ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ის....
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2010


walls

-თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ, ანნა?
ასე იწყება დილა სახლში , სადაც ადამიანების ნაცვლად კედლები ლაპარაკობენ.
ოთახის შუაგულში როიალი დგას, ზედ ნათითურები ამჩნევია. ყოველ ღამე კედლებიდან აჩრდილები გამოდიან და სტრავინსკის უკრავენ. მე თავზე საბანგადაფარებული ვიმეორებ:"ჩვენ არ ვარსებობთ" და როცა ამ სიტყვებს იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენი დღეც არის მთვარის კალენდარში, ისინი ისევ კედლებში ბრუნდებიან. მერე, როცა შიშისგან გაბუჟებულ სხეულში მგრძნობელობა მიბრუნდება, ვდგები და ხელების ცეცებით ვეძებ გასასვლელ კარს, რომელიც არ აქვს ჩემს ოთახს.
  სხვა რა გზაა, ვიძინებ.
----------------

ოთახის კუთხეში, იატაკზე ლოგინია გაშლილი.
თვალებს ვახელ და ზევით ვიყურები. ჭერზე საათიაა, რომელიც ყოველთვის  ერთ დროს აჩვენებს.
დილაობით ბალიშთან მხვდება წერილი, რომელსაც ყოველ ღამე თავად ვუწერ საკუთარ თავს. ფურცელზე სულ სამი სიტყვა წერია: " შენ არ არსებობ".
  წერილებს დიდ ყუთში ვინახავ, რომ ერთ დღეს მათგან უამრავი ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთო და ფანჯრიდან გავუშვა. როცა ეს მოხდება ჩემი სახლის კედლები მიხვდებიან, რომ სისულელეა საზღვრების არსებობდა და ჩამოიშლებიან.

------------
ახლა არეულ ლოგინზე ვზივარ, მუხლებზე მაქვს ხელები შემოხვეული და თვალებდახუჭული ვფიქრობ, რა აზრი აქვს გათენებას თუ ისევ უნდა დაღამდეს. კედლები ისევ ლაპარაკობენ: "იპოვე ღმერთი და გადარჩები."
მე ხელებს ვიფარებ ყურებზე და ვცდილობ დახუჭული თვალების უკან დავიმალო.
სისულელეა ყველაფერი, როცა თავად არ გჯერა საკუთარი არსებობის.

------------

ქარია.
მე ფანჯრის რაფაზე ვზივარ და , როგორც ყოველთვის, წვერიანი კაცის გამოჩენას ველოდები. ის ფეხშიშველი ადის მოპირდაპირე სახლის სახურავზე და კიდეზე ჯდება. ფეხები დაბლა აქვს გადმოყოფილი. კაცი ცაში იყურება და ხმამაღლა ლაპარაკობს. მე არასოდეს მბეზრდება მისი ყურება.
---------------------

იმ დღეს, როდესაც დაინგრევიან ჩემი სახლის კედლები, მე გავჭიმავ თოკს ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის სახურავამდე და თვალდახუჭული გავივლი ზედ.
იქნებ იქ ვიპოვო ღმერთი...


მე არ მჯერა, რომ ასეთი დღე გათენდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები