,
ნაშანთი მკერდი
მადლის მიღებად
ღმერთმა გარგუნათ,
ჩემთან ეწამა
დედა მარიამ,
უფლის ცრემლები
მოგვესალბუნა!
ხილვა მეუწყა
ზეცით  ზეგარდმო,
ლახვარს, სიმართლეს
შენაზიარებს,
წმინდა გიორგი
დასცემს გველეშაპს
და დედამიწას
შეაზრიალებს.
გადახსნილიყო
კავკასის ბჭენი,
ცეცხლით ნადაღი
ზღვათა გულამდე,
იქ წმინდანები
და პოეტები
გმირებთან ერთად
სისხლში ცურავდნენ.
თქვენ ტირიფებო,
მგლოვიარენო,
გულზე რომ მაშლით
დალალ-ნაწნავებს,
ჩემ გამო გლოვას
მუ მიეცემით,
ნუ დაინისლავთ
სევდით წამწამებს,
ჩემი ტკივილი
რა სათქმელია,
როცა უფალი ასე აწამეს!
მოუშვით ჩემთან
უმანკო ყრმანი,
  ნაშანთი მკერდის
მადლი ვაგემო,
რომ გულში ჰქონდეთ
ამოდაღული
უფლის დიდება
და საქართველო!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები