ელიზაბეტ, ეხლა სანგარში ვარ, დილით გავთხარეთ... ამბობენ ბობმბები უნდა გვესროლონო, დიდებიო და მძლავრებიო, ძალიან მაღლიდანო, ციდანო, იქ სადაც ღმერთი იყო ეხლა ტუ-ები და სუ-ებიო...
თავზე "კასკა" მაფარია, ბიჭები ჭორაობენ პლასტმასივითაა ტყვიაზე იმსხვრევაო, იმასაც ამბობენ ჩემი ბატალიონიდან ათი რეზერვისტი მოკვდა ეგრეო. ერთს თურმე ტუ-ს ჩამოგდება უნდოდა "კალაშათი", აწია ლულა ზევით, თვალები დახუჭა და ტუ-ტუ-ტუ-ტუ... იარაღი რო წაართვეს ორი კაცი მკვდარი იყო გვერდზე...
კიდევ ბევრს ამბობენ ძალიან, ჩვენებმა ჩვენები დაბომბესო, ავტობუსში ყუმბარა გაუვარდაო, ყვითელი ავტობუსები წითელიაო, იარაღებს ტოვებენ გარბიანო, გარბიანო და უაზროდ კვდებიანო, ზოგი იმასაც ამბობს სამშობლოსთვის სიკვდილი უაზრო არააო, მარა...
მართლა იყო საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში? ყოველთვის მიყვარდნენ ფრანგები, საფრანგეთი და პარიზი, ან როგორც თვითონ ამბობენ "პარიჟ". ომი რომ მორჩება წავიდეთ აუცილებლად, ვნახოთ ელისეს მინდვრები, იქ თურმე ერთი სახლი დგას, სადაც ადრე გრაფი მონტე-კრისტო ცხოვრობდა, უნდა ვნახოთ...
იცი, მე მაინც მჯერა რომ ტუ-ები და სუ-ები და ზოგჯერ მი-ებიც, გაცილებით დაბლა არიან... მეტ სიმაღლეს ხომ მეტი დრო უნდა რეაქციისთვის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. როგორც პოეტური ჩანახატი, ისე იკითხება. ანუ ეს ვერლიბრიც არ არის... მაგრამ იმდენად ღრმა აზრი დევს, რომ ფორმას მნიშვნელობა ეკარგება... 5 როგორც პოეტური ჩანახატი, ისე იკითხება. ანუ ეს ვერლიბრიც არ არის... მაგრამ იმდენად ღრმა აზრი დევს, რომ ფორმას მნიშვნელობა ეკარგება... 5
21. ენობრივად მოსაწესრიგებელია.ნიჭიერი ავტორის ნამუშევარია,კონცეპტუალურად საინტერესო,ინტონაცია მოხელთებულია.რაც ძალზე ძნელი საქმეა და განსაკუთრებული ნიჭიერება სჭირდება.+3 ენობრივად მოსაწესრიგებელია.ნიჭიერი ავტორის ნამუშევარია,კონცეპტუალურად საინტერესო,ინტონაცია მოხელთებულია.რაც ძალზე ძნელი საქმეა და განსაკუთრებული ნიჭიერება სჭირდება.+3
20. კარგია ,მაგრამ ლექსს ვერ მივამსგავსე მინდი და რა ვქნა ))? მოთხრობას ვკითხულობდი მეგონა... კარგია ,მაგრამ ლექსს ვერ მივამსგავსე მინდი და რა ვქნა ))? მოთხრობას ვკითხულობდი მეგონა...
19. კაი ხარ.
555 კაი ხარ.
555
17. რა გითხრა იოჰან. კარგად ვარ შენ როგორ ხარ? 9 ქულა რა გითხრა იოჰან. კარგად ვარ შენ როგორ ხარ? 9 ქულა
16. ამბობენ, ხევსურო, ესენი გადარუსდებიან და გადაშენდებიანო, კავკასიონს გაღმაო, კიდევ იმის იქითო. კარგია! ამბობენ, ხევსურო, ესენი გადარუსდებიან და გადაშენდებიანო, კავკასიონს გაღმაო, კიდევ იმის იქითო. კარგია!
15. ძალიან მაღლიდანო, ციდანო, იქ სადაც ღმერთი იყო ეხლა ტუ-ები და სუ-ებიო...
ისევ აგვირიეს რა ფსიქიკა, ძლივს ჩაწყნარებული ომის თაობას :( მომენატრე მინდი. ძალიან მაღლიდანო, ციდანო, იქ სადაც ღმერთი იყო ეხლა ტუ-ები და სუ-ებიო...
ისევ აგვირიეს რა ფსიქიკა, ძლივს ჩაწყნარებული ომის თაობას :( მომენატრე მინდი.
14. ტუ-ები და სუ-ები და ზოგჯერ მი-ებიც, გაცილებით დაბლა არიან...
კარგი მიგნება იყო მომეწონა:) ტუ-ები და სუ-ები და ზოგჯერ მი-ებიც, გაცილებით დაბლა არიან...
კარგი მიგნება იყო მომეწონა:)
13. კარგი ჩანახატია,როგორც ლექსი ვერა.... კარგია რომ გამოჩნდი! კარგი ჩანახატია,როგორც ლექსი ვერა.... კარგია რომ გამოჩნდი!
12. 10 მომენატრე ხევსურო 10 მომენატრე ხევსურო
11. "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!" "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!"
10. რეალობაა :) რეალობაა :)
9. ვახ, ჩემი, იუმორნარევია, მაგრამ განა მასეთი არა ჩვენი გამოცდილება. ხოდა სუ-ებს და ტ-ებს, ჯობია მესტუმრო ხანდახან.
5 ვახ, ჩემი, იუმორნარევია, მაგრამ განა მასეთი არა ჩვენი გამოცდილება. ხოდა სუ-ებს და ტ-ებს, ჯობია მესტუმრო ხანდახან.
5
8. იოჰან... ;;) გაცილებით დაბლა არიან, ასეა...
9 მომენატრე :-* თეკლამ მითხრა გუშინ აქ ყოფილხარ და რატომ არ გვნახე... :(
იოჰან... ;;) გაცილებით დაბლა არიან, ასეა...
9 მომენატრე :-* თეკლამ მითხრა გუშინ აქ ყოფილხარ და რატომ არ გვნახე... :(
6. რეალურია და სიმართლეა. 10 რეალურია და სიმართლეა. 10
5. სხვები უკეთესები დაგიწერია. სხვები უკეთესები დაგიწერია.
4. ცოტა დასახვეწია მგონი...რავიცი აბა :) მთლიანობაში მომწეონა, რაღაც ადგილები განსაკუთრებით... 4 ბრატ :) :-* ცოტა დასახვეწია მგონი...რავიცი აბა :) მთლიანობაში მომწეონა, რაღაც ადგილები განსაკუთრებით... 4 ბრატ :) :-*
3. მომნატრებიხარ ხევსურო :) მომნატრებიხარ ხევსურო :)
2. არაჩვეულებრივი. უზუსტესი დღევანდელობა... 55555555555555555555 არაჩვეულებრივი. უზუსტესი დღევანდელობა... 55555555555555555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|