ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: იუმორისტული
5 დეკემბერი, 2010


დიქტატურული სიზმარი ანუ მიშა მაგარია

გუშინ უცნაური სიზმარი ვნახე, ვითომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, -დღეიდან დიქტატოტულ მართველობას ვაცხადებ, შეწინააღმდეგება არავინ გაბედოთო.

ცოტა არ იყოს დავიბენი, იგი ხომ ასე ამაყობდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიით და უცებ რა დაემართა-მეთქი, მაგრამ არ შემეწინააღმდეგოთო და აბა რაღას ვიზამდი. დაველოდე მოვლენების განვითარებას, მაინტერესებდა შეძლებდა თუ არა ეს დემოკრატი ლიდერი დიქტატურის დამყარებას.

თავისი სიტყვის შესასრულებლად ეტყობა ძალღონეს არ იშურებდა. ჯერ იყო და “ყველანი ციხეშიო” გამოაცხადა, ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი შემოიღო და გატენა ციხეები დამნაშავეებით თუ არადამნაშავეებით. ეს საქციელი კი შეიცავდა რაღაც არადემოკრატიულ ელემენტებს, მაგრამ მე მაინც უფრო მეტს ველოდი.

სიტყვის კაცია ეს ჩვენი პრეზიდენტი ან უფრო სწორედ დიქტატორი (მან თვითონ აირჩია ასეთი მიმართვის ფორმა, ხოდა დაე იყოს ნება მისი) იმას ვამბობდი, რომ ჩვენ დიქტატორს უფრო მეტად უნდა მოენდომებინა და ისეთი რამეები გაეკეთებინა, რომ რეალურად გაემართლებინა ეს სახელი. 

დიდხანს ლდინი არც დამჭირვებია. შემდეგმა ნაბიჯებმა შემაშინა კიდეც, ნულოვანი ტოლერანტობა ზოგმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და ქუჩაში დაიწყეს ბიჭების დახვრეტა, თან ამ საქციელისთვის სათანადოდ არავინ დასჯილა, აი ეს უკვე გავდა ნამდვილ დიქტატურას და უსამართლობას.

ახლა კი დავრწმუნდი რომ ჩვენი დიქტატორი უკან არაფერზე დაიხევდა ოღონდ კი თავის სიტყვა შეესრულებინა და უარესის მოლოდინში პირზე ხელი ავიფარე, ემანდ რამ არ წამომცდეს და ვინმეს თვალში არ გევეჩხირო-მეთქი. მოვლენებს კი მაინც ვაკვირდებოდი. ამიტომ არც სასამართლოს და განათლების რეფორმა გამომრჩენია მხედველბიდან არც საკუთრების უფლებების დარღვევები, არც თავისფალი სიტყვის ჩახშობა,  არც იმედის დარბევა, არც შვიდი ნოემბერი და ნაცემი ჟურნალისტები, არც მოდელირებული ქრონიკა და ხალხის ფსიქოლოგიურად დაშინება, არც დევნილების გამოსახლება, არც მანდატურები არც ბურები და რავიცი კიდევ რამდენი არც...
თავისუფალი მედია, რომ აღარ არსებობდა ეტყობა დაფიქრდა და გადაწყვიტა მარტო ეს არ კმარა პირადი საუბრებიც უნდა იშიფრებოდესო და შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო სტრუქტურებს ყველა ჩვენგანის მეილებში და ვირტუალურ საუბრებში ქექვის უფლება ექნებოდა.

მე უკვე აღარაფერი მაკვირვებდა, აღარც ის, რომ ყველა ასე ჩემსავით პირზეხელაფარებული იჯდა და ზოგჯერ გარეთ გამოსვლასაც ერიდებოდა, რას ვიზამთ შიში ოხერია, თან ვაი და ვიმეს გონივრული ეჭვი გაუჩნდეს და გამაქანონ სადაც ჯერ არსო, შარია ეს ოხერი, მაგათ ხელში მტერი ჩარადაო ფიქრობდა ხალხი (რას არ ნახავ სიზმარში კაცო)

ეტყობა, იქ ზევითაც გაიგეს ჩვენ რომ პირები აკრული გვქონდა. ეგენი მაინც არაფერს იტყვიანო იფიქრეს, ჯერ წამლები გაგვიძვირეს, მერე საკვები, მერე ტრანსპორტი ბოლოს გადასახადებიც.

ახლა საჭმლის ჭამის დროსაც აღარ გვიწევდა ხელის ჩამოწევა, სადღა იყო საჭმელი, წყალსაც გამოზოგვით ვსვამდით
ის იყო ხელები პირზებზე უნდა შეგვზრდოდა რომ მაღვიძარამ დარეკა -იძირება გემი მააააგრამ, ყველაფერიიი რიგზეააა,
გაღვიძებისთანავე მოვუყევი სიზმარი გამდინარ წყალს თან გულში “მიშა მაგარიას” ვიმეორებდი, ასე რომ იმედია ცუდად არ ამიხდება.
ისე კი დაილოცოს მაღვიძარას გამომგონებიელი, სულ რაღაც 7 საათი მეძინა და უკვე მომენატრა ჩემი დალაგებული ქვეყანა: ულამაზესი სასტუმროებით, გატკიცინებული გზებით, მოჩუხჩუხე შადრევნებით, გაბრდღვიალებული ქუჩებით, მდგრადი ეკნომიკით და რა თქმა უნდა, დემოკრატი პრეზიდენტით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები