| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 13 ნოემბერი, 2010 |
მან მზერა გამისწორა და ჩემს შიგნით ,,სიცარიელეში” დააპირა ჩასვლა. ეს მე ვიცი რომ ყალბი ნიღაბის მიღმა ისევ სევდაა, მისგან გამოწვეული სევდა, ალბათ თვითონაც ხვდება. . . . მას უნდა, რომ ჩემი ცხოვრების შეთითხნილი ,,კანონზომიერება” დავარღვიო და ყველაზე დიდ სასჯელს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის - სიჩუმეს იშველიებს. - ,,ჩვენ შეგვეძლო ერთმანეთისათვის მიგვეცა სითბო!....... “ - ახლა ისეთი ცარიელი ვარ, მხოლოდ სიცივეს შეგატოვებ. მან პირველად ამოისუნთქა ღრმად და ფილტვები ვერგაგების შეგრძნებით დატენა, ტვინამდე ადვილად რომ მიეღწია ქალისაგან წამოსულ გაურკვევლობას. ეს ილუზია მაშინ დაიწყო. როცა დრომ ისე ღრმად და ხარბად გააღო თავისი ხახა, რომ…. . . ერთ დღესაც ჩემდაუნებურად, შეძენილ შეგრძნებას - რომელსაც სმენა ქვია -შენი გულის ხმა მისწვდა. ის გუგუნებდა ისე სხვანაირად, სამყაროში ჯერარმოსმენილი მელოდიისნაირად და ის აღმოჩნდა სასურველი, გასაოცარი და საინტერესო. . . -,, მე არ მითხოვია ჩემგან იდეალი შეგექმნა, ეს არ მდომია!”. . . . შენ არა! . . . ეს მე მჭირდებოდა, ეს რომ არა, დროს უნდა ჩავყოლოდი გაღებულ ხახაში.
* * * ის ნაცრისფერი სინამდვილიდან, წინ აღმოჩნდა, უფრო გაცრეცილი ფერის მანტიაში და ადამიანის სილუეტად აისახა. ეს სილუეტი შეგრძნებას ეძებს! ვაკვირდები მის ირგვლივ გამეფებულ რეალობას და ვცდილობ გავერკვიო, საიდან აღმოჩნდა ჩემს ახლოს - გამოსაცდელი განგების ნებით თუ . . . ვიცი, რომ ის ცდილობს მისი ნებით შესულ წუმპეში, დაუსვრელად გაიაროს და უჭირს, იმიტომ რომ, მაინც ნაცრისფერი სინამდვილიდანაა გამოკვეთილი და უნდა თუ არა, ჭაობის სიმყრალე მაინც აეკიდება. . . . იქნებ და მართლაც ისე გაიაროს ეს ჭაობი არ დაიძიროს, ეყოს საამისოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და გონებრივი სიმტკიცე?! მამაომ - სუნი, შეძენილი თუ რაღაც ამდაგვარად, მიწიერი შეგრძნებააო. -მაშინ სულს ცხონებისათვის არაფრად ადარდებს ხორცზე მიწებებული ჭაობის მყრალი სუნი. მე მას მაიც ვუღიმი - მზე ჩვენთვის არის ჩამავალი, თორემ ის ხომ სინამდვილეში, სამყაროს ცენტრში, გაჩენიდან დასასრულამდე იარსებებს?! ის ალბათ ისევ ფიქრობს, არც დღესა და არც ღამეზე - პირველყოფილ განუყოფადობაზე და ცდილობს საკუთარი სულის სიმარტივით გაიღოს მსხვერპლი. ის არ არის რეალურობის კანონზომიერება, თუმცა რეალობასთან აკავშირებს უხილავი ძაფი და ეს ,,სიფრიფანა” საზომი, ფოლადივით, უკვეთავს არარეალურ სიგიჟეებს გზას. . . . მაინც გამოეყო, განზოგადდა, თუმცა ისევ მარტოა.. . .
• * *
მან მესაკუთრე უწოდა თავის თავს და ხორციელი სხეულის ფეხზე მყარად დგომისათვის, ,,სული გადამალა”. . . . და მან ვერ მიხვდა, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო, მისი აქილევსისი ქუსლი!. . . - ,, მე მინდა…. . . შენ ამით მიხვდები, რომ ეს მე ვარ!. . . “ ირწმუნა თავისი სიძლიერე და მის სხეულში დანთებულ კოცონს, მე ფიჩხი შევუმატე. მეორე ხელში ,, წყლით სავსე ღრუბელი მაქვს” მთელი ძალით ჩაჭერილი და თუ ალი, ფიჩხზე მოკიდებულ ცვილად ქცეულ თითებისაკენ გადმოინაცვლებს, ღრუბელი იწვიმებს. - ,,ნუ ეთამაშები ცეცხლს! “ ის ერთადერთი სიმხურვალეა სამყაროში, რომელიც ჩემს სხეულს ათბობს და ძალას მაძლევს იმისას, რომ ვისინთქო. მამაო ამაზე ისევ იტყოდა -ძალიან ცდები, შვილო, ყველაზე დიდი სითბო ხომ უფალშია?! რომ ვუთხრა მეც ვეძებ მამაო უფალს მეთქი, იქნებ არც დაიჯეროს. უფალი ყველაშია, ვისაც გულის კარი გაუღია მისთვის, ჰოდა მეც იმ ადამიანებს ვეძებ, უფალი რომ ცხოვრობს მათში. ვეძებ!....... - ,, მგონი ეს სიგიჟე გრძნობაში გადამეზარდაო. . .”- და მან, ვინაც სული გადამალა, თვითონ წააწყდა ზამბარად ქცეული ტვინის უსუსურებას. ჩემი გული იმიტომ კი არ ცემს, მასში სისხლი რომ გადის, ასე რომ იყოს კარგახანს არ დაიღლებოდა. . . იგი ეხეთქება მის ბუდეს, გიჟივით აწყდება მის ყრუ კედელს, რომ კი არ გაიცრიცოს წლებისაგან, ბედნიერებისაგან წამის მეათასედში, საპნის ბუშტივით გასკდეს. . . . თუ სიკვდილია გულმა უნდა შეწყვიტოს თავისი გონგის ხმა. • * *
იმ წელიწადს, შობის ღამეს პირველად მოთოვა. სამყაროს იდეალური სიჩუმე - თოვლში, თოვაა. თითქოს ზეციდან ჩამოცვენილ ფიფქებს მოჰყვა უცნაური გზავნილი, ისეთი შუალედურ შეგრძნებას რომ იწვევს: - აღარ იცი გაბრაზდე თუ გაგიხარდეს. . . . ის ბედნიერებას გისურვებს, იმიტომ რომ მას უნდა გიყუროს ასეთს. ასეთი სურვილი, მეს, პირველად გამოუცხადეს და თავ-გზას გიბნევს პირდაპირი გამოცხადება ვარდისფერი ზმანების. . . . ოღონდ ეს, წამები გრძელდება, რადგან ეს ზუსტად იგივეა, როგორც დღისა და ღამის ზღაპარი. - არ მიყვარს ადამიანი მომღიმარი სახითა და შიგნით ბოღმით!. . . პედანტური სიზუსტე სრულყოფილების სურვილისა, ყველაზე დიდ ქაოსს იწვევს, ვინაიდან ადამიანები არ ვართ ისეთი მოწესრიგებულები, როგორც სამყარო და ვცოდავთ, თუნდაც იმით რომ ფიქრის უნარი გვაქვს და HOMO შAPIENშ გვქვია. ის ცდილობს დაგაკვირდეს და შეგისწავლოს. მისი მზერა ყოველთვის დიდ კითხვის ნიშანთან ასოცირდება, თუმცა ცოტა-ცოტა ყველაფერია მასში. რაღაც უარყოფითი ქმედების გამოვლენაზე, შენგან მშვიდ პასუხს იღებს ღიმილთან ერთად. - ,,ვერ იზავ მაგას” - და არ უჩნდება კითხვა: - ,,რატომ”
ასე რომ იყოს, ალბათ ვეტყოდი, კარგის დეგრადირება, ყველაზე ცუდზეც კი უარესია. ისე უდიდესი ადამიანური პრეტენზიაა, ან ახირებაც კი - კარგი ადამიანობა. არ ვიცი რამდენ კარგ ადამიანს ვიცნობ. აი პრეტენზიულებსა და უაზროდ ახირებულებს ძალიან ბევრს. . . - ,,მე მზად ვარ გაგიღო კარი…. . . “ - პირდაპირობა უიშვიათესი ადამიანების კანონია. კოდალასავით უკაკუნებს გულს, გაზაფხულის სურვილი. . . . ახლაც ისე თოვს, როგორც იმ წელიწადს, ოღონდ ულამაზოა, სიჩუმე მოკლებული თეთრი თოვლის ზღაპარი. ის ფიქრობდა, რომ ჩემი ხასიათის სისადავეში დაიჭერდა ურთიერთობის პოზიტივს და გადარეული, განზოგადებული შეხედულებებით დაიმორჩილებდა ცოცხალ ქაოსს. Bბევრი შეკითხვა, მოკლე ტექსტური პასუხები მრავალწერტილებით და ადამიანური პატარა თუ დიდი ინტრიგა. ობობა ყველაზე გენიოსი ცოცხალი არსებაა. ის რომ მსხვერპლის გასაბმელად ბადეს არ ქსოვდეს, ადამიანი ვერ მიხვდებოდა, როგორ გაეადვილებინა სასურველის წვდომა. . . . ვიტირებ! . . . ალბათ შეშლის ზღვართან ვდგავარ. სულს სხვა რამ უნდა, ტვინი კი მუშაობს ისე, როგორც ყოველთვის!....
* * * ყველაზე ლამაზი ის დღე იყო, როცა ქარი გიჟივით ქროდა და ვერ ატარებდა გულებს შორის დამუხტულ ველში. მან მისდაუნებურად აღიარა ამ დღის სილამაზე და საკუთარი სურვილების ქვეცნობიერი მიდგომა საუკეთესო მთავარსარდლობისათვის, მაგრამ დამარცხდა. . . ბოლო გაბრძოლება. . . ზამთრის სიცივე, უმთვარო ღამე, ძლიერი ხელების მარწუხები, სუნთქვის შეჩერება და სამყაროს მოპარული მისთვის - სასურველზე, პირველი ამბორი. . . . და ჩაწყდა ხიდი სასურველსა და შესაძლებელს შორის. ყველაფერს მისი ადგილი გამოუჩნდა, ადვილად გაიშიფრა ,,არაფერია მარადიულის” ყველა ტაბუ. ისევ დაერია ფაქიზ ილუზიას, მისი უჩინარი მტერი - ბინძური ვნება და ასვარა მის ფერებში. ასეთი ილუზიები ყოველწუთში გედება ფეხ-ქვეშ და თუკი მის სიბინძურეში დარწმუნდი, სულაც აღარ ურჩება მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის ის. ეს სამყაროს აშმორებული უძირო ტომარაა, რომელსაც ყოველწამიერად სიბინძურით ავსებენ, რომ არ დაიცალოს. Mმე სხვას ვეძებდი და სხვა შემრჩა ხელში, თუმცა შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა არ დავიჯერე - სულიერება იქ არ უნდა ეძებო სადაც გეუბნებიან რომ არ არის!
• * * - ,,დიდი ბავშვი, რომელსაც მოფრთხილება უნდა!”- არადა არ იციან, ისინიც ისეთივენი არიან, ვისაც შესწევს უნარი, მეორე ადამიანში, ბავშვობა დაინახოს. ისევ და ისევ…. . . . არაფერი შეცვლილა. მე, ფიქრები და სიმარტოვე. ერთადერთი, რაც ახლა მინდა, გაზაფხულია. მთას მივაშურებდი და იქ მე და სამყარო ვიქნებოდით ისე, როგორც შეყვარებული წყვილი. დიდი ხანია, ჩემს გონებაში ვალაგებ აზრებს. ვეძებ სიმშვიდეს საკუთარ სხეულში, რომ ისევ ის ვიყო, ვინც ვიყავი. . . . . მთელს ქვეყანაზე შეყვარებული ბავშვი. და მანადგურებს რეალობასთან თვალის გასწორება. როდის შემოვიდა ჩემში ზიზღი? თითქოს ამ შეგრძნებით გინდა მოიშორო ის ტკივილი, რომელიც შიგნიდან გრგღნის. თუმცა იმის შემდეგ ყველაფერი ისევ ისეთია , როცა მივხვდი რომ ჩემს წილ სივრცეში ვართ: მე, ფიქრები და სიმარტოვე.
• * *
-,,თოვლში თოვა. . . ფიქრი, ლამაზი ფიქრი. ფიქრი ქალზე, ფიქრი ნეტარებაზე. . . შობის ღამე. . . ლამაზი ღამე და ისევ ლამაზი ქალი, ოცნების ქალი. ვინ ვარ მე და რატომ ვარ ის, ვინც ვარ და რატომ მაქვს ლტოლვა იდუმალი, ნეტარი? შეგიძლია შენ ამაზე პასუხი მითხრა? . . . თუმცა არა ხარ ვალდებული მიპასუხო.” სიზმარში ნანახი ბოდვა და რეალობაში განხორციელებული ადამიანური აზროვნების იმ კუთხით მიბრუნება, რაც შინაგანად გინდა. . . და უცნაურია ის, რომ შენ ეს უკვე იცოდი რომ ასე იქნებოდა. მე შენი აზრები წავიკითხე, ფართოდ გახელილ თვალებში, როცა მზერა შიშის გამო, გამძაფრებული იყო. იქნებ აწი არც არასოდეს შეგეშინდეს, მაგრამ მე ვიცოდი, პასუხს იმისათვის მომთხოვდი რომ ის წამები დავინახე, რომელიც ძლიერ ადამიანსაც უდგება ცხოვრებაში ერთხელ მაინც. - ,, ნეტა შემეძლოს მზის სხივად გადავიქცე, რომ შენი ოთახის სარკმელში შემოვიდე. დაგხედო მძინარეს და ჩემი სითბოთი გაგითბო ლამაზი სახე. მერე უკან გავბრუნდები, ისე თითქოს არც კი ვყოფილვარ შენთან.” . . . და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიდიან, ფიქრშიც კი ყველაფერი მთავრდება როგორც სიცოცხლე, რადგან ადამიანური მოდგმის გამო, ვერ ვეზიარეთ მარადიულობას. შენ ვინ ხარ პრეტენზიულო არსებავ, როცა შეცნობილად სამყაროში არსებობს ბუნების კანონზომიერება და თავად სილამაზე გეუბნება: -,,მე ვბერდები!” ისევ სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ. . . . ლოდინი, ინტერესი, მცირედი ინტრიგა. - რა უფრო გაიმარჯვებს - გუშინდელი შედეგით მიღწეული, გაჩენილი წყენა, თუ მთვრალი გონება და ფიქრი ქალზე?. . . თუმცა ორივეს აქვს ახსნა და თავისებურად საინტერესოა საუკეთესო გონის რეაქცია შენგან სიჩუმეზე.
• * *
ძალიან მინდა გავიხსენო, რა იყო მანამდე?. . . მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებ, გონებაში აღდგეს ის დღეები, როცა რატომღაც საკუთრ თავს არ ეკუთვნოდი. -,, თუ ეს სიცოცხლე ხანმოკლეა, როგორც ამას ყველა აღიარებს, მაშინ ღირს, წამის მარადისობისათვის, დროს გამოსტაცო არა ბუტაფორია, არამედ ჭეშმარიტი გრძნობა. Mმერე თუ გინდა ყველაფერი გახდეს უფერო - სხვა სულერთია. მანაც ისევ ის თქვა, რაც მეორემ, ოღონდ ის პირველი იყო. - ,,ჩემი ოცნების ქალი”. მას ის შეეშალა რომ, ყველაფერი სულერთი ვერ იქნებოდა ისეთი ადამიანისათვის, ვისაც არ შეუძლია სულში ჩააფურთხოს იმათ, ვისაც პატივს სცემს. მერყევი ბუნება და ხისტი ხასიათი, მაგრამ შეფასებებში, ზოგჯერ გენიოსებიც ცდებიან, ვინაიდან გარეგანი თვალში საცემი თვისება ატყუებთ ,,საგნის” ნუ გგონიათ რომ იმ ოცნებას იცნობთ, რომელსაც სურვილს დაარქმევთ! ოცნება ხომ შეუხებელი შეგრძნებაა, მიმართულებას თუნდაც იმიტომ ვერ მისცემ, რომ ხელს ვერ კიდებ და გამუდმებით ცდილობს გონებიდან ის ამოიღოს, რაც არ გინდა, დამალული ან გადავიწყებული გაქ. მინდა რომ ვწერო ქარის მელოდიები, სამყაროს გალობა, დროის რითმები, სულის აღზევება დაცემა, ფიქრების ჩუმზე-ჩუმი ნაბიჯები, ზღვის ტალღებზე შემხტარ თევზებზე, თოლიების ფრთების შრიალზე და შენზე!. . . ისევ დამრია გაზაფხულის ნოსტალგიამ ხელი. მიყვარს სიცოცხლე, იმიტომ რომ ყოველ დილით ველოდები მზეს და მისი ხილვა მაგრძნობიებს, რომ ნამდვილად ღირდა ადამიანად მოვლენა. არავინ არ არის ვალდებული გამიგოს მე, უკიდეგანოა და ამავდროულად ჩარჩოებში მომწყვდეული ჩემი ოცნება. მე, მე ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ არ ვიცი, რა მისია მაქვს დედამიწაზე მოვლენით. არც ის ვიცი, რატომ ვარ დღეს ასეთი. მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და არც ეს არცოდნა მადარდებს, იმიტომ რომ თანდათან, წლები გამოკვეთავს, გამოძერწავს ჩემგან შექმნილ უხილავ სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს.
• * *
უცნაური მთვარე, ნათლისღების ღამეს, ამინდის შეცვლის მაუწყებელიაო - მაგრამ ამინდი ადამიანივით ჭირვეული გახდა. - ,,რას ჩაუთქვამ?” - არ ვიცოდი მთვარეს გულის საიდუმლოს თუ უმხელდნენ. -,, მე უფრო რომანტიუკული ვიქნები და ჩავიფიქრებ -ეპოვოს მთვარეს მზე, ელიოზს ნატვრისთვალი და . . . .” ერთმანეთამდე გზებით მივდივართ, იმ გზებით რომელსაც ვეძებთ და თანდათან ვაშენებთ. Eესეიგი გამოდის რომ, თუ არ დაიღლები, ყველა ადამიანი იპოვის იმასთან მისასვლელ გზას, ვისთანაც გინდა. -,,ცხოვრება ლაბირინთია”. . . . ზოგჯერ არის ისე რომ გამოინათებს, ზოგჯერ ბურუსში ხარ გახვეული და ამ დროს ეძებ გზის გამკვალავ მნათობელ შუქურას!. . . ,,-მე ვერ ვიქნები შუქურა, იმიტომ რომ ციცინათელასავითა ვარ და სწორი გზის ორიენტირად ვერ გამოვდგები.” ,,- რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი საიდან ამდენი?. . . “ . . . და ამ დროს ის სულაც არ იცნობს ცოცხალ ილუზიას. ,, - რომ შემეძლოს, საკუთარ თავს ნაცემი ძაღლივით გარეთ გავაგდებდი, თუმცა ჩემი სული კარგხანია გარეთ დაეხეტება და ვერაფრით მოვახერხე მისი სხეულში ჩასახლება”. ,, - ალბათ შენს მოხეტიალე სულს, ჩემი გადააწყდა, მოეწონა და შეეჩვია”. .. ნუთუ შეიძლება იტყუებოდეს ყველაფრისა და არაფრისმთქმელი ფრაზები? იქნებ ჭკვიანს ეხერხება ლამაზი ტყუილი? ცისარტყელას შვიდივე ფერსაც შეიძლება დასწამო სიცრუე, მისი წარმოქმნის გამო- მზის სხივის გარდატეხა სევდიან ღრუბლებში. . . მაგრამ ის ჩნდება რათა გვამცნოს - ღრუბლისფერობიდან შეიძლება შეიქმნას სინატიფე და პირიქით. შეიძლება დიდი მონდომებით ააშენო იმასთან მისასვლელი გზა, ვისთანაც ესწრაფვი მიახლოებას, მაგრამ არასოდეს მოგივიდეს აზრად, მასთან მისულმა დაანგრიო შენი შექმნილი უკან მოტოვებული, რა იცი ამ ხნის მანძილზე რად იქცა ის?! უარი რომ გითხრას და კარი ცხვირწინ მოგიხუროს, იმ წერტილისაკენ უნდა დაიწყო უკან სვლა საიდანაც დაიწყე. ეგ რომ არა, უფრო აირევა ადამიანური მისამართები და მარტოსულები, უფრო ადვილად გადააგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს უსასრულობის ჯერ არცნობილ სასრულებაში სახეტიალოდ.
• * *
. . . როგორც იქნა გაზაფხულდა. . . . არფერი არ შეცვლილა, ისევ მე, ფიქრები და სიმარტოვე. . . და კიდევ. . . გაზაფხული, რომელსაც ასე ძალიან ველოდი, თითქოს მთელი ცხოვრება. . . არადა მართლაც მთელი ცხოვრება გავიდა მგონი. . . ჩვენ აუცილებლად წავალთ მთაში!... . .
…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ჰო გეთანხმები. კარგია ზუსტად აღიქვი ის, რომ სიუჟეტური მთლიანობა არ აქვს. ვერც ექნება. იმიტომ რომ განვლილი დროიდანაა კადრები ამოჭრილი. ,,ის", ,,მან", ორი სხვადასხვაა და არა ერთი მთლიანი. შესაბამისად შეგრძნებებიც სხვაა და ერთი მთავრდება მაშინ, როცა მეორე იწყება. გმადლობთ ყველას! ჰო გეთანხმები. კარგია ზუსტად აღიქვი ის, რომ სიუჟეტური მთლიანობა არ აქვს. ვერც ექნება. იმიტომ რომ განვლილი დროიდანაა კადრები ამოჭრილი. ,,ის", ,,მან", ორი სხვადასხვაა და არა ერთი მთლიანი. შესაბამისად შეგრძნებებიც სხვაა და ერთი მთავრდება მაშინ, როცა მეორე იწყება. გმადლობთ ყველას!
11. არის საინტერესო,კარგი წასაკითხი, საკმაოდ კარგი ფრაზებით შემკობილია, მაგრამ სიუჟეტის მთლიანობა არ ჩანს, , დანაწევრებული კადრებია ,ერთმანეთის შეუსაბამოში მოყვანილი, ცალ-ცალკე კი ბევრი რამ კარგად გიწერია. ალბად შენ მოხეტიალე სულს, ჩემი გადააწყდა, მოეწონა და შეეჩვია-შესანიშნავია მაგრამ აი ეს:" ყველაზე ლამაზი ის დღე იყო, როცა ქარი გიჟივით ქროდა" ? თქვენ გონიათ "გიჟები" (გიჟები ,როგორც თქვენ ამბობთ) დაქრიან? არა არის ისეთი (გიჟები) ადგილიდან, რომ არ იძვრიან და ერთ პოზაში არიან 24 საათი, როცა ტერმინებს შეეხები, მგონი უმჯობესი იქნება ლიტერატურული ენით გამოვხატოთ, ++ არის საინტერესო,კარგი წასაკითხი, საკმაოდ კარგი ფრაზებით შემკობილია, მაგრამ სიუჟეტის მთლიანობა არ ჩანს, , დანაწევრებული კადრებია ,ერთმანეთის შეუსაბამოში მოყვანილი, ცალ-ცალკე კი ბევრი რამ კარგად გიწერია. ალბად შენ მოხეტიალე სულს, ჩემი გადააწყდა, მოეწონა და შეეჩვია-შესანიშნავია მაგრამ აი ეს:" ყველაზე ლამაზი ის დღე იყო, როცა ქარი გიჟივით ქროდა" ? თქვენ გონიათ "გიჟები" (გიჟები ,როგორც თქვენ ამბობთ) დაქრიან? არა არის ისეთი (გიჟები) ადგილიდან, რომ არ იძვრიან და ერთ პოზაში არიან 24 საათი, როცა ტერმინებს შეეხები, მგონი უმჯობესი იქნება ლიტერატურული ენით გამოვხატოთ, ++
9. ვახ საინტერესო იყო ! +2! სამწუხაროა რომ ძალიან ცოტა მკითხველი ყავს პროზას! ვახ საინტერესო იყო ! +2! სამწუხაროა რომ ძალიან ცოტა მკითხველი ყავს პროზას!
8. აი ეს კი ყველაზე კარგია აი ეს კი ყველაზე კარგია
7. გულწრფელია, სიამოვნებით წავიკითხე გულწრფელია, სიამოვნებით წავიკითხე
6. საოცრად ძველი, მაგრამ იყოს. . . ,,ჩემი ოცნების ქალი”. მას ის შეეშალა რომ, ყველაფერი სულერთი ვერ იქნებოდა ისეთი ადამიანისათვის, ვისაც არ შეუძლია სულში ჩააფურთხოს იმათ, ვისაც პატივს სცემს. ჩვენ აუცილებლად წავალთ მთაში!. გაზაფხული, რომელსაც ასე ძალიან ელოდები, აუცილებლად მოვა!!! საოცრად ძველი, მაგრამ იყოს. . . ,,ჩემი ოცნების ქალი”. მას ის შეეშალა რომ, ყველაფერი სულერთი ვერ იქნებოდა ისეთი ადამიანისათვის, ვისაც არ შეუძლია სულში ჩააფურთხოს იმათ, ვისაც პატივს სცემს. ჩვენ აუცილებლად წავალთ მთაში!. გაზაფხული, რომელსაც ასე ძალიან ელოდები, აუცილებლად მოვა!!!
5. "და მან ვერ მიხვდა" ---> ეს აჭარიზმია, უნდა ჩასწორდეს: "და ის ვერ მიხვდა" ,,ვერ იზავ მაგას” ---> "ვერ იზამს მაგას"
ეს და კიდევ რამდენიმე კორექტურა და სასვენი ნიშნებია მისახედი და მშვენიერი, აზრიანი, შინაგანად ღრმა ნაწერია და წარმატებებს ვუსურვებ ავტორს! 555 "და მან ვერ მიხვდა" ---> ეს აჭარიზმია, უნდა ჩასწორდეს: "და ის ვერ მიხვდა" ,,ვერ იზავ მაგას” ---> "ვერ იზამს მაგას"
ეს და კიდევ რამდენიმე კორექტურა და სასვენი ნიშნებია მისახედი და მშვენიერი, აზრიანი, შინაგანად ღრმა ნაწერია და წარმატებებს ვუსურვებ ავტორს! 555
4. და მან ვერ მიხვდა, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო, მისი აქილევსისი ქუსლი!. <<აქ გასასწორებელი დაგრჩენია :)
რაღაცნაირი, მსუბუქი სუნია ხოლმე შენთან :) და მან ვერ მიხვდა, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო, მისი აქილევსისი ქუსლი!. <<აქ გასასწორებელი დაგრჩენია :)
რაღაცნაირი, მსუბუქი სუნია ხოლმე შენთან :)
3. დიდია, მაგრამ სიამოვნებიტ შემომეკითხა,ნუც, აუცილებლად მოვბრუნდები კიდევ აქ. 5:) დიდია, მაგრამ სიამოვნებიტ შემომეკითხა,ნუც, აუცილებლად მოვბრუნდები კიდევ აქ. 5:)
2. კარგი ლალი. ბრახ და. . . გადართე . . . ოღონდ პულტს ბატარია არ დაუჯდეს :) (ანუ ზრდილობიანად ეს ნიშნავს თუ წაიკითხავ მესიამოვნება) კარგი ლალი. ბრახ და. . . გადართე . . . ოღონდ პულტს ბატარია არ დაუჯდეს :) (ანუ ზრდილობიანად ეს ნიშნავს თუ წაიკითხავ მესიამოვნება)
1. რაღაც კარგი ჩანს. ოღონდ მერე წავიკითხავ.
აი პულტით რომ რთავ არხებს და ბრახ ერთი კადრით რომ ხვდები ღირს ამ კინოს ყურებაო..
აი ისე აქაც:) რაღაც კარგი ჩანს. ოღონდ მერე წავიკითხავ.
აი პულტით რომ რთავ არხებს და ბრახ ერთი კადრით რომ ხვდები ღირს ამ კინოს ყურებაო..
აი ისე აქაც:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|