ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 იანვარი, 2011


უკაცრავად... თუ შეიძლება, იყიდეთ საქართველო.

მოსკოვში რვა წელი ვიცხოვრე.
აღარ მოვყვები დაწვრილებით, რომ მქონდა სამსახური და შესანიშნავი წრე, ვთანამშომლობდი " шёлковая компания" - სთან, როგორც დიზაინერი,რომ გამომცემლობა "იაუზას" უნდა გამოეცა ჩემი მოთხრობების კრებული.
და მთელი რვა წელი ყოველ " მეორე თვეს" ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას.
ვერ შევეჩვიე "რუსულ ცას" , რომელიც "ხრუშოვკის"  დაბალჭერიანი ბინასავით მედო თავზე. ვერ შევეგუე "რუსულ ღრუბელს" , ცუდად გარეცხილი თეთრეულს რომ გავდა და მზეს,ერთი  ყურისძირიდან რომ ამოდიოდა და მეორე ყურის ძირში ჩადიოდა.მთები მენატრებოდა. ამას პატეთიკის გამო არ გეუბნებით, მე ეს ნამდვილად გადავიტანე
როგორც კი მოსკოვის ტელევიზიამ გადმოსცა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ანუ სახელმწიფო გადატრიალება და დავინახე, რომ შუქი და წყალი, სიცოცხლის აუცილებელი პირობა, უკვე იყო, მაშინვე დავბრუნდი. არც დავფიქრებულვარ.
იმის შემდეგ, რაც გორამდე "სამხრეთ ოსეთში" ვიმგზავრე და კიდევ იმის შემდეგ დავინახე, რომ სოფელ გაჩიანს მოსახლეობა  უკვე ისეა გაზრდი;ი, რომ ლამისაა რუსთავს შეუერთდეს, გადავწყვიტე  რომელიმე სოფელში მეყიდა სახლი და მიწები.
ქალაქში  დავიბადე და ქალაქში გავიზარდე. არასოდეს გვქონია სოფელი.
ყველა გაკვირვებული დარჩა.
აღმოჩნდა, რომ ლაგოდეხში რამოდენიმე დიდი ოსური სოფელია და ოსები ახლაც ამტკიცებენ, რომ ალაზნის მარცხენა სანაპირომდე ოსეთია. რომ ქართველები ამ ტერიტორიაზე  "მერე მოვიდნენ".
ახლა თქვენ იცით რა მდგომარეობაა და ის ოსები ან წავიდნენ, ან მიდიან. სოფლები ცარიელდება, სახლები ინგრევა.
სოფელი კაბალიც გაგონილი გექნებათ. აზერბეიჯანული სოფელია უკანონოდ დასახლებული. მივიდნენ, უკანონოდ ააშენეს სახლები და ვიდრე ჩვენი მაშინდელი მთავროვა აზრზე მოვიდოდა, უკვე სოფელი გახდა. ვერავინ ვერაფერი ვერ დააკლოთ. დასახლდნენ. სოფელი გაიზარდა და ახლა ის უკანონოდ დასახხებული აზერბეიჯანელები ყოველგვარი წესისა და კანონის დაცვით ყიდულობენ ოსებისაგან სახლებს და მიწებს.
ახლანდელი ჩვენი მთავრობა თავიდან შესყიდვის უფლებას არ აძლევდა, სახლებს არ უფორმებდნენ, მაგრამ აზერბეიჯანელებმა ბაქოს პრეზიდენტთან იჩივლეს, ქართველები გვავიწროვებენო და ჩვენებიც იძულებულები გახდნენ, მიეყიდათ.
ოსები რუსების მეზოლები იყვნენ და აგერ შეუერთდნენ რუსეთს. კი, ბატონო, შეუერთდნენ. ჩვენ როგორც გინდა ვინერვიულოთ და არ დავიჯეროთ, სამაჩაბლო დავკარგეთ.
აფხაზეთი დავკარგეთ. ისედაც დაკარგული იყო. ერთ სოხუმელ ქართველს ველაპარაკე მოსკოვში, რომელმაც განაცხადა. რომ თუ აფხაზეთში დააბრუნებდნენ დაბრუნდებოდა. საქართველოში დაბრუნებას კი ცოცხალი თავით არ აპირებდა. აფხაზეთიც  საქართველოამეთქი. მკვახედ ვუთხარი. რაკი შენ იტყვიო, მიპასუხა.
სამრეთ საქართველო სომხებს აქვთ დაკავებული და სომხებს ახლაც ჰგონიათ, რომ ახალქალაქი სასომხეთის ტერიტორიაა და ერთ მშვენიერ დღეს მოინდომებენ სასომხეთთან შეერთებას.
აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანს ესაზღვრება და ახლა ლაგოდეხს ყიდულობენ აზერბაიჯანელები ოსებისგან.
ჩვენ აქ. ქალაქებში კომპიუტერებთან ვსხედვართ და "მაღალ მატერიებზე" და საქართველოს სიყვარულზე ვლაპარაკობთ. საქართველო კი თვალსა და ხელს შუა გვეკარგება, როგორც სილა მუჭში.
გარანტიას გაძლევთ, უახლოეს დროში, როგორც ჟირინოვსკიმ ბრძანა, საქართველო მხოლოდ თბილისი და გორი დარჩება.
ალბათ იცით სომხური, ოსური და აზერბაიჯანული ხასიათი, იძულებულებს გაგვხდიან, რომ წავიდეთ.
ვერ შეეგუებით სხვის ცას, თქვენი მაღალი ცა მოგენატრებათ
ვერ შეეგუებით სხვის მზეს, თქვენი შორი ჰორიზონტიდან ამოსული მზე მოგენატრებათ,
ვერც თქვენი თბილი მწვანე ბალახის ფერის გარეშე ვერ გაძლებთ.
ახლა მიწები ძალიან იაფია. 
თქვენი ჭირიმეთ, თუ შეიძლება, იყიდეთ საქართველო.
თუ შეიძლება,იყიდეთ საქართველო.
იყიდეთ საქართველო
იქნებ ჩვენს შვილებს ლექსების გარდა ჩვენი დასამარხი მიწაც დავუტოვოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს