ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


ჩაი და პიტნა

ვაწვალებ სიგარეტს თითებში ჩვეული ილეთით
და როცა საფერფლეს ვაფერფლებ, სხვადასხვა მანევრში
რკალებად ვცდილობ, რომ გავაბა სიტყვები - მოთენთილ
ტემბრში და პლუს თვალებსაც დააწყდა ზედა ნერვები.

რა ქვია, როცა გუგას ქვემოდან-ზემოთ წელავ და
ცარიელ ფართობზე ტოტებად დატოტილ კაპილარს
ამსგავსებ სიტყვებს და ხვდები, რომ უაზრო ბგერიდან -
ბგერაზე (უსმენოდ) აგიცდა ფეხი. ან მტვრით ჩამქრალ

მაგიდის ნათურას ააცლი ცერა თითს, დაღრღნილი
სადენიც წააგავს დაღარულ ასფალტზე წყლის გუბეს,
(წვიმა, რომ არ ალღობს) და მზეც ამ ბოლო დროს უღრანის
ნათებით დაკაწრავს კალენდარს. და თუ კი ჩაუფენს

ნოემბრის დღეები დახლეჩილ მიწაზე მაშხალებს,
ბავშვური იერით სარკმლიდან ჩამოხსნი, გაიტან -
სურათს და დაორთქლილ მინებთან რიტმული შხრიალით
წარსულს გიბრუნებენ (უფრო მარცხნივ) ჩაი და პიტნა...

უსიცოცხლო.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს