ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

საჭართლოს...

(ძღვნად ილტოსპირელს)

საჭართლოს  მიხმობს კვეტერა,
ლოცვას მადევნებს  ცხრაკარა,
თამარ მზექალის  ჯვარივით
შემკობილი და პატარა.
წინ ილტო მომეგებება,
დედის ცრემლივით კამკამა,
რამდენჯერ სევდამორეულს
იმედად გულს მეანკარა!
რა ფერადებით მიშიბა,
მამული და დედულეთი,
გამისპეტაკა, მიკურთხა
მამა-პაპათა  სულეთი,
კვეტერით გადმომახედა,
მაოცა  სახილებელი,
სამშობლო მახილებინა,
ღვთისმშობლის სალხინებელი,
თათრისგან ნახმლევ-ნასეტყვი
ციხის ლიბო და კედელი,
ცად ატყორცნილი ტაძარი,
უფლისა მადიდებელი!
ვაი, რომ ბევრჯერ ქვითინით
ომში წასულის დედისა
ცრემლებიც  ჩამოატარა,
გვირგვინად  გლოვა-სევდისა.
არ დამემდუროთ, კვნესამე,
ჭართალის ენძელ-იანო,
თუ ვერ მოგწროთ წერილი,
მოკითხვა  დაგიგვიანოთ!
ილტოს პირს ამოვუყვები,
ხანაც წყალდაწყალ ვიარო,
გულში ჩაგიკრავთ ნამცივნებს,
მოვალ ადრე თუ გვიანო!
ისევ თქვენ, ჩემო ილტოვ და
გულჩახვეულო ხევგრძელო,
მოვალ და მოგეფერებით,
თუკი როგორმე შევძელო!
საჭართლოს  მიხმობს კვეტერა,
ლოცვას მადევნებს  ცხრაკარა,
თამარ მზექალის  ჯვარივით
შემკობილი და პატარა!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები