ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2010


მახნოცი (სოციალური უტოპია)

შორეულ ქვეყანაში ,სადაც  ჩინურად  ლაპარაკობენ , ანუ  დიდ ჩინეთში ,  ერთი პატარა  კაცი ცხოვრობდა ,  სახელად  მახნოცი .
    მახნოცი  ისეთი საშინელი  შესახედავი იყო  რომ  როცა  ქუჩაში გამოდიოდა  მოძრაობა  ჩერდებოდა ,  ხალხი  შენობებისკენ  ან სარეკლამო  აბრებისკენ  იქცევდა პირს , მძღოლები  აჩერებდნენ  მანქანებს , საჭეს  ხელს უშვებდნენ  და თავს  ხრიდნენ  რომ მისთვის  არ შეეხედათ ,  ახლო–მახლო  სკოლები ხომ საერთოდ  იკეტებოდა !.... მაღაზიის  მეპატრონეები  ფაცხა–ფუცხით  ხურავდნენ  მელოდიურად  მოწკარუნე  მინის  კარებებს ,მერე  ჯდებოდნენ  მაღაზიის ყველაზე შორეულ  კუთხეში  და  ცდილობდნენ  როგორმე მახნოციზე  არ ეფიქრათ ,მაგრამ  ეს ადვილი არ იყო .
    უფრო ძნელი კი მისი ცხოვრება გახლდათ , ასეთი  საშინელი სახისა  მთელს ქალაქში  და ქვეყანაში არ დაიარებოდა .
უკლებლივ ყველა  მოქალაქეს  კოშმარები  სტანჯავდა  და  ამ კოშმარის გმირი  რა თქმა უნდა  მახნოცი იყო  !...  უბედურები  ღამე  რამდენჯერმე  წამოხტებოდნენ ხოლმე ყვირილით ,  ოფლში  გაწურულები:
__დედაა !....  დედა ...
    ეს მაშინ  ხდებოდა  როცა  მახნოცი  თავისი  დიდი , დაკოჟრილი , ჭუჭყიანი  ხელებით  მათკენ  მიიწევდა, ცოტაც  და  ყელში  სწვდებოდა  !.... ყელში !...
    საშინელება იყო ...  აბა    არა ?...
    ამ  დროს არავინ იცოდა  ვინ იყო , ან  საიდან  მოვიდა ,  სად  ცხოვრობდა , ისე  უცებ რომ  გამოჩნდებოდა და  მერე  გაუჩინარდებოდა ,  თითქოს  მიწიდან  ამოძვრაო .
სავარაუდოდ  მახნოცის არ სწყინდა ეს ...  ალბათ  არც იმაზე დარდობდა  რომ მისი  სახელით  აშინებდნენ  დედები  გაუგონარ  ბავშვებს:
–– აბა ახლა შეჭამე  ბოლომდე  ფაფა !... თორემ  მახნოცის  ვეტყვი და  წაგიყვანს !...
–– ისწავლე  გაკვეთილები !.... აი მოვიდა მახნოცი !...  ნახე ,  აკაკუნებს !.... შენს  წასაყვანად  მოვიდა ...  მალე !..
      ბავშვები  ამის გაგონებაზე    წვრილ  თვალებს  გადაატრიალებდნენ  , მოღრიცავდნენ  პირს და მორთავდნენ  ღრიალს.
  არცერთი  საინფორმაციო  გამოშვება ისე არ ჩაივლიდა  რომ არ  ეხსენებინათ    აი მახნოცი ესო  ,  აი მახნოცი  ისო ...
––  დღეს  მახნოცი  პურის  მაღაზიაში შევარდა !... შეშინებული ხალხის გაქცევის შემდეგ  კი აიღო  ორი  პური  და მიიმალა
––– მახნოციმ  ბაზარში  თევზი  და ბოსტნეული  მოიტაცა !...    მოისმინეთ  დაზარალებულის  მონაყოლი :
დაზარალებული გამყიდველი  ქშინავდა  და თვალებგაფართოებული  ყვებოდა  ათას  აბდაუბდას.
    მისი  ეშინოდათ , სძულდათ ,  გაურბოდნენ .

......................................................................................................................................................................................................

ერთხელაც  მახნოცი  ავად  გახდა  და  გაქრა ...
  ქალაქმა მოიწყინა , ტელეწამყვანები  ამაოდ  თხზავდნენ  ლეგენდებს  ,  ხალხს ეს არ სჯეროდა .
ბავშვებსაც  ვეღარ  აშინებდნენ  , ცოტას  სჭამდნენ დასუსტდნენ და სწავლაშიც  მოიკოჭლეს .
  ერთი კვირის შემდეგ  ქალაქში  უკვე  ტიროდნენ .
      შეწუხებულმა  ქალაქის  მერმა ყველა  დეტექტივი  დაიბარა , მაგრამ  მის კვალს  ვერ  მიაგნეს .
ქალაქი  დეპრესიამ  მოიცვა , ადამიანებს  მახნოცი  მოენატრათ , გამოსავლის  ძიებაში  სამთავრობო  საბჭო  შეიკრიბა  მაგრამ  ვერაფერი მოიფიქრეს  და  ჩუმად , ცრემლების წმენდით  და სრუტუნით  დაიშალნენ ...
  ამასობაში კიდევ  ერთი კვირა  გავიდა .
ქალაქმა  დიდი გამოსათხოვარი საღამო  მოაწყო ,  ქუჩები  ხალხით  იყო  სავსე ,  ხალხი  ცენტრალურ მოედნებზეც  იკრიბებოდა  და მგზნებარე  სიტყვებს  ამბობდა , ქალებს  ის  მალულად    უყვარდაც  კიდეც .
  მამაკაცები  ერთმანეთის  უჩუმრად  ცდილობდნენ  მას  დამსგავსებოდნენ , ზოგი სიარულის  მანერით , ზოგიც  მიხრა–მოხრით  თან  თვალს  არიდებდნენ  დარცხვენით  ერთმანეთს .
    ერთი თვის  თავზე  ძეგლიც  გაუხსნეს , ბევრი  თბილი  სიტყვა  ითქვა , ხალხი მოსთქვამდა  და მკერდზე  ხელს  იტყაპუნებდა ,  ქალაქის  ორკესტრი  წამდაუწუმ  წყვეტდა  დაკვრას ... ცრემლიანი  თვალის  მოსაწმენდათ ,  მერე  დიდი  პატივით  შეიტანეს  საპატიო  მოქალაქეთა  სიაში .
    ვიღაც  ფანატიკოსი  ფანჯრიდანაც  გადმოხტა  და სიცოცხლე  მოისწრაფა.
    ახალგაზრდა წყვილმა  კი  მდინარეში  დაიხრჩო  თავი .
    ერთმა  მოხერხებულმა  რესტორანი    გახსნა ,  აბრაზე  დიდი  ასოებით  ეწერა  :    " მახნოცისთან  "...      გვერდზე  კი  ურჩხული  ეხატა.
      ბაზრობებზე,  მაღაზიებში ,  ქუჩებში  , სწრაფად  იყიდებოდა  მაისურები    წარწერით :    " მე მიყვარს  მახნოცი "!...

....................................................................................................................................................................................................


      ერთ  მშვენიერ  დღეს  კი აი  რა მოხდა ...
დილის 11 საათსა  და  27 წუთზე  მახნოცი  მოულოდნელად  ისევ  გამოჩნდა  , ის  ცენტრალურ  ქუჩაზე  მობარბაცებდა ,  საშინლად  გამხდარს  თვალები  ჩასცვენოდა , ხშირი  წვერი  მკერდამდე  სცემდა.
      თითქოს  ის იყო  და არც  იყო  , პოლიციამ  იმწამს  დააკავა  იგი ,  მას  ბრალდება  წაუყენეს , დიდი  ადამიანების  სახით  და სახელით  ბოროტად  მანიპულირებისათვის .
        მერე  ციხეშიც  ჩააყუდეს  ,  სადაც  ის  მალე  მიიცვალა.
შემდეგ  დაიწყო  დიდი დაპირისპირების  წლები , ზოგი  ამტკიცებდა  რომ  ის  იყო  სწორედ  ნამდვილი  მახნოცი  მეორენი  კი ყვებოდნენ    თუ  როგორ  შეეცადა  ვიღაც  მისი  სახის  მორგებას...
    ქალაქი  ორ  ნაწილად  გაიყო  და მალე  სამოქალაქო  დაპირისპირებაში  გადაიზარდა .
  ქუჩებში  უკვე  ჩხუბები  იმართებოდა , მერე  ერთი  მათგანი  შემთხვევით  ჩხუბში  ძირს  დავარდა  და  კეფა  ქვაფენილს  დასცხო ...
  ქვეყანა  სამოქალაქო  ომის  წინაშე  დადგა  , გამწარებულმა  ნამდვილი  მახნოცის  მომხრეებმა  შტურმით  აიღეს  მერიის  შენობა .   
    მაგრამ  ეს  უკვე  სხვა  ისტორიაა ,  რომელსაც  შემდგომში  მოგითხრობთ ...  რადგან , როცა  მთავრდება  ერთი ამბავი  , აუცილებლად  იწყება მეორე ................









  23.10.2010.    სერგეი  ნეველი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები