ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2010


ჩემი მიწა...

ჩემი მიწა გულს მიყვავის,
ჩემი ვენახ-ედემი,
ერთურთს ვერ ვთმობთ და ერთმანეთს
გულზე ჩანგლით ვედებით,
გავარღვიეთ ბევრჯერ სისხლით
გველეშაპის კედელი,
იუდასთან შეკრულიყო
ჩვენი ბედის მჭედელი!
ვაი, სად არ მავაგლახეს,
თავზე ცეცხლი მაწვიმეს,
დარბეული ლეგენდიდან
ცოცხლად გამოვაღწიე,
გადავურჩი ჟამთა ბრუნვის
ბოროტების  საწიერს,
ბაზალეთის ტბად დაგროვდა,
რაც ტკივილი მაწვნიეს,
იქ რომ ყრმა წევს, ის აკვანი
სასოებით ვარწიე,
ჩემი სისხლის უკვდავება
გოლგოთამდე ავწიე.
ქალ-ვაჟები გამიყიდეს
სხვათა  სამკაულებად,
მშანთეს მაგრამ, ვერ იხილეს
ჩემი გადარჯულება.
მთიდან მოდის თეთრი რაშით
სული წინაპარისა,
რომ ჩამოხსნას ქართულ ზეცას
ძაძა  დიდი  ღამისა,
მოაბნიოს ქართულ მიწას
სხივი ლალ-ალმასისა
და ქორწილი გადიხადოს
ზედ მზისა და მთვარისა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები