ნაწარმოებები



ავტორი: მიქაელი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

გამარჯობა.............................................................

გამარჯობა, დავამთავრებ პირველ ტაეპს ასე,
აღარ ვწუხვარ, ეხლა უფრო სინანული მქვია,
ცარიელი ემოცია დღიურს ვეღარ ავსებს,
იცით? უკვე მივეჩვიე სიმაღლიდან ფრიალს.

გამარჯობა, გესალმებით მისტიური გმირი,
თქვენ ლექსს არა, არც სხვა რამეს, მე მკითხულობთ ჩუმად,
შევიცვალე, მაგრამ დავრჩი ისევ სიტყვამწირი,
გმასპინძლობდით, ეხლა კიდევ თქვენში მხედავთ სტუმრად.

გამარჯობა, მდიდარი ვარ, თანხით არა გრძნობით,
დამეძაბა საუბარი მე საკუთარ მესთან,
დავიღალე ნაცნობების სხვანაირად ცნობით,
ადრე კიდევ საკუთარზე ვსაუბრობდი ბევრთან.

გამარჯობა, თქვენ ეს ლექსი გეზედმეტად ვიცი,
და გგონიათ ძალით ვიქმნი თავმდაბლობის იერს,
ჩუმად ხართ და იქნებ გულში ვერც იკავებთ სიცილს,
ვერც კი ამჩნევთ დავემსგავსე სიყვარულით მშიერს.

გამარჯობა, მე ვარ ერთი უჩვეულო ბიჭი,
და ფერადი პიროვნების გამოხატვა თქვენთვის,
ჩემი თავის შემეცნება თქვენზე მეტად მიჭირს,
რადგან სული ნაჩვევ სხეულს ოდნავაც არ ერთვის.

გამარჯობა, ჩემო კარგო, შევიცვალე სრულად,
და ამ წინა პიროვნებას მარტო ზმნამ აჯობა,
ვიცი, ლექსმა მოგირიათ ემოცია რულად,
ამიტომაც ნახვამდის და კიდევ გამარჯობა.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები