ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2010


მსხვერპლი

                                ( თამარ ბუკიას  და სერგეი  ნეველის  ერთობლივი  ნაწარმოები)
                                                   
      როდესაც ტაქსი თვალს მიეფარა, რაიმონდმა გაიღიმა და უფრო მაგრად ამოიკეცა საყელო. სციოდა, თუმცა ეს სულ არ აწუხებდა, – ის მორიგ მსხვერპლს ეძებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ დღეს არაფერი გამოუვიდოდა.
მას ბნელი ქუჩა მობეზრდა და პროსპექტზე გადაუხვია. აქ ხალხი ისევ მოძრაობდა. რაიმონდს მოეჩვენა რომ ყველა სადღაც მიიჩქაროდა.
– რა თქმა უნდა, ცივა, იდიოტო! – უთხრა საკუთარ თავს და მეტროში ჩაყვინთა.
                                          *                                        *                                              *
ესკალატორზე ქალი დალანდა... მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში კიდევ უფრო ლამაზად ჩანდა მისი მაღალი და ლამაზი ფეხები. ზევით ააყოლა თვალი, – ქვედაბოლო საკმაოდ ღრმად იყო შეჭრილი უკანა ნაკერზე... წვრილი წელი განიერი ქამრით ჰქონდა გამოკვეთილი... მოლურჯო–მწვანე ელასტიური ქსოვილის ბლუზა სხეულს ეკვროდა...
– ნუთუ ესაა ჩემი მორიგი მსხვერპლი? რაღაც არ ეტყობა, რომ მასაც სციოდეს... იქნებ ნერვიულმა კანკალმა ამიტანა? – ჩაეცინა...
მატარებელთან მივიდნენ. რაიმონდი იმავე ვაგონში შევიდა, სადაც  ქალი. თან თვალს არ აშორებდა. თითქოს თვალებით უპირებდა გაბურღვას.
ქალი გრძნობდა ვიღაც უცნობი მამაკაცის დაჟინებულ მზერას და ქალური კმაყოფილება აღებეჭდა სახეზე.
ვაგონი  სადგურს მიუახლოვდა. ქალმა მამაკაცს მოხედა, თითქოს შეამოწმა, ისევ მიყურებს თუ არაო და... ბაქანზე გადავიდა.
რაიმონდმა ხალხის ტალღა მუჯლუგუნებით გაარღვია და ისიც ბაქანზე აღმოჩნდა. მის უკან ხმაურით დაიკეტა ვაგონის კარი. ფეხს აუჩქარა, რადგან ქალი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა გასასვლელისკენ.

ქალი მეტროდან გავიდა და ავტობუსის  გაჩერებისკენ აიღო გეზი. რაიმონდი ფეხდაფეხ მიჰყვა. ხელიც კი შეაშველა ავტობუსში ასვლის დროს და მის გვერდით დადგა. ქალს დამათრობელი სურნელი ასდიოდა. ხარბად შეისუნთქა ქალის სურნელი. სახეზე ემჩნეოდა, რომ მხოლოდ ამ ქალით იყო დაკავებული მისი გონება.
– გამატარეთ...– გაუბედავად ჩაილაპარაკა ქალმა და დიდი მოლურჯო თვალები შეანათა რაიმონდს.
რაიმონდი ავტობუსიდან ჩავიდა და ისევ ხელი შეაშველა ქალს. ქალმა სიამოვნებით მიიღო ეს დახმარება, მაგრამ შენიშნა, რომ მამაკაცი ხელს აღარ უშვებდა.!...
– გამიშვით ხელი, – უმწეოდ აახამხამა თვალები.
– გვიანია, გაგაცილებთ! – ყრუდ ჩაილაპარაკა რაიმონდმა და ქალის იდაყვი მტკიცედ დაიჭირა ხელში,

ქალი მიხვდა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და გვერდით გაჰყვა.
– მოვედით, – ჩუმად თქვა ქალმა ერთ–ერთ სადარბაზოსთან.
– ჰოდა, ძალიან კარგი... – რაიმონდი ბოროტად იღიმებოდა. ის თავის სტიქიაში იყო.
.....................................................................................................................................................................................................
.....ქალი კივილს განაგრძობდა. რაიმონდს არც გაუგია, როდის აკივლდა ქალი. ის მხოლოდ მოვლენის ბოლოს გამოერკვა, როცა მოახრჩო და ავტომატურად მიხურა სადარბაზოს კარი.

სადარბაზოში თბილოდა და მყრალი სუნი იდგა. რაიმონდმა ქალის უსიცოცხლო სხეული ფრთხილად ჩაიხუტა და სარდაფისკენ ჩააბიჯა.
აქ სიმყრალე ძლიერდებოდა და გრილოდა.

რაიმონდმა გვამი სარდაფის იატაკზე დააწვინა და ქალის ჩანთას წაეტანა. მერე ნერვიულად გადმოაბრუნა  და მისი შიგთავსი პირდაპირ იატაკზე წამოყარა.
ჩანთაში საინტერესო არაფერი აღმოჩნდა, მხოლოდ მომცრო საფულე, , კოსმეტიკის ნაკრები, საკრედიტო ბარათი და სათვალე...
რაიმონდი დაიხარა და ქალს სათვალე მოარგო. ქალის თავი შეირხა და რაიმონდს ერთი წამით მოეჩვენა რომ ქალი ცოცხალი იყო, თუმცა მხოლოდ წამით. მან თავი გადააქნია და ისევ მოხსნა სათვალე. მერე ჯიბეში ჩაუდო...
– ნამდვილი დემონი ხარ, რაიმონდ, – ჩაესმა ქალის ხმა.
– ნამდვილი დემონი ხარ....... რაიმონდ, – გაიმეორა რაიმონდმა ხმამაღლა.
“ნამდვილი დემონი“... ექოდ გამოსძახეს ბინძურმა კედლებმა, შორს რომ იყვნენ და არ სჩანდნენ...
“დემონი“...– ჩაიჩურჩულა ჭერმა.

რაიმონდმა თავში ხელები წაიშინა. ამით ის ყოველთვის რაღაც წუხილისმაგვარს გამოხატავდა  ხოლმე. ეს მისი რეაქცია იყო.
– მე ხომ დაგიბრუნე სათვალე, დაგიბრუნე!... – ჩაილაპარაკა რაიმონდმა და ძირს ჩაჯდა.

.....ღამის 3 საათი სრულდებოდა. სადარბაზოს კარს გარედან ქარი აზანზარებდა. ვირთხები წრიპინებდნენ, რაიმონდი კი იჯდა ჭუჭყიან იატაკზე და ვერ გაეგო, აქ როგორ აღმოჩნდა. ბოლოს აზრები მოიკრიბა და გარეთ გამოვიდა. მას ახლა სახლში მიეჩქარებოდა და საოცრად კარგად გრძნობდა თავს.



  13.11.2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები