ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2010


გახდი დედა

ყველა დედა ძლიერია,
ყველა ქალი სუსტი,
თუ გინდა, რომ გაძლიერდე,
მითხარ რაღას უცდი.

გახდი დედა, თუნდაც ერთხელ 
შვილს უმღერე ნანა,
და ამ წუთებს მითხარ რამე
შეედრება განა?

ქალმა მისი უწმინდესი
უნდა ზიდოს ტვირთი,
ეს ყველაზე მთავარია,
თუ გინდ დააკვირდი.

სილამაზე, თუნდ დიდება,
წავა , გაფრინდება,
მხოლდ დედის სახელია
უკვადავი რომ რჩება.

ჰო და, თუ კი ძლიერი ხარ
დაამტკიცო უნდა,
დედა გახდი, მერე გახდი
ოლიგარქი თუნდაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები