ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იანგული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2010


ბალი სულ სხვაა

(ნამდვილი ამბავი)


  მე და ჩემი დეიდაშვილი გოგა ერთად ვსწავლობდით თბილისში და მორიგი ცხელი ზაფხულისაგან თავის დასაღწევად, გოგას სოფელში გადავწყვიტეთ წასვლა. იმერეთის ერთერთი უმშვენიერესი სოფელია და მოგვიწყვეს იქაური დახვედრა, ბევრი სიხარულის ცრემლით, გაიხარეს მოხუცებმა და გამოცოცხლდა არემარე. მაგრამ ყველაზე მეტად ფინიას გაუხარდა გოგას დანახვა, მე ცოტა შორიდან შემომიღრინა მაგრამ მალე გამიშინაურდა. მე და გოგამ ბარგი დავდეთ წავილუკმეთ და მაშინვე სოფლში ჩამოსულ არც თუ მცირე ახალგაზრდებში გავერიეთ. იქაური, ჯიგარი ბიჭებიც გავიცანი და დაიწყო ქეიფი და დროს ტარება.
  ერთ საღამოს ახალგაზრდები სოფლის ბოლოს, დიდი მუხების ქვეშ შევიკრიბეთ. უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო. ჭრიჭინები ხმაურობდნენ, ვარსკვლავები გარკვევით მოჩანდნენ ცაზე. სიო ქროდა და მუხის ხავსის საამო სუნი მოქონდა სიგრილსეთან ერთად. ფოთლების რიალი მელოდიასავით იღვრებოდა.
  ვოხუნჯობდით, ათასგვარ ამბებს ვყვებოდით და ლამის დაგვათენდა თავზე. ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას (ცოდვა გამხელილი ჯობს და ჩემს გასახარად) გოგოები წარმოადგენდნენ. იყო ერთი ქუთაისელი ძალიან მხიარული, კისკისა, ხუჭუჭა გოგონა, რომელიც თავიდანვე მომეწნა და ბიჭებს მის შესახებ სრული ''დოსიე'' შევადგენინე. ვეჭვობ არც ის იყო გულგრილი ჩემდამი და ქვეშიდან გამოხედვით უფრო მახელებდა და მანადგურებდა.
  ერთი სიცილ-ხარხარი რომ მიწყნარდა, ჩემმა რჩეულმა კულულების წვალებას თავი მიანება, თავის უკან გადაქნევით თმა შეისწორა, ერთი მწველი და წამიერი მზერა მესროლა და თქვა:
-აუ გოგოებო ბალი მინდა, თქვენ არ გინდათ?
  წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა თამუნას მიაჩერდა და უეცრად ყველამ გადაიხარხარა. გოგამ მხარი გამკრა.
-დათო წავედი მე სახლში, მეძინება რა.
-კაი რა, მოცადე და ერთად წავალთ.
-შენ როდემდე გელოდო ამათ უჟუჟუნებ თვალებს, წავედი მე.
  მომიჭრა  ცივად და სიბნელეს მიეფარა. კი მეუცნაურა მაგრამ აღარ გავკიდებივარ, ისევ გოგოების კისკისმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
-აუ ვინ მოგვიტანს ბალს?
-აგერ ბიჭები რისი ბიჭები არიან! - წამოიძახა მეორემ.
  თვალი მოვავლე არემარეს და მივხვდი რომ იქ ერთად ერთი ბიჭი ვიყავი.
-კი მაგრამ სხვები სად წავიდნენ? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
-შეეშინდათ და გაიძურწნენ. შენ ხო არ გეშინია?
  ისეთი ხმით მითრა ეს სიტყვები ჩემმა ტურფამ რომ, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. არა შიშით, არამედ სიხარულით.
-მე დაშიში? ცუდად მიცნობ.
  თან ვფიქრობდი ეს ამხელა მუტრუკები, ბლის მოსაპარად წასვლამ ისე როგორ შეაშინა რომ გოგოებთან თავი მოიჭრეს თქო.
-აბა შენც ბიჭი ხარ ეხლა და ისინიც? ესეიგი მოგვიტან ბალს? - მითხრა მეორემ რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა ''სიახლოვე'' სურდა.
-აბა რა! თქვენ თქვით სად არის და მოგართმევთ. - თავი ნამდვილი შაჰი მეგონა.
-აი, ამ შარას გაყვები წყარომდე მიხვალ, იქ მარცხნიდან მესამე სახლია და მის ეზოში დგას. მიაგნებ?
-კი უპრობლემოდ. არსად გამექცეთ, აქ დამელოდეთ ეხლავე მოვალ. - ხელი დავუქნიე გოგონებს და ამაყი, ჩქარი ნაბიჯით დავუყევი შარას.
  ლამაზი ღამე იყო. მთვარე მზეობდა ისე ძალუმად ანათებდა მიწას. სასიამოვნო ფიქრებით მოცული მივუალოვდი წყაროს. არც თუ შორიდან, აშკარად ფინია ძაგლის ყეფა მომესმა. თითით გადავთვალე სახლები და მესამე სახლს მივუახლოვდი. შორიდანვე თვალში მომხვდა დახუნძლული ბლის სიწითლე. ძალიან გამიკვირდა ეს როგორ გამორჩათ როცა მთელ სოფელში კაკალ ბალს ვეღარ ნახავდა კაცი. გავიფიქრე ალბათ ავი ძაღლი ყავთ მეთქი და ჭიშკარს ისე მივუახლოვდი ნებისმიერი ძაღლი შემამჩნევდა და იქაურობას ყეფით აიკლებდა. მაგრამ სამაისებურ სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინები არღვევდნენ. თამამად ავძვერი ღობეზე და ერთი მოძრაობით გადავევლე. სახლთან ძალიან ახლოს იდგა ბალი, მაგრამ ფანჯრებში ბნელოდა და ამით გაგულისებული უმალ კენწეროზე მოვექეცი ხეს.
  ტუჩებზე დნებოდა მწიფე, ჩაშაქრული ხილი. კბილების მოკვეთამდე ვჭამე, მერემორივე ჯიბე პირთამდე ავივსე და ის ის იყო ჩამოსვლას ვაპირებდი, რომ ფანჯარაში შუქი აინთო. გავიტრუნე. უცებ სახლის კარი გაიღო და ჭელში მოხრილი მოხუცი ისე გამოიჭრა კარგ მორბენალს შეშურდებოდა. იქვე მიყუდებულ თოხს სწვდა და ხესთან მოიჭრა.
-ჩამოდი მამაძაღლო ძირს! რომელი ხარ?!
-არ მიცნობთ ბაბუ მე სტუმრად ვარ.
-ვინაა შენი ბაბუ?! ჩამოდი რო გეუბნები!
  ჩასვლა დავაპირე, ფეხი ქვედა ტოტზე ჩამოვდგი და მოქნეული თოხი, ჩემს ფეხზე ოდნავ დაბლა ჩაესო ხეს. მაშინვე მაღლა ავბობღდი შეშინებული.
-რისთვის მკლავ ძიაკაცო?
-უყურე ამას! მართლა დახვრეტა გეკუთნის შენ. ჩამოეთრიე დროზე!!! - დაიყვირა ბერიკაცმა.
-რა გაყვირებს ადამიანო? გოუშვი ე ბოვში აწი. სირცხვილია სტუმარია და... - გამოვიდა ცოლი.
-გაჩუმდი ქალო შენ! ჩამოდი ძირს გელაპარაკები!
-სანამ ეგ თოხი გიჭირავს ვიჯდები აქ. - ვუპასუხე გულწრფელად.
-აბა დამაცადე! ქალო თოფი!
-უიმომიკვდეს თავი! რას ამბობ ვალიკო? არ გადეირიო!
-თოფი მეთქი ქალო დროზე!
-არ მოუტანო დეიდა რა გეხვეწები.
-შენ სულ გამოჩერჩეტდი ადამიანო? შეი სახლში და გოუშვი ე ბოვშვი დროზე!
  ბერიკაცმა ჯერ მე მლანძღა უშვერი სიტყვებით, მერე მისი ცოლი, თოხი შორს მოისროლა და სახლში შევარდა. მე დრო ვიხელთე და პირდაპირ კენწეროდან განვახოეციელე დაშვება, ღობეს არ შევხებივარ ისე გადავევლე (გაჭირვება მიჩვენეო) და რაც ძალი მქონდა მოვკურცხლე. რამოდენიმე წამში თოფის ხმა დამეწია და ელდამ ქუსლებამდე უწია. ალბათ ჰაერში ისროლა - დავასკვენი გახარებულმა რადგან მთელი ვიყავი და გოგოებისკენ გავწიე. ბოღმა მახრჩობდა. გოგას გულში ათასნაირად ვლანძღავდი რომ, იმან მაინც არ მითხრა რაში იყო საქმე.
  დაფეთებული გოგოები შემომეგებნენ.
-დათუნა კარგად ხარ?
-გადარეულია ის ბებერი.
-სროლის ხმა გავიგეთ და...
-კარგად ვარ გოგოებო - შევცინე მე - ბალი გინდათ?
  ერთმანეთს გადახედეს, მერე ყველამ გაიცინა.
-კი გვინდა დათუნ. - თვალები შემომანათა თამუნამ.
-ხო და თუ გინდათ, წადით და ის სტუმართმოყვარე ბებერი გაჭმევთ - ვუთხარი კმაყოფილი სახით.
  სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მე მომჩერებოდა.
-დააღეთ პირები და მიყურეთ ახლა - გოგოების წინ ჩავჯექი მინდორზე და სიამოვნებით შევექეცი ბალს, რომლისთვისაც ლამის სიცოცხლეს გამომასალმეს.


ეს აქ იდო ადრე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები