ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2010


წარმოდგენა იწყება (XVIII ნაწილი)


ორი საათია, რეჟისორი კი არ ჩანს. სხვა დროს ყოველთვის პირველი მოვიდოდა და გველოდა, დღეს პირიქით - ჩვენ ველოდებით. ყველანი დარბაზში ვართ, ზოგი ჭორაობს, ზოგი უბრალოდ ფანჯრიდან იყურება. მე `მსოფლიო სპორტს~  ვკითხულობ, ჯიგარია ეს ქეცბაია ტო... პროსტო მაგარი ჯიგარია, ზედიზედ რვა წაუგებელი თამაში, ბოლო კი სლოვენიას მოუგო სტუმრად, რომელიც რეიტინგში მეთხუთმეტეა. ჩვენ ახლა კი ვართ სამოცდამეთვრამეტე, წლის დასაწყისში მგონი ასოცდამეერთე ვიყავით. თან ეს სლოვენია ბოლო მუნდიალის მონაწილე: ალჟირს მოუგო, ამერიკასთან ნიჩია და ჩენ კი გასვლაზე  ვუგებთ...  თან როცა ძირითადი სასტავი ყავდა, ჩვენ კი ექვსი ახალი კაცი...
ბარამს ვეუბნები, არზრზე ხარ, სლოვენიას ორ წუთში ორი გოლი გავუტანეთ-მეთქი, ის მეუბნება, კი მაგრამ დანარჩენი ოთხმოცდარვა წუთი რას ვაკეთებდითო?! ამას ახლა ნინის მეტი არავინ აინტერესებს, დარბაზში ჩემს უკან ზიან, მტრედებივით ღუღუნებენ და გონიათ საერთოდ მარტონი არიან...
-  იცი ბარამ, სულ პატარა რომ ვიყავი, რას ვუყურე, გითხრა?! - ეს ნინი ებაასება ბარამს.
-  ხო, აბა?
-  ოღონდ არ დამცინო ხო?
-  კარგი რა!? რატო უნდა დაგცინო?
-  სოფელში ვიყავი ბებიასთან და  ვხედავ მამალი  ახალ ვარიას მისდევს. ჯერ მიკვირდა რა უნდა, ალბათ საჭმელი წაართვა ან მოპარა-მეთქი...
-  შენ თუ იცი ამ დროს რომ გარბის, დედალი რას ფიქრობს?
-  არ მახსოვს, მგონი წამიკითხავს სადღაც!
-  ფიქრობს ძალიან ჩქარა ხო არ გავრბივარო!
-  ხო, გამახსენდა... და მამალი რას ფიქრობს?
-  მამალი ფიქრობს, არ გამხვითქა ოფლში... ეცი ახლა ქალს პატივიო!
-  საზიზღარო...
-  ბარამ, ფრინველებს საოფლე ჯირკვლები არ აქვთ! - ჩავერთვე მე...
-  ვა, გუჩი აქ ხარ? - იცინის ბარამი, - ხო, მერე დაეწია?  - ისევ ნინის მიუბრუნდა...
-  არ გეტყვი, მრცხვენია...
მგონი ნინის ჩემი ერიდება...
-  ხო, კარგი მე არ გისმენთ... - ერთი რიგით წინ გადავჯექი. თუმცა რა იქაც მესმის რას საუბრობენ...
-  ქათმების ამბავის თქმა გრცხვენია?! - უკვირს  ბარამს.
-  კაი ხო, გეტყვი,  მაშინ ვერც ვხვდებოდი რა უნდოდა, ნუ დაეწია  და ისა უქნა...
-  მოჩინჩლა ესე იგი...
-  აუცილებლად უნდა თქვა?
-  ხო კარგი - არ ვამბობ! მერე?
-  ხოდა მერე მამალმა  რომ თავი დაანება, ეს საწყალი ვარია მივა ხესთან,  მიეხეთქება, ან თავს მიწას ურტყამს, თითქოს უნდა სუიციდი ჩაიტაროს...
-  ვა, მართლა? ნეტა რატო?!
-  შეიძლება შეყვარებული ყვინჩილა ყავდა ამ ვარიას!
-  კაი რა,  ქათმებმა რა იციან სიყვარული...
-  გეგონოს!  ალბათ პირველი იყო იმ ვარიასთვის, ხო?!
-  მე რა ვიცი!
-  ვფიქრობ, ალბათ მოიკლავს თავს-მეთქი!
-  არა, გოგო, ამისთვის თავს ვინ იკლავს!
-  საზიზღარო!
-  კაი, ხო... მერე რა ქნა, მოიკლა თავი?
-  არა, გადაუარა მერე ეტყობა დარდმა!
-  აბა რა გითხარი!
-  ხო კიდე მოგიყვე რაღაც?! 
-  ხო, აბა მოყევი!
-  ფენიას რო უთხრა ინდიკომ, მოვალ სახლში, მაგრამ არა მგონია ჩემი მოსვლა გაგიხარდესო!
-  ვერ მივხვდი!
-  ეს ფენია და ინდიკო ცოლ-ქმარია, ბებიას მეზობლებია - მოხუცები არიან უკვე. ერთხელ  ავტობუსით მივდივართ, ტევა არ არის. ფენია ზის და ინდიკო ფეხზე დგას, თან ნასვამია ეტყობა, ცოტა წინ ვიღაც მეზობელს ესაუბრება. ამ დროს ამოდის რუნდუკი...
-  რუნდუკი რა არის? 
-  სახელია, მეზობელია ისიც და ცოტა ენა ეშლება, ცოტა არა, ძალიან ეშლება!
-  მერე?!
-  მერე დაინახა ეს ფენია და ეუბნება, დააამპატიჟებელი ვარო... ფენია გაკვირვებული უყურებს.  რუნდუკი ეუბნება: შეეენი მეზზზოოობელიიი... ანუ  უნდა ვიღაცასთან დააბაროს რომ დაპატიჟებულია და ვერ უხსნის... ინდიკო იქედან ხედავს, რომ მის ცოლს ვიღაც ესაუბრება, ვერ ხედავს რომ რუნდუკია და ეჭვიანობს და ყვირის, ვინაა იგი  კაცი, რა უნდა ჩემს ცოლთანო... მერე  ხალხი ვერ გამოარღვია და ყვირის იქედან, ვინ ხარო კაცო შენ ვინო... მერე იცნო. უფ,  რუნდუკი შენ ხარო? შენ ელაპარაკე აბა თუ გააგებინებ რამეს მაგასაც ვნახავო! იცინის მთელი ავტობუსი.  ერთი კაცი  შეწუხდა ამ ყვირილ-სიცილში და ინდიკოს ეჩხუბება, რა გამიყრუე ყურებიო... ამაზე ინდიკო მთლად გადაირია, ერთ ადგილას მკიდიხართ სუყველაო... ხალხი იმის მაგივრად გაბრაზდნენ, კიდევ იცინიან... ერთი ქალი ეუბნება, ინდიკო, თუ კაცი ხარ ჩამომხსენი, ჩავდივარ ახლა მეო და მძღოლს უძახის გამიჩერეო...  ქალი მსუქანი იყო და რომ ჩასულიყო, ჩაიყოლა ნახევარი ავტობუსი... ჩავიდა ინდიკოც და მისი მოსაუბრე კაციც და მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდნენ და იქ აგრძელებენ საუბარს - ინდიკო უკან არ ამოდის... ფენია ეძახის, ამოი ინდიკო ავტობუსში, წავიდეთ, მიდის ავტობუსიო... ინდიკო იქედან ეუბნება: წაი შენ და მოვალ მე, მაგრამ არა მგონია გაგიხარდეს ჩემი მოსვლა სახლშიო...
-  არა მგონია სასაცილო ყოფილიყო აქ რამე! - იცინის ბარამი.
-  ნუ იცინი თორემ არ მოგიყვები!
-  კარგი არ ვიცინი,  მერე რა მოხდა?!
-  არ გამოყვა ავტობუსს ინდიკო, დარჩა.  ეს ფენია მეზობელი იყო ჩემი, ერთად ჩამოვედით მის სახლთან და მე ვკითხე ფენია ბებია, გეჩხუბებათ ახლა რომ დაბრუნდება ინდიკო-მეთქი?! გაიცინა - დეიღუპა მაი საცხა, სულ არ ეხსომება რამე რომ მოვა.  ასე, ხალხშია ყიამყრალი,  სახლში კი რომ მოვა თაფლი და შაქარიაო... 
ბაცო შემოვიდა ამ დროს დარბაზში, სამის ნახევარი იყო უკვე. თავის მაგიდასთან არ მისულა,  პარტერში ჩამოჯდა კიდურა სკამთან... გოგოები მიცვივდნენ, მოხდა მას რამეო, ეკითხებიან. ხელი ჩაიქნია: ეჰ, არაფერი რა უნდა მომხდარიყოო! რადგან შეგაგვიანდა, შეგვეშინდა, რამე ხო არ შეემთხვა, ვფიქრობდითო რაღაც ეტყობა მართლა მოხდაო, არ მოეშვნენ. არადა, `ეჰ~ რადგან თქვა, ანუ იასნია, რაღაცა მოხდა, თან ნიტო...
თქვა, დანა-ჩანგალი და თეთრეული წაუღიათ სახლიდანო.
საერთოდ კარს იშვიათად ვკეტავთ, ჩემ ქმარს ხო საერთოდ გასაღები არც აქვსო...
დღესაც ღია იყო და აჰა...
მაღაზიაში ვიყავი ცოტა ხნით, მოვედი და... მამაძალი, კარს უკან მდარაჯობდა ის ვიღაცა? …კიდე კარგი სახლში ბავშვი და არც არავინ არ იყო, ალბათ იცოდა, რომ არც არავინ არ იყო...
`აბიდნა სლუში~... ხო იცით, თავზე რომ დაამხობენ კაცს ყველაფერს, ისე ვარო...
მეწყინა, ასე მეგონა მე დავკარგე რაღაც.
ბაცო, რა უბანში ცხოვრობო - ბარამმა  ჰკითხა...
რად გინდა ბარამ იმის გაგება, სად ვცხოვრობ,  სტუმრებს მაინც ვერ ვღებულობ, დანა-ჩანგალი არ მაქვს სახლშიო... – გაიცინა...
ეს ისეთი ღიმილი არ იყო, გულიანი... მოწყენილი ღიმილი იყო, ანუ იღიმი მაგრამ გემჩნევა, რომ მოწყენილი ხარ...
გუნებაზე რომ არ იყო იმაზეც შეეტყო, ბარამს რომ სახელი  დაუძახა და არა მალხაზა...
არა, იქნება მეზობლები ვართ და  მე გათხოვებდი დანა-ჩანგალს, თუმცა ისედაც არაა პრობლემა, თუ გნებავთ, სახლიდან მოგიტანთო, - ბარამმა.
გაგიჟდი, შენი დანა-ჩანგალი რად მინდა, დანა-ჩანგლის მომგონის დედაც ვატირე, საჭმელი - თუ იქნა ხელითაც შეიჭმებაო. მე ეს კი არ მაწუხებს, დანა-ჩანგლის მეტს რას ვიშოვნი, ის მაინტერესებს ვინ იყო, არ მინდა ვინმე ნაცნობი იყოს, ანუ ისე არ მიცხოვრია, როგრც ვფიქრობდიო-თქვა...
მერე რეზიმ Hჰკითხა:
-  ეტყობა რაღაც კიდე წაუღიათ!?  მარტო დანა-ჩანგლის გულისთვის არ შეწუხდებოდით მას ასე?
-  ადამიანო, მე იცი რაზე ვწუხვარ, სახლში რომ ვიღაცა შევიდა და რაღაცა აიღო. ისე  საქორწილო ბეჭედი გაუყოლებია Yთუ გაუყოლებიათ.  ერთად ვიყიდეთ მე და ჩემმა ქმარმა, თითქმის საერთოდ არ ვიხსნი. მაინც და მაინც დღეს დილით მოვიხსენი და დავტოვე სარკესთან და ამაზეც მწყდება გული!
გოგოებმა, პატრულს თუ უთხარითო...
არაო, სირცხვილით სად გამოვყო თავი არ ვიცი, პატრულს  როგორ ვეტყოდიო...
მეგონა მომეყურა – სირცხვილი რა შუაში იყო, მოპარეს და თვითონ რცხვენოდა...
ის კი არა სახლშიც არ იციან ჯერ და როგორ შევაპარო ჩემებს ესეც არ ვიცი, არა უშავს რამეს მოვიფიქრებო.
მაინც ვის უნდა წაეღოო, თქვენ როგორ ფიქრობთო, - ძალიან ჭკვიანური კითხვა დაუსვა ნათიამ.
ეჰ, აბა რა ვიცი შვილო, ერთადერთი იმედია ისეთმა ვინმემ წაიღო, რომელიც არ იცნობდა ჩვენ ოჯახს, თორემ თუ იცნობდა და ისეთმა წაიღო, ანუ ღირსიც ვყოფილვართ რომ გაგვქურდესო...
ვსიო, მორჩა, საქმეს მივხედოთ - ისედაც დავაგვიანეო...
თავის სარეჟისორო მაგიდას მიუჯდა და რეპეტიციაც დაიწყო...
მგონი სულ დაავიწყდა ყველაფერი, ისევ ისეთი ბაცო იყო, ცეცხლიან-ქარიშხლიანი...
თითქოს არც არაფერი დაკარგვოდეს...


*  *  * 

რეპეტიციის მერე ბარამმა გუჩი ერთად წავიდეთ, არ გამეპაროო. …
კარგი-მეთქი...
ჯერ ნინი მარშუტკაში ჩავსვით... ბარამს ვეუბნები, გავაცილოთ-მეთქი... არა, სხვა საქმე მაქვსო... ხო გცალია ერთი საათი, უნდა წამომყვეო...
კი და სად მივდივართ-მეთქი.
ჯერ არ ვიციო... ვერ არი! ახლა ინსტიტუტის შესასვლელს მოვცილდეთ და ბაცოს დაველოდოთო...
და ბაცოს რატო-მეთქი
მერე გეტყვიო...
მართლაც მოვცილდით ინსტიტუტის შესასვლელს. ასი მეტრის მოცილებით დავაყენე მანქანა. ცოტა ხანში ბაცო გამოვიდა... როგორც ყოველთვის სულ ბოლოს...  და მარტო...
იქვე გამოვლილ სამარშუტო ტაქსს ხელი დაუქნია და ჩაჯდა... 
ჩვენც უკან მივყევით...


*  *  * 


რას აპირებ-მეთქი-ვეკითხები...
ბაცო უნდა მოვიტაცოო - იცინის!
შენ ვინც მოსატაცებელია, იმას მიხედე-მეთქი!
აი ახლა ამ მარშუტკას გავყვეთ და ბაცოს ჩამოსვლა არ გამოგვეპაროს, ოღონდ არ მიუახლოვდე, არ შეგვნიშნოსო. 
გიჟია. რაღაცა მოიფიქრა.  ან ეს კუკუ-დამალობანა რად უნდა. აბა გიჟს რას გაუგებს, რას ფიქრობს.  ალბათ Dდღევანდელ ამბავზე უნდა რამე გაარკვიოს...
ასი მეტრით უკან მივყვებოდით მარშუტკას, გააჩერებდა, ჩვენც ვაჩერებდით, ვაკვირდებოდით ვინ ჩამოვიდოდა. დავრწმუნდებოდით,  რომ ბაცო არ ჩამოდიოდა და ისევ უკან მივყვებოდით...
-  გამოძიებას იწყებ? - ვეკითხები.
-  პროსტა მაინტერესებს რა, რა თესლი უნდა იყოს კაცი ბაცოს რომ რამე მოპარო!
-  ხო, შენი ლოგიკით კაცს ვერ უქურდია, ბაცო რა, ყველა ცოდო არ არის?
-  მოიცა რა, რამდენი ახვარი დადის, ადექი და თუ ტრაკი გაქვს იმათ მოპარე... 
კიდე გაჩერდა მარშუტკა. ახლა უკვე ბაცო ჩამოვიდა და იქვე გზის პირას მდგარ კორპუსში შევიდა...
-    გუჩი, აქ სადღაც უზბეკა არ ცხოვრობს...
-    ხო,  მეათეში...
მანქანიდან გადმოვედით და უზბეკას კორპუსისკენ ფეხით წავედით.  უცებ ბარამმა ჩაიმუხლა, თასმას ისწორებდა ფეხსაცმელზე. პატარა პარკთან ბიჭები იდგნენ, გზის მეორე მხრიდან ვიღაც ტიპი ბარბაცით გადმოდიოდა... მე რომ გამისწორდა, გამომელაპარაკა...                                   
-    გაუმარჯოს, მე შენ მიცნობ?!
-    არა...
-    ხოდა მე შენ მიყვარხარ! დაარტყი თათი... - ხელი გამომიშვირა...
ვაიმე, ამიხდა ოცნება, არა და როგორ ველოდი, ზუსტად ამის შეყვარება მინდოდა ახლა. წესით ახლა უნდა დავარტყა, თათზე არა, ცხვირში უნდა მივარტყა, მაგრამ მერე იტყვიან მთვრალი იყო, ბიჭო, გეხუმრაო... ბარამიც დამეწია ამასობაში და სიცილით კვდება... რას ავვარდი, იანგლოს რა - მთვრალია, მართლა ხო არ დავარტყამ ამისთვის...  უცებ ბიჭებს უზბეკა გამოეყო...  ჯერ  ბარამს გადაეხვია, მერე მე... მერე იმ მთვრალს ეუბნება, მე რომ მითხრა მიყვარხარო...
-  შენა, შეჩემა, რა გაატრაკე ტო,  გიყვარს არა ტოროლა...
-  რა იყო,  გრეხია?! შენც  მიყვარხარ, უზბეკა შე ლომო ოღონდ დედას გაფიცებ არ დამარტყა...
-  ხო კარგი, მალაპარაკე ახლა ამ ხალხთან... 
წავიდა ეს მთვრალი, იქვე გოგომ გამოიარა და ახლა იმას უთხრა მიყვარხარო,  გოგომ ამრეზით გამოხედა, მერე ბიჭებისკენ წავიდა ის მთვრალი ბორძიკით, ჩვენ მანქანაში დავჯექით...
-    ბიჭებო, გინდა ჩემთან ავიდეთ... ჰა, როგორ ხართ ძველებო...
-    არა, სხვა დროს, - იუარა ბარამმა და გააგრძელა,  - მისმინე, ბაცოს იცნობ? -
-    რეჟისორს?! …მეზობელია ტო - ტატოს დედა. ჯიგარი ქალია, რატო მეკითხები, მოხდა რამე?!
-    მოხდა!
-    ხოდა თქვი რა მოხდა, რას წელავ ტო!
-    გაუქურდავთ...
-    და შენ რა იცი რო გაუქურდავთ...
-    თვითონ თქვა!
-    ვა, შენ დადიხარ ასე და ვის რას მოპარავენ იმას იკვლევ?!
-    კარგი რა, უზბეკა ტო, რას ატრაკებ, ვიკვლევ არა...
-    ხო კარგი, პროსტა ინტერესნა ბაცოს თუ რაღაც მოპარეს შენ რა?!
-    ბაცოს რომ მოპარეს, მე მომპარეს...
-    მასირებს ახლა, არა?! – ახლა მე მომიბრუნდა უზბეკა...
-    ბაცო ახლა ბარამის ინსტიტუტში დგამს სპექტაკლს რა და მაგრად გაუტყდა, რას ვერ ხვდები ტო!
-    შეჩემა მე საიდან უნდა ვიცოდე, დამესიზმრება?! - ისევ ბარამს მიუბრუნდა, - მერე!
-    საქორწილო ბეჭედი წაუღიათ! ხო იცი მთვარიდან რომ არ მოვიდოდნენ,  უბნის ამბავია...
-      როდის მოხდა ესა?
-      დღეს დილის... 
-    თუ უბანშია, დაბრუნდება...
-    თუ არა?!
-    თუ არა, ფა-ფუ...
-    ასე სადაა ტო, პარიზიდან  ხო არ მოვიდოდნენ... ხო ხარ ძმა... ეს ამბავი უნდა გამიიასნო რა...
-      აუ, შენ ვინა ხარ!   
-    ხო, კიდე ბაცოსთან არ თქვა ჩვენზე არაფერი ხო?
-    ახლა შეიძლება ძირი გამძვრეს სიცილით, რომ ვთქვა ვითომ რა?!
-    თქვი რაც გინდა, რა პროსტა ჩვენ არ გვახსენო!
-    ვა, შენ ვინა ხარ, ტო...  ისევ ისეთი შერეკილი ხარ რა...
-    გეუბნები არ გვახსენო...  აქ არ ვყოფილვართ!


*  *  * 

-    ბარამ!
-    ხო უზბეკ!
-    ჩამოდი... შენ სახლთან ვარ! 
-    ამოდი რა, ძმა...
-    არა, გელოდები!


*  *  * 

-    ხო აბა რა ხდება...
-    ბიჭო ვიღაცა…გასტროლიორი ყოფილა, დადის თურმე კორპუსებში, სართულ-სართულ  და ცარიელ კარებში შედის...
-    მერე?!
-    მერე აი იმას დაუნახავს, რო დადის  და ყველა უყვარს! იმან იცოდა სადაც ცხოვრობს, სახლში ავადექით...
-    მერე...
-    მერე სახლი სავსე ქონდა ბაიანებით რა, …ნარკუშაა ვიღაცა, რასაც იპარავს წამალში უშვებს რა!
-    რა ჯიგარი ხარ, ტო, ბეჭედი უპოვეთ...
-    ხო, ჯიბეში ჰქონდა, ეტყობა ვერ მოასწრო გასუხარება. ძმა მყავდა წაყვანილი, კინაღამ მოკლა ჩემს უაბნში რა გინდოდაო...
-    თეთრეული და დანა-ჩანგალი?
-    შეჩემა რა იმ კახელივით ხარ, ორი ლატარიის ბილეთი რომ ქონდა და ერთმა მერსედესი რომ მოიგო და იმას რომ  კითხულობს მეორემ რა ქნაო...
-    ხო კარგი, ჯანდაბას თეთრეული... ჯიგარი ხარ ძია ისიდორე...…
-    გაატრაკე ისიდორე,  გაგიმართლა იავნა ტო... შენც და ბაცოსაც... მაგიდაზე ედო პარკში ყველაფერი... 
-    უზბეკ, ძმა ხარ, შენ უნდა აუტანო...
-    ხო კარგი,  ტატოს მივცემ ბოლო-ბოლო!
-    არა, ოჯახში არავინ იცის ჯერ, ბაცოს უნდა აუტანო!
-    გამიტრაკე  რა... ატანით ავუტან, რა ვუთხრა ტო?!
-    რავი რამე მოიფიქრე, ოღონდ მე არ მახსენო, არც გუჩი...
-    ვერა ხარ  შენ...
-    ახლა გუჩის დავურეკავ... ჯერ ბაცოსთან მივდივართ, შენ ამეებს აუტან და მერე სადმე ჩავუჯდეთ, მოსულა?!
-    მოსულა...   

XVIII ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება




XVIII ნაწილის დასასრული
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები