ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ნოემბერი, 2010


ათასმეერთე

მჯერა,
რომ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები
და ათას რამეზე ფიქრობ,
ათასმეერთე მე ვარ,
და ოდესმე აუცილებლად მოვხვდები ძირითად ნაკადში.
ხოლო რადგან მოვხვდები,
აუცილებლად დავილექები ვიწრო თასში,
მარცხენა მხარეს,
რადგან როცა საქმე შენ გეხება,
მე შემიძლია ვიყო ყველაზე პატარა,
ვეებასთან ერთად...
და თუ ასე მოხდა,
მე და შენ,
ცულის პირზეც დავეტევით...
მჯერა,
ნამდვილად ასე იქნება....





                                                                                                                                                        __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები