ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის-ასული
ჟანრი: საბავშვო
4 დეკემბერი, 2010


ანბანთქება (უმცროსკლასელთათვის)

                      გიორგობა


          გიორგობის  დღესასწაულს
          საქართველო როს აღნიშნავს,
          გულმხურვალედ ლოცულობს და
          შესთხოვს ერის მფარველ წმინდანს;
          დიდმოწამეს, სნეულთ მკურნალს,
          გლახაკთ ნუგეშს, მშველელს ტყვეთა,
          ღვაწლით მოსილ წმინდა ჭაბუკს,-
          მეოხ გვეყოს უფალ ღმერთთან.




                      დედა...


          დედაენა, დედაბოძი,
          დედულეთი, დედამიწა-
          უფლის სიტყვით იკურთხა და
          დასაბამი დედამ მისცა.
          ჩვენი ტურფა საქართველო,
            მსგავსი ბაღის ედემისა,
          დალოცა და საფარველით
          დაიფარა დედა ღვთისამ.




                      ეკლესია


              ეკლესიის ზარის ხმაზე
              ნოდარიკომ თვალი ჭყიტა,
              ხატს ემთხვია და ადიდა
              მამა, ძე  და სულიწმიდა.
           
              წირვაზე კი, მოძღვარმა რომ
              აზიარა  ბარძიმიდან,
              დედას ყურში  ჩასჩურჩულა;
            -მეც ,,მამაო'' გავხდე მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები