ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2008


სამშობლო ერთადერთია

მამულისათვის დაცემულს,
ნათელი ადგას, მაღლდება.
ამბავი მისი  გმირობის,
არასდროს არ დამთავრდება.

ამბავი მათი გმირობის
საუკუნეებს გაყვება,
ალგეთში მგლების ლეკვები,
კვლავაც რომ დაიბადება.

ჩვენს ზევით მამა ღმერთია,
დაბლა ღრიალებს არაგვი,
სამშობლო ერთადერთია,
და არ დავუთმობთ არავის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები